ალკოჰოლიზმი
ალკოჰოლიზმი მისი გავრცელებული და ისტორიული გამოყენებით, ნიშნავს ნებისმიერ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვარდება. განურჩევლად ჯანმრთელობის პრობლემებისა და ნეგატიური სოციალური შედეგებისა. უფრო ზუსტად კი აკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. მისი ფართოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მწვავე სოციალურ პრობლემედაც იქცა.
ალკოჰოლის ზემოქმედება აისახება ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება განაპირობებს კუნთების მოდუნებას, მცირეოდენ გაბრუებას და ერთგვარ დამშვიდებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. იგი განსაკუთრებით ნევროზული ან ფსიქოპათიური ხასიათის პიროვნებას გვრიას სიამოვნების შეგრძნებას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ადამიანები იქცევიან ხოლმე შემდეგში ე.წ. ქრონიკულ ალკოჰოლისტებად. ასეთ პიროვნებებს ახასიათებს აბსტინენციური სინდრომი, ფსიქიკის და შინაგან ორგანოთა მუშაობის აშლილობით და მძიმე შეგრძნებებით. მათ დასათრგუნად იგი იძულებულია მიიღოს სასმელის ახალი დოზა. ალკოჰოლიზმის განკურნების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მედიკამენტები, ჯგუფური თერაპიები და სხვა...
ნივთიერებების ავადმოხმარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენების თემა არ განეკუთვნება ფსიქიატრიული ან მით უმეტეს სამედიცინო დარგის რომელიმე ვიწრო სფეროს. ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება შეიძლება მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ნებისმიერი ასპექტის მქონე ფსიქიატრიულ პრაქტიკაში. იგი რელევანტურია, მაგალითად თერაპიულ განყოფილებაში მწვავე აბნევის მქონე პაციენტის გამოკვლევისას; გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სუიციდის მცდელობით შემოსულ პაციენტთან; ხანდაზმულ პაციენტებთან, რომლებსაც საკუთარი თავის მოვლა უჭირთ; პრობლემურ მოზარდებთან ან ბავშვებთან, რომლებიც აქროლად ნივთიერებებს შეისუნთქავენ.
ფიზიკური დარღვევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ, შეიძლება, სხვადასხვა სახის ფიზიკური დარღვევა გამოიწვიოს: 1. ალკოჰოლს გარკვეული ტიპის ქსოვილებზე, განსაკუთრებით, ღვიძლსა და თავის ტვინზე, უშუალო ტოქსიკური მოქმედება ახასიათებს; 2. ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებას ხშირად თან სდევს ცუდი კვება, რაც იწვევს ცილებისა და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას; 3. იზრდება უბედური შემთხვევების, განსაკუთრებით, ქალა-ტვინის ტრავმის მიღების რისკი; 4. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას თან სდევს დაუდევრობა და აქედან გამომდინარე, გაზრდილია მოწ- ყვლადობა ინფექციების მიმართ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cannon, Eoin F. (2013). The Saloon and the Mission: Addiction, Conversion, and the Politics of Redemption in American Culture. Amherst, MA: University of Massachusetts Press.
- Galanter, Marc (2005). Alcohol Problems in Adolescents and Young Adults: Epidemiology, Neurobiology, Prevention, Treatment. New York, NY: Kluwer Academic/Plenum. ISBN 0-306-48625-3. OCLC 133155628 56653179 57724687 71290784.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალკოჰოლიზმი და წამალმოხმარება დაარქივებული 2015-09-25 საიტზე Wayback Machine.