ფინეთის ოფიციალური ჩარტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან The Official Finnish Charts)

ფინეთის ოფიციალური ჩარტები (ფინ. Suomen virallinen lista, შვედ. Finlands officiella lista) — ფინური ეროვნული ჰიტ-აღლუმი, რომელსაც გამოსცემს კომპანია ÄKT (IFPI Finland).

ჰიტ-აღლუმი გამოჩნდა 1991 წლის იანვარში და მას ერქვა Radiomafian lista. ის გადაიცემოდა რადიოთი Radiomafia-ს არხზე (დღეისათვის YleX). 1994 წელს ჩარტი გახდა ოფიციალური ჰიტ-აღლუმი ფინეთში.

დღეისათვის Suomen virallinen lista მოიცავს:

  • Albums (Top 50) (ალბომები)
  • Singles (Top 20) (სინგლები)
  • Downloads (Top 30) (ციფრული დისტრიბუცია)
  • Mid-priced albums (Top 10) (საშუალო თანხის ალბომები)
  • Music DVDs (Top 10) (მუსიკალური DVD)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]