ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ამბროლაური | ||||
კოორდინატები | 42°31′18″ ჩ. გ. 43°08′53″ ა. გ. / 42.521694° ჩ. გ. 43.148306° ა. გ. | ||||
მერი | ზვიად (დავით) მხეიძე | ||||
ფართობი | 1142 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 11 186 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 9,8 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,7 % რუსები 0,1 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,42 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (439) | ||||
საფოსტო ინდექსი | 0400–0499 | ||||
ოფიციალური საიტი | http://ambrolauri.gov.ge/ | ||||
| |||||
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[3] საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ტერიტორია — 1141 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნი, რიცეულა, ასკისწყალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი, თაბაშირი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტი შეიქმნა 1930 წელს. მანამდე მისი ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1928 წლიდან — რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930 წელს ცალკე რაიონად გამოიყო. 1951-1953 წლებში შედიოდა ქუთაისის ოლქში. 2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტისგან გამოყოფილი იყო ქალაქი ამბროლაური[4]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის რიცხოვნობა — 11 186 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 9,8 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 70 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 69 სოფელი.
აღწერის მონაცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 17 065 |
2002 | 16 225 |
2014 | 11 186 |
2021[5] | 10 400 |
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკრებულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტია | 2017[6] | 2021[7] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 28 | 22 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 2 | 4 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბორისტული პარტია | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავისუფალი საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 34 | 30 |
ადმინისტრაციული ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ადმინისტრაციული ერთეული ამბროლაური — ქალაქი ამბროლაური;
- ადმინისტრაციული ერთეული ბუგეული — აბანოეთი, ბარეული, ბუგეული, გორისუბანი, ქედისუბანი, ჯვარისა;
- ადმინისტრაციული ერთეული ველევი — ბეთლევი, ველევი, კვირიკეწმინდა, შხივანა;
- ადმინისტრაციული ერთეული ზნაკვა — საკეცია, ზნაკვა, მოტყიარი;
- ადმინისტრაციული ერთეული იწა — ახალსოფელი, გორი, ზემო კრიხი, იწა, ქვემო კრიხი, შუა კრიხი;
- ადმინისტრაციული ერთეული ლიხეთი — აბარი, ლიხეთი, ურავი;
- ადმინისტრაციული ერთეული ნამანევი — შავრა, თხმორი, ნამანევი, ხონჭიორი;
- ადმინისტრაციული ერთეული ნიკორწმინდა — კაჩაეთი, ნიკორწმინდა, ხარისთვალა;
- ადმინისტრაციული ერთეული სადმელი — ბოსტანა, კლდისუბანი, სადმელი, ღვიარა, ძირაგეული;
- ადმინისტრაციული ერთეული სხვავა — სხვავა, ფუტიეთი;
- ადმინისტრაციული ერთეული ღადიში — ბაჯი, პატარაონი, ტბეთი, ქვედა შავრა, ღადიში;
- ადმინისტრაციული ერთეული ცახი — გოგოლათი, ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია, ცახი;
- ადმინისტრაციული ერთეული წესი — მუხლი, წესი;
- ადმინისტრაციული ერთეული ჭელიაღელე — აგარა, ზედა თლუღი, უყეში, ქვედა თლუღი, ჭელიაღელე;
- ადმინისტრაციული ერთეული ჭრებალო — გენდუში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა, ჭრებალო;
- ადმინისტრაციული ერთეული ჭყვიში — ზედა ჭყვიში, ქვიშარი, ჭყვიში;
- ადმინისტრაციული ერთეული ხვანჭკარა — დიდი ჩორჯო, მეორე ტოლა, პატარა ჩორჯო, პირველი ტოლა, ხვანჭკარა;
- ადმინისტრაციული ერთეული ხიდიკარი — კვაცხუთი, ხიმში;
- ადმინისტრაციული ერთეული ხოტევი — სხარტალი, წკადისი, ხოტევი.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობა და მეცხოველეობა. მეხილეობა ვითარდება ძირითადად მთიან ზონაში. მნიშვნელოვანი საწარმოებია: ღვინის ქარხნები, ყველ-კარაქის და აგურის ქარხნები, ლითონური დარიშხანის ქარხანა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ოსეთის სამხედრო გზა.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუნიციპალიტეტში 27 საჯარო სკოლაა, 1 უმაღლესი სასწავლებელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რაჭის ფილიალი), 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია: ნიკორწმინდის ტაძარი (XI ს.), ბარაკონი, ზემო კრიხის, ბუგეულის, პატარა ონის ეკლესიების ნანგრევები, რაჭის ერისთავების ციხე — მინდა ციხე, კვარაციხე, ხოტევის ციხე და სხვა. ბუნების ძეგლებიდან აღსანიშნავია კარსტული მღვიმეები სოფელ ნიკორწმინდასა და სხვავაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა შაორის წყალსაცავი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ამბროლაურის რაიონის რუკა, 1975 წ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უთმელიძე მ., ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 121-122.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (ს/ნ. 222938490; რეგ. თარიღი — 27 ნოემბერი, 2017
- ↑ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-14[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-14[მკვდარი ბმული]
|