რიცეულა
იერსახე
| რიცეულა | |
|---|---|
|
მდ. რიცეულა სოფ. ღვიარასთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე) |
| სათავე |
ლეჩხუმის ქედი 42°42′46″ ჩ. გ. 43°05′56″ ა. გ. / 42.712972° ჩ. გ. 43.099028° ა. გ. |
| შესართავი |
რიონი 42°32′19″ ჩ. გ. 43°05′18″ ა. გ. / 42.538833° ჩ. გ. 43.088444° ა. გ. |
| სიგრძე | 24 კმ |
| აუზის ფართობი | 166 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 5,9 მ³/წმ |
|
| |
რიცეულა — მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 166 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5,9 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 400.