მანგაავცაგი
მანგაავცაგი | |
---|---|
მანგაავცაგის თხემი (ცენტრში, ხედი სოფ. შინდისიდან) | |
კოორდინატები: 42°27′14″ ჩ. გ. 44°11′09″ ა. გ. / 42.453889° ჩ. გ. 44.185889° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3339 მ |
ქედი | გერმუხის ქედი |
ამგებელი ქანები | ფლიში |
სურათები ვიკისაწყობში |
მანგაავცაგი — მწვერვალი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავისა და ერედვის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და ბრიტათიდონის (დიდი ლიახვის აუზი) წყალგამყოფ გერმუხის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3339 მ. მანგაავცაგი აგებულია ზედაიურული ფლიშით. შემოსილია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 402.