კიკოლაანთ საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკლესიის ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან

კიკოლაანთ საყდარი — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიჩბისში, სოფლის განაპირას, სამხრეთით, მთსი ფერდობზე. თარიღდება X საუკუნით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვით. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით შეკუმშული ნახევარწრის ფორმის აფსიდია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ქვეშ, კედელთან მთლიანი ქვის სატრაპეზია მიდგმული. დარბაზის კამარა უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. ჩრდილოეთის სარკმელთან ნუსხური ქარაგმებიანი წარწერაა: „ქრისტე შეიწყალე გიორგი“. ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო. ეკლესიას შემოვლებული აქვს თაროსებრი ლავგარდანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]