ალავესი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპორტივო ალავესი
სრული სახელი Deportivo Alavés, S.A.D.
მეტსახელი დიდებული (ესპ. El Glorioso),
(ბასკ. Babazorroak)
დაარსდა 1921; 103 წლის წინ (1921)
სტადიონი მენდისოროსა
ვიტორია, ბასკეთი
(ტევადობა: 19,840 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ანფონსო ფერნანდეს დე ტროკონიზი
მწვრთნელი არგენტინის დროშა მაურისიო პელიეგრინო
კაპიტანი ესპანეთის დროშა მანუ გარსია
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2018/19] მე-11 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი „დეპორტივო ალავესი“, ან უბრალდოდ „ალავესი“ (ესპ. და ბასკ. Deportivo Alavés, S.A.D.) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1921 წელს, ბასკეთის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ვიტორიაში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, რომელშიც აღზევდა 2016 წელს, სეგუნდა დივიზიონში დაიკავა 1-ლი ადგილი. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ მენდისოროსაზე. საშინაო ფორმაზე არის ლურჯი და თეთრი ზოლები.

კლუბის ყველაზე დიდი წარმატება იყო 2001 წელს, როდესაც ითამაშა უეფა-ს თასის ფინალში, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდა, 5-4 ოქროს გოლის წესით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1921 წელს. 8 წლის შემდეგ პირველად აღზევდა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, სადაც 3 წელი გაატარა. 1950-იან წლებში კიდევ ერთხელ აღზევდა პრიმერა დივიზიონში, ამჯერად ორი სეზონით.

მრავალწლიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ, 1990-იან წლებში, „ალავესმა“ საბოლოოდ შეძლო ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება, 1995-1998 წლებში, 3-ჯერ დაიკავა პირველი ადგილი სეგუნდა დევიზიონ ბ-ში, მესამე ცდაზე შეძლო დონით მეორე ჩემპიონატში აღზევება. 1997-98 წლების სეზონში, სეგუნდა დივიზიონში დაიკავა პირველი ადგილი და დაბრუნდა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 42 წლიანი განშორების შემდეგ.

1998-99 წლების პრიმერა დივიზიონის სეზონში დაქვეითებას 1 ქულით გადაურჩა. მომავალ სეზონში 2 მატჩი მოუგო „ბარსელონას“ და ჩემპიონატში მე-6 ადგილის დაკავების შემდეგ მოიპოვა უეფა-ს თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება.

მომავალ სეზონში პრიმერა დივიზიონში დაიკავა მე-10 ადგილი. 2000-01 წლების სეზონში ბასკურმა კლუბმა შეძლო უეფა-ს თასის ფინალში გასვლა, იტალიური „ინტერის“, თანამემამულე ესპანური „რაიო ვალიეკანოსა“ და გერმანული „კაიზერსლაუტერნის“ (გამანადგურებელი ანგარიშით, ჯამში 9-2) დამარცხებით. ფინალში „ალავესი“ „ლივერპულთან“, თამაშის დამატებით დროში გადასვლის შემდეგ, ავტოგოლით დამარცხდა, რომელიც „ოქროს გოლის“ წესით ჩაითვალა, ინგლისურმა კლუბმა 4-3 გაიმარჯვა. მატჩში 2-მა ფეხბურთელმა მიიღო წითელი ბარათი, ასევე გასული 9 გოლის გარდა კიდევ 2 გოლი გავიდა, მაგრამ არ ჩაითვალა. მრავალი გულშემატკივარის აზრით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი ტურნირის ისტორიაში.[1]

2001-02 წლების სეზონში კლუბმა პრიმერა დივიზიონში დაიკავა მე-7 ადგილა ზედიზედ მეორედ შეძლო უეფა-ს თასზე გასვლა. 2 წლის წინანდელი შედეგისგან განსხვავებით ამჯერად „ალავესმა“ ვერ შეძლო შორს გასვლა. პირველ ეტაპზე დაამარცხა თურქული „ანკარაგიუჯიუ“, ხოლო მეორე ეტაპზე ასევე თურქულ „ბეშიქთაშთან“ დამარცხდა, 2 მატჩის ჯამში 2-1.

2003 წლის 26 იანვარს, „რეალ ვალიადოლიდთან“ გამარჯვებუთ „ალავესმა“ მისი მე-100 გამარჯვება იზეიმა პრიმერა დივიზიონში. თუმცა, 2002-03 წლების სეზონში კლუბმა დაიკავა მე-19 ადგილი და დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში.

2 წლის შემდეგ, კლუბი კვლავ აღზევდა პრიმერა დივიზიონში. ამ დროისთვის „ალავესი“ უკრაინელ-ამერიკელმა ბიზნესმენმა, დიმიტრი პიტერმანმა შეიძინა. ასვე მრავალი დაპირისპირება მოხდა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის.[2] ასევე ფანებს შორისაც.[3] უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ერთსეზონიანი გამოდგა, 2005-06 წლების სეზონში კლუბმა შეიცვალა 3 მთავარი მწვრთნელი და დაიკავა მე-18 ადგილი ჩემპიონატში, 1 ქულა დააკლდა გადარჩენისგან. პიტერმანმა კლუბიდან 2007 წელს წავიდა, კლუბს დიდი რაოდენობით ვალები დაუტოვა. სეგუნდა დივიზიონიდან დაქვეითებასთან 3 სეზონიან ბრძოლაში (2006-07 და 2007-08 წლების სეზონში დაიკავა მე-17 ადგილი, ხოლო 2008-09 წლების სეზონში მე-19) „ალავესი“ საბოლოოდ დამარცხდა და 2008-09 წლების სეზონში დონით მესამე ჩემპიონატში დაქვეითდა.

„დეპორტივო“ ლა-კორუნია „დეპორტივო ალავესის“ წინააღმდეგ, 2013.

წარუმატებლობის პერიოდი „ალავესისთვის“ 4 წელს გაგრძელდა, სანამ კლუბი ხოსე ანტონიო კერეხეტამ არ შეიძინა,[4] რომელმაც ეკონომიკური პრობლემები მოაგვარა. შედეგად 2013 წელს „დეპორტივო ალავესი“ დაბრუნდა სეგუნდა დივიზიონში. 3 წლის შემდეგ, 2016 წლის 29 მაისს, სეგუნდა დივიზიონის ბოლო ტურში, დაამარცხა „ნუმანსია (2-0) და 1 ადგილით აღზევდა პრიმერა დივიზიონში.

2016 წლის 10 სექტემბერს, ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ „ალავესმა“ მოიგო პირველი პრიმერა დივიზიონის მატჩი „ბარსელონის“ წინააღმდეგ. 2017 წლის 7 თებერვალს, კლუბმა შეძლო ესპანეთის თასის ფინალში გასვლა, ნახევარფინალში დაამარცხა „სელტა“. ეს იყო პირველი შემთხვევა კლუბის ისტორიაში, როდესაც „ალავესმა“ შეძლო ეროვნული თასის ნახევარფინალში გასვლა, მანამდე საუკეთესო შედეგი იყო ნახევარფინალი, 1998 და 2004 წლების სეზონში. ფინალში მათი მეტოქე „ბარსელონა“ იყო, რომელმაც პრიმერა დივიზიონში განცდილი მარცხის გამო შური იძია და „დეპორტივო ალავესს“ თავისსავე მოედანზე 6-0 მოუგო.[5]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშინაო ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებული (4): 1929/30, 1953/54, 1997/98, 2015/16
გამარჯვებული (4): 1992/93, 1993/94, 1994/95, 2012/13
გამარჯვებული (6): 1940/41, 1960/61, 1964/65, 1967/68, 1973/74, 1989/90

ევროტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალისტი (1): 2000/01

ევროტურნირებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ტურნირი ეტაპი მოწინააღმდეგე მატჩი 1 მატჩი 2 ჯამში
2000-01 უეფა-ს თასი თურქეთის დროშა გაზიანთესფორი 0 : 0 4 : 3 4 : 3
ნორვეგიის დროშა ლილესტრემი 3 : 1 2 : 2 5 : 3
ნორვეგიის დროშა რუსენბორგი 1 : 1 3 : 1 4 : 2
იტალიის დროშა ინტერი მილანი 3 : 3 2 : 0 5 : 3
1/4 ესპანეთის დროშა რაიო ვალიეკანო 3 : 0 1 : 2 4 : 2
1/2 გერმანიის დროშა კაიზერსლაუტერნი 5 : 1 4 : 1 9 : 2
ფინალი ინგლისის დროშა ლივერპული 4 : 5 (დ.დ.)
2002-03 უეფა-ს თასი თურქეთის დროშა ანკარაგიუჯიუ 2 : 1 3 : 0 5 : 1
თურქეთის დროშა ბეშიქთაში 1 : 1 0 : 1 1 : 2
  • საშნაო მატჩები აღნიშნულია მუქი შრიფტით

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ფერნანდო პაჩეკო
2 მცველი ბრაზილია ბრაზილია როდრიგო ელი
3 მცველი ესპანეთი ესპანეთი რაულ გარსია კარნერო
4 მცველი ესპანეთი ესპანეთი ალექსის რუანო
5 მცველი ესპანეთი ესპანეთი ვიქტორ ლაგუარდია
6 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი მარკოს ლიორენტე
7 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი რუბენ სობრინო
8 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ვიქტორ კამარასა
9 თავდამსხმელი ვენესუელა ვენესუელა კრისტიან სანტოსი
10 ნახევარმცველი პარაგვაი პარაგვაი ოსკარ რომერო
11 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი იბაი გომესი
12 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი სერხიო ლიამასი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ადრიან ორტოლა
15 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ტეო ერნანდესი
16 ნახევარმცველი კოლუმბია კოლუმბია დანიელ ტორესი
17 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ედგარ მენდესი
18 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი გაისკა ტოკერო
19 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი მანუ გარსია (კაპიტანი)
20 თავდამსხმელი ბრაზილია ბრაზილია დეივერსონი
21 მცველი ესპანეთი ესპანეთი კიკო ფემენია
22 მცველი ესპანეთი ესპანეთი კარლოს ვიგარაი
23 ნახევარმცველი სერბეთი სერბეთი ნენად კრსტიტიჩი
24 მცველი მაროკო მაროკო ზუჰაირ ფედალი
25 ნახევარმცველი სერბეთი სერბეთი ალექსანდარ კატაი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The greatest matches of all time; The Daily Telegraph, 4 ივლისი, 2007
  2. Carreras denuncia el "trato vejatorio" de Piterman (Carreras denounces "vexatious treatment" by Piterman); 20 Minutos, 16 თებერვალი, 2006 (ესპანური)
  3. Dimitri Piterman llama "subnormales" a los aficionados del Alavés (Dimitri Piterman calls Alavés' fans "morons"); 20 Minutos, 22 თებერვალი, 2006 (ესპანური)
  4. „Querejeta compra las acciones del Alavés que tenía la familia Ortiz de Zárate“ [Querejeta bought Alavés' shares that the Ortiz de Zárate family held] (Spanish). El Correo. 29 ივლისი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-27. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. Alavés 0-6 Barcelona, February 2017. BBC Sport. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2017.