ყანლისმთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყანლისმთა
კოორდინატები: 41°26′38″ ჩ. გ. 42°31′25″ ა. გ. / 41.44389° ჩ. გ. 42.52361° ა. გ. / 41.44389; 42.52361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
სიმაღლე 2987 
ქედი არსიანის ქედი
ასაკი ზედაპლიოცენური
ყანლისმთა — საქართველო
ყანლისმთა
ყანლისმთა — თურქეთი
ყანლისმთა

ყანლისმთა — მთა საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედზე, მდინარეების ჩირუხისწყლის (აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი), ფოცხოვისწყლისა და ყვირალას (ჭოროხის აუზი) სათავეებში. სიმაღლე 2987 მ (3007 მ[1]). აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-ბაზალტებითა და დაციტებით. შემორჩენილია გამყინვარების კვალი. ბევრგან არის ქვაყრილები. ყანლისმთა შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]