შინაარსზე გადასვლა

GamesRadar+

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან GamesRadar)
GamesRadar
საიტი gamesradar.com
კომერციულობა კი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
რეგისტრაცია არასავალდებულო (უფასო)
დამფუძნებელი 2005; 11 წლის წინ
მფლობელი Future plc
შემქნელი Future plc
გაეშვა 2005; 11 წლის წინ
Alexa-ს რეიტინგი 4,486 (აპრილი, 2015).[1]

„GamesRadar+“ (ადრე GamesRadar) — ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი მრავალფორმატიანი ვებსაიტი, სადაც რეგულარულად თავსდება სიახლეები , მიმოხილვები, რეცენზიები და ვიდეოები კომპიუტერული თამაშების შესახებ. საიტის მფლობელი არის Future plc. ოფისები განთავსებულია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. საიტს ყოველთვიურად ჰყავს 3.25 მილიონი ვიზიტორი.[2]

საიტი განთქმული არის თავისი პროფესიონალური და, ამავე დროს იუმორისტული მიდგომით თამაშების აღწერისას. ჩვეულებრივ სიახლეებთან ერთად, მასში ქვეყნდება კომიკური სტატიები და ვიდეოები. ასევე საიტს აქვს iTunes-დან სიახლებიის გადმოწერის შესაძლებლობა, სადაც წარმოდგენილი არის ბოლოს დროს მომხდარი სიახლეები ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან.[3]

GamesRadar აქვეყნებს უამრავ სტატიას ყოველდღე, რომელიც მოიცავს ოფიციალური სიახლეებს ვიდეო თამაშების შესახებ, მიმოხილვებს, პრევიუებს და ა.შ. სტატიების სტილი, ძირითად იუმორისტული ხასიათის არის, ზოგ შემთხვევაში მასალებს თან ახლავს სურათები და ვიდეო მასალები. ზოგიერთი სტატია სრულად სატირიული სტილით არის შედგენილი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სექცია არის "ტოპ 7",[4] რომელიც ყოველ კვირეულად ნახლდება. მასში აისახება, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შეხედულებები თამაშების შესახებ.[5]

2008 წლის 19 მაისიდან აშშ-ში საიტი ყოველ ხუთშაბათს ახორციელებს პოდკასტს სახელწოდებით TalkRadar. ის სწრაფად გახდა ყველაზე პოპულარული სერვისი საიტზე.[6] პოდკასტის დროს, ერთი კვირის განმავლობაში განიხილება ტოპ 7 თამაში, ასევე განიხილება საიტზე არსებული ზოგიერთი სტატია, ცოტა ხნის წინ გამოსული თამაშები, და ასევე კითხვები GamesRadar-ის საზოგადოებასთან დაკავშირებით. არის შემთხვევები, როდესაც TalkRadar -ში მონაწილეობენ ჟურნალისტები სხვა საიტებიდან, ასევე ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შეხება ვიდეო თამაშების ინდუსტრასთან. პოდკასტი ხელმისაწვდომია, როგორც ოფიციალური საიტიდან, ასევე iTunes-დანაც.[7] ფართო პოპულარობიდან გამომდინარე, TalkRadar-ის ფანებმა შექმნეს ვიკი-საიტი სახელწოდებით tdar.wikia.com. სადაც ტეკსტური ფორმით თავსდება პოდკასტის ყველა გამოშვება .[8]

აშშ-ში TalkRadar-ის პოპულარობის შედეგად, დიდი ბრიტანეთის საიტის შემქმნელთა ჯგუფმაც გაუშვა მსგავსი ყოველკვირეული პოდკასტი. გადაწყდა აუდიო შოუს ფორმატის გამოყენება, რათა სრულად არ დამსგავსებოდა ორიგინალურ ფორმატს.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Alexa Ranking. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-18. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2015.
  2. ელი გიბსონი.. (19 ივლისი, 2007) GamesRadar and Cheat Planet readership tops 3.2m. GamesIndustry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-17. ციტირების თარიღი: 12 იანვარი 2012.
  3. TalkRadar at iTunes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2012.
  4. TalkRadar Compendium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2012.
  5. GamesRadar Top 7 Compendium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2012.
  6. TalkRadar Compendium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2012.
  7. TalkRadar at iTunes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2012.
  8. TalkRadar Wiki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2012.
  9. TalkRadar UK Compendium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=GamesRadar%2B&oldid=4393490“-დან