ჩრდილოეთი ინილჩექი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩრდილოეთი ინილჩექი
კოორდინატები: 42°13′24″ ჩ. გ. 80°02′55″ ა. გ. / 42.22333° ჩ. გ. 80.04861° ა. გ. / 42.22333; 80.04861
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ქედი ტიან-შანი
ფართობი 181,2 კმ²
სიგრძე 38,2 კმ
ჩრდილოეთი ინილჩექი — ყირგიზეთი
ჩრდილოეთი ინილჩექი

ჩრდილოეთი ინილჩექი (ყირგ. Түндүк Эңилчек) — ხეობის ტიპის დატოტვილი მყინვარი ცენტრალურ აზიაში, ტიან-შანში, ყირგიზეთში. მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი და ტიან-შანის ერთ-ერთი უმსხვილესი მყინვარია. სიგრძე 38,2 კმ, ფართობი 181,2 კმ². ფირნის ხაზი გადის 4750 მ სიმაღლეზე.[1]

მდებარეობს მდინარე ინილჩექის სათავეებში. წარსულში ერთვოდა მყინვარ სამხრეთ ინილჩექს. დღეისათვის ამ ორ მყინვარს შორის კავშირი დამყარებულია მკვდარი ყინულის მასივით, რომელიც საფუძვლად უდევს მერცბახერის ტბის ფსკერს.[2]

მყინვარის ენის ბოლო მდებარეობს ზღვის დონიდან 3400 მ სიმაღლეზე. ფირნის ხაზი გადის 7000 მ სიმაღლეზე. მყინვარის ბოლოსა და სამხრეთი ინილჩექის ქვედა ნაწილს შორის მდებარეობს მერცბახერის ტბა და ზემო ტბა. 1996 წელს ჩრდილოეთი ინილჩექის მოძრაობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა ზემო ტბა.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]