შარეულა
შარეულა | |
---|---|
მდინარე შარეულა | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
სათავე | რაჭის ქედი |
სათავის სიმაღლე | 1091 მ |
შესართავი | რიონი |
სიგრძე | 22 კმ |
აუზის ფართობი | 231 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 4,7 მ³/წმ |
შარეულა — მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1091 მ-ზე, ერთვის მდინარე რიონს მარცხნიდან. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 231 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნები — ზაფხულ-შემოდგომაზე, არამდგრადი წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 4,7 მ³/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ი. აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 688.