ცინშენშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცინშენშანი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 30°06′00″ ჩ. გ. 103°36′19″ ა. გ. / 30.10000° ჩ. გ. 103.60528° ა. გ. / 30.10000; 103.60528
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1001
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1001
ინგლ.რუს.ფრ.

ცინშენშანი (ჩინ. 青城山) — მთა ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ დუძიანუანში. მთა შედგება 36 მწვერვალისაგან. წარმოადგენს დაოსიზმის უმნიშვნელოვანეს ცენტრს ჩინეთში. დაოსისტური მითოლოგიის თანახმად, ამ ადგილას სწავლობდა ყვითელი იმპერატორი (ხუან-დი). აქ მდებარეობს აღნიშნული რელიგიის მრავალი ტაძარი. XX საუკუნის დასაწყისში, ამ მონასტრებში 500-მდე ბერი ცხოვრობდა. 60-იან წლებში კომუნისტებმა ტაძრები დახურეს, მაგრამ მრავალი ბერი კვლავ განაგრძობდა მრავალსაუკუნოვანი დაოსისტური ტრადიციების შესრულებას.

1980-იან წლებში, ჩინეთის იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, მონასტრები ოფიციალურად გახსნა, ხოლო 2000 წელს, იუნესკომ ისინი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]