შინაარსზე გადასვლა

სანციანშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანციანშანის ეროვნული პარკი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ჩინეთის დროშა ჩინეთი | ქვეყნის დროშა2 | name = ჩინეთის დროშა ჩინეთი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii
რეგიონი აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1292
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1292
ინგლ.რუს.ფრ.

სანციანშანი (ჩინ. 三清山) — მთის მასივი და ეროვნული პარკი ჩინეთში, ძიანსის პროვინციაში, ქალაქ ნანჩანიდან 215 კმ-ით აღმოსავლეთით. 2008 წელს შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ამ ტერიტორიისთვის დამახასიათებელია უღრანი ტყეები და მათ შუაგულში მდებარე გრანიტის კლდეთა ჯგუფები.

ეროვნული პარკი მოიცავს 22 950 ჰა-ს და მდებარეობს ჰუაიუს მთათა სისტემის დასავლეთით. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს 48 მწვერვალი და 89 გრანიტის სვეტი, რომლებიც ძალიან ჰგვანან ადამიანთა თუ ცხოველთა სილუეტებს. უმაღლესი მწვერვალია სანციანშანი, 1 817 მ ზღვის დონიდან. პარკი დაფარულია ზომიერი სარტყელის ტყეებით, მაგრამ გარს სუპტროპიკული მცენარეულობა აკრავს. გავრცელებულია 1000 სახეობის მცენარე და 800 სახეობის ცხოველი.

მთებში მდებარეობს დაოსიზმის ტაძარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: