მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრავალმოთმაშიანი ვიდეო თამაში (ინგლ. Multiplayer video game) — ვიდეო თამაში, სადაც ერთზე მეტ მოთამაშეს შეუძლია თამაში, ერთი და იმავე თამაშის გარემოში, ერთი და იმავე დროს. დღესდღეობით, უფრო ხშირად იქმნება ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაშები ვიდრე მრავალმოთმაშიანი, სადაც მოთამაშეს უწევს დაპროგრამებულ გამოწვევებთან ან არა-მოთამაშე პერსონაჟებთან გამკვლავება, მაშინ როდესაც მრავალმოთამაშიანი თამაშები საშუალებას იძლევა ურთიერთობის დამყარებას სხვა ინდივიდებთან - ეს შეიძლება მოხდეს მათთან პარტნიორობით ან სულაც მათთან მეტოქეობით.

დღესდღეობით ყველაზ დიდი მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში არის სამხრეთ კორეული თამაში Lineage, 19 მილიონი რეგისტრირებული მოთამაშით (ძირითადად აზიაში).[1]

მრავალმოთამაშიან თამაშებში მოთამაშეს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ორ ან მეტ მოთამაშეს, ითამაშონ კოოპერატივში, რათა მიაღწიონ საერთო მიზანს, ზედამხედველობა გაუწიონ სხვა მოთამაშის მოქმედებებს და ა.შ. მრავალმოთამაშიანი თამაშები, როგორც წესი მოითხოვენ მოთმაშეებისაგან თამაშის ერთიანი სისტემის რესურსებისა და კომპიუტერული ქსელის გამოეყენებას, რათა ითამაშონ თამაშები ერთმანეთისგან დიდი მანძილის დაშორებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. NCsoft's Lineage II Expansion Dramatically Speeds Up Character Progression - IGN. Ca.ign.com. წაკითხვის თარიღი: 2013-08-28.