შინაარსზე გადასვლა

ხან-თენგრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხან-თენგრი
ხან-თენგრი
ხან-თენგრი
კოორდინატები: 42°12′39″ ჩ. გ. 80°10′30″ ა. გ. / 42.21083° ჩ. გ. 80.17500° ა. გ. / 42.21083; 80.17500
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე 7010 
ქედი ტიან-შანი
პირველი ასვლა 1931
ხან-თენგრი — ყირგიზეთი
ხან-თენგრი
ხან-თენგრი — ყაზახეთი
ხან-თენგრი

ხან-თენგრი (ყაზახ. Хан Тәңірі, ყირგ. Кан-Теңир, ჩინ.: 汗腾格里峰) — წვეტიანი პირამიდისებური პიკი ცენტრალურ ტიან-შანში, თენგრითაღის ქედზე, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვარზე. გაწოლილია ისიქ-ქოლის ტბის აღმოსავლეთით. მისი გეოლოგიური სიმაღლე 6995 მ-ია, თუმცა მყინვარულ სიზრქესთან ერთად მწვერვალის სიმაღლე 7010 მ-ს აღწევს. აგებულია მარმარილოთი და გამარმარილოებული კირქვებით. ხან-თენგრისა და გამარჯვების პიკის რაიონშია ტიან-შანის ყველაზე მძლავრი გამყინვარება. ხან-თენგრი უძველესი დროიდანაა ცნობილი. მის შესახებ ცნობებს გვაწდიან ძველი მოგზაურები. პირველად დაიპყრეს მიხეილ პოგრებეცკიმ, ბორის ტიურინმა და ფრანც-იოზეფ ზაუბერერმა 1931 წელს. 2002 წელს ყირგიზეთმა გამოუშვა 100 სომიანი ბანკნოტი, რომლის უკანა მხარეზე გამოსახულია ხან-თენგრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]