შინაარსზე გადასვლა

No Leaf Clover

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„No Leaf Clover“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან S&M
B-მხარე One (S&M ვერსია)/Enter Sandman (S&M ვერსია)
გამოსვლის თარიღი 13 მარტი, 2000 (ავსტრალიაში[1]);
20 მარტი, 2000 (ევროპაში)[2][3]
ჩაიწერა 21-22 აპრილი, 1999, ბერკლის საზოგადოებრივი თეატრი, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 5:43
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
პროდიუსერი მეტალიკა
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Nothing Else Matters '99“
(2000)
No Leaf Clover
(2000)
„I Disappear“
(2000)
აუდიომაგალითი
yes
ალტერნატიული გარეკანი
ალტერნატიული გარეკანი

No Leaf Cloverამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სინგლი და მერვე სიმღერა ალბომიდან S&M. იგი დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ.[4]

No Leaf Clover −Human-თან ერთად ერთ-ერთია ალბომში წარმოდგენილი ორი ახალი სიმღერიდან, რომლებიც მეტალიკისა და სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის (დირიჟორი - მაიკლ კემენი) თანამშრომლობით შეიქმნა 1999 წელს. იგი იწყება საორკესტრო პარტიით, რომელიც ჯეიმზ ჰეტფილდის სუფთა საგიტარო პარტიით გრძელდება. სიმღერის დანარჩენ ნაწილში ერთმანეთს ენაცვლება ტაეპები და მისამღერები გიტარების თანხლებით ძლიერი დისტორშენით.

სიმღერაში გამოყენებული რიფები ჰეტფილდის მიერაა დაწერილი კონცერტამდე, მაგრამ არ შესრულებულა მანამდე. სიმღერის ჟღერადობის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის კომპოზიტორ მაიკლ კემენსაც.

ტერმინი No Leaf Clover სიტყვასიტყვით ქართულად ჟღერს როგორც „სამყურა ფოთლების გარეშე“, თუმცა ტექსტში არანაირი სამყურა მოხსენიებული არაა. ბუნებაში ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ოთხფოთლიანი სამყურა, რომელიც, გავრცელებული რწმენით, იღბლის მომტანია. საწინააღმდეგოდ ამისა, „სამყურა ფოთლების გარეშე“ უიღბლობის მეტაფორად შეიძლება, მივიჩნიოთ.[4][5][6] სავარაუდოდ ამასთან მიმართებაშია ჯეიმზის ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ წარმატება და მიზნის მიღწევა შეიძლება იყოს მხოლოდ შემდეგი ეტაპი შრომისა და ცხოვრების გზის:

ვიკიციტატები (ინგლისური)
„Then it comes to be that the soothing light at the end of your tunnel Was just a freight train coming your way.“
ვიკიციტატა (ქართული)
„შემდგომში ცხადი ხდება, რომ დამამშვიდებელი ნათელი შენი გვირაბის ბოლოს ყოფილა მხოლოდ მომავალი სატვირთო მატარებლის ფარები.“
(მეტალიკა, No Leaf Clover )

მეორე ვერსიის მიხედვით სიმღერა ეძღვნება ჯგუფის მეორე ბასისტის - კლიფ ბარტონის ხსოვნას. სათაური სიტყვათა გადათამაშებაა და მიღებულია სიტყვებისგან No Cliff Lover, რაც ითარგმნება როგორც „აღარ არის საყვარელი კლიფი“.

არსებობს აზრი, რომ იგი ჯარისკაცზეა, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იღუპება. ეს თეორია ძირითადად დაფუძნებულია ტექსტში სიტყვების sir და boy გამოყენებაზე, ასევე დანარჩენ კონტექსტიდან მინიშნებებზე.[6][7]

ნებისმიერ შემთხვევაში, სიმღერაში აღწერილია იღბალის ცვლილება კარგიდან ცუდისკენ.[4][5][6][7]

სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა უეინ იშემი, გადაღებულია 1999 წლის აპრილში, ბერკლის საზოგადოებრივი თეატრში, კალიფორნია. მისი პრემიერა გაიმართა იმავე წლის 8 ნოემბერს.[8] მასში ასახულია ჯგუფის კონცერტი სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, მცირე ეფექტებითა და სახეცვლილებებით. კადრებში ხშირად ჩანს ორკესტრის დირიჟორი მაილ კემენიც.

საკონცერტო შესრულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა წარმოადგენს მეტალიკის ერთადერთ სინგლს, ჩაიწერილს საკონცერტო შესრულების დროს. შესაბამისად, მისი პირველი საკონცერტო შესრულებაც ამ კონცერტზე შედგა. სან-ფრანცისკოს კონცერტის შემდეგ ჯგუფმა სიმღერაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა ორკესტრის გარეშე დასაკვრელად.[4] პირველად მსგავსი ვერსია შესრულდა 1999 წლის 28 დეკემბერს მინიტურნეს დროს მაიამიში, ფლორიდა.

ესაა ჯგუფის მეოთხე სიმღერა, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები. იგი იყოფებოდა პირველ ადგილზე შვიდი კვირის განმავლობაში გადაბმულად.

ჩარტი უმაღლესი
პოზიცია[9][10][11]
ხანგრძლივობა
ჩარტში(კვირებში)
შვეიცარიის სინგლების ჩარტი 99 1
ნიდერლანდების სინგლების ჩარტი 41 6
შვედეთის სინგლების ჩარტი 50 5
ნორვეგიის სინგლების ჩარტი 9 4
ავსტრალიის სინგლების ჩარტი 41 3
აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეული 74 10
ბილბოდის ალტერნატიული სიმღერები 18 20
ბილბოდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები 1 7

ავსტრალიური ვერსია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. No Leaf Clover (ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი) - 5:43
  2. One (ჰეტფილდი, ულრიხი) - 7:53
  3. Enter Sandman (კირკ ჰემეტი, ჰეტფილდი, ულრიხი) - 7:39
  • No Leaf Clover (ვიდეო ვერსია) (ჰეტფილდი, ულრიხი)
  • დოკუმენტური ფილმი S&M-ზე

ყველა ტრეკი S&M ალბომიდანაა

გაერთიანებული სამეფოს ვერსია #1

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. No Leaf Clover (ჰეტფილდი, ულრიხი) - 5:43
    • No Leaf Clover (Slice & Dice ვიდეო)
    • დოკუმენტური ფილმი S&M-ზე, ნაწილი 1

გაერთიანებული სამეფოს ვერსია #2

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. No Leaf Clover (ჰეტფილდი, ულრიხი) - 5:43
    • ფოტო გალერეა
    • დოკუმენტური ფილმი S&M-ზე, ნაწილი 2

გაერთიანებული სამეფოს ვერსია #3

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. No Leaf Clover (ჰეტფილდი, ულრიხი) - 5:43
    • Metallica Screensaver
    • დოკუმენტური ფილმი S&M-ზე, ნაწილი 3
  1. სინგლის No Leaf Clover ავსტრალიური გამოცემა. Discogs.com. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
  2. სინგლი No Leaf Clover. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-10. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
  3. სინგლის No Leaf Clover ევროპული გამოცემა. Discogs.com. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 No Leaf Clover. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
  5. 5.0 5.1 No Leaf Clover. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-08. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
  6. 6.0 6.1 6.2 No Leaf Clover. Lyricinterpretations.com. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
  7. 7.0 7.1 No Leaf Clover. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
  8. მეტალიკის მუსიკალური ვიდეოები -> No Leaf Clover. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2011-06-25.
  9. No Leaf Clover ჩარტებში. Swisscharts.com. ციტირების თარიღი: 2011-06-26.
  10. No Leaf Clover ჩარტებში. Australian-Charts.com. ციტირების თარიღი: 2011-06-26.
  11. No Leaf Clover ბილბორდის ჩარტებში. Billboard.com. ციტირების თარიღი: 2011-06-26.