შინაარსზე გადასვლა

ვერნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვერნები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხულოს მუნიციპალიტეტი
თემი ფუშრუკაული
კოორდინატები 41°33′31″ ჩ. გ. 42°26′00″ ა. გ. / 41.55861° ჩ. გ. 42.43333° ა. გ. / 41.55861; 42.43333
ცენტრის სიმაღლე 1100 მ
მოსახლეობა 253[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვერნები — საქართველო
ვერნები
ვერნები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ვერნები
ვერნები — ხულოს მუნიციპალიტეტი
ვერნები

ვერნები — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში (ფუშრუკაულის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს სხალთის ქედის (არსიანის ქედის დასავლეთი განშტოება) ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე სხალთის მარცხნენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მ-ზე, ხულოდან 37 კმ-ის დაშორებით.

ვერნები აჭარის ერთ-ერთი უძველესი სოფელია სხალთის ხეობაში. აქ გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, სოფელს წარსულში „ტბიყელი“ („ტბის ყელი") ერქვა; ის სოფლის ზემოთ, მთაში მდებარე ტბის წყალს წაულეკავს და იქაურობას „ვერნები“ (ე. ი. გავერანებული) შერქმევია.[2] სოფლის შუაში შემორჩენილია შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 253 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]415192223
2014[1] 253113140
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ↑ თანდილავა ზ., ლეგენდა სოფელ ვერნებზე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1978, №2. — გვ. 58-67.
  3. ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II