შინაარსზე გადასვლა

პეკინის ზაფხულის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეკინის ზაფხულის სასახლე
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი Major Historical and Cultural Site Protected at the National Level[1] [2] და მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ჩინეთის დროშა ჩინეთი | ქვეყნის დროშა2 | name = ჩინეთის დროშა ჩინეთი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
რეგიონი აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 880
Map
https://www.summerpalace-china.com და https://www.summerpalace-china.com/English/
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 880
ინგლ.რუს.ფრ.

პეკინის ზაფხულის სასახლე (ჩინ. 頤和園) — სასახლე ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. მდებარეობს ე.წ. დღეგრძელობის ბორცვზე, კუნმინხუს ტბის პირას და სამი მხრიდან სწორედ ამ ტბითაა შემოფარგლული. სასახლის კომპლექსი მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ სასახლეს, ბაღსა და სხვა კლასიკურ არქიტექტურულ სტილში ნაგებ სტრუქტურას.

სასახლის მშენებლობა 1750 წელს ბაღის შექმნით დაიწყო, რომლის გაშენებაც იმპერატორმა ციენლუნმა ბრძანა. ეს ასევე გულისხმობდა კუნმინხუს ტბის ხელოვნურად შექმნასაც. სასახლის კომპლექსმა გადაიტანა ორი მნიშვნელოვანი თავდასხმა, ერთი ინგლისურ-ფრანგული შენაერთების მხრიდან 1860 წელს და მეორე ე.წ. მოკრივეთა აჯანყების დროს 1900 წელს. იგი ორივეჯერ გადარჩა და შეკეთებულ იქნა 1886 და 1902 წლებში. გარკვეულ დროს, სასახლე წარმოადგენდა ქალი იმპერატორის, ცისის საზაფხულო რეზიდენციას, რომელმაც მის რეკონსტრუქციასა და გაფართოებაში 30 მლნ თეილი ვერცხლი დახარჯა.

1998 წელს, იუნესკომ ზაფხულის სასახლე მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://dtdj.cchicc.org.cn/#/stateprotect
  2. 中华人民共和国国务院 国务院关于公布第一批全国重点文物保护单位名单的通知 — 1961.