შინაარსზე გადასვლა

ქვემო ვაშლოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვემო ვაშლოვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხულოს მუნიციპალიტეტი
თემი ვაშლოვანი
კოორდინატები 41°38′04″ ჩ. გ. 42°18′02″ ა. გ. / 41.63444° ჩ. გ. 42.30056° ა. გ. / 41.63444; 42.30056
მოსახლეობა 1044[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვემო ვაშლოვანი — საქართველო
ქვემო ვაშლოვანი
ქვემო ვაშლოვანი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქვემო ვაშლოვანი
ქვემო ვაშლოვანი — ხულოს მუნიციპალიტეტი
ქვემო ვაშლოვანი

ქვემო ვაშლოვანი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში.[2]

მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1300 მ-ზე, ხულოდან 6 კმ-ში. სოფელს 1948 წლამდე ეწოდებოდა ქვედა ალმე, შემდეგ — ოქტომბერი,[3] პოსტსაბჭოთა პერიოდში — ქვემო ვაშლოვანი.

ქვემო ვაშლოვანში, ადგილ „ნახუცარში“ ნაპოვნია აჭარის ტერიტორიაზე ცნობილი ერთადერთი ქვის სარკოფაგი (X-XIV საუკუნეებს შორის), რომელიც 1938 წელს გიორგი ჩიტაიას ინიციატივით ბათუმში, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გადაიტანეს.[4] იქვე აღმოჩენილია XIII-XV საუკუნეების ნაეკლესიარის ნაშთი, დარბაზული ეკლესიის ასაგებად მოწყობილი ცოკოლი, დარღვეული სამარხები, კერამიკის ნატეხები, ცუდად დაცული ვერცხლის მონეტები.[5]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1044 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]1205596609
2014[1] 1044509535