შინაარსზე გადასვლა

ტულოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტულოუ
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა და Major Historical and Cultural Site Protected at the National Level[1] [2] [3] [4] [5]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ჩინეთის დროშა ჩინეთი | ქვეყნის დროშა2 | name = ჩინეთის დროშა ჩინეთი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
რეგიონი აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1113
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1113
ინგლ.რუს.ფრ.

ტულოუ (ჩინ. 福建土楼) — უჩვეულო არქიტექტურის, ციხესიმაგრის ტიპის საცხოვრებელი ნაგებობების კომპლექსი ჩინეთის ფუძიანისა და გუანდუნის პროვინციებში.[6] მათი უმრავლესობა XII-XX საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა.[7]

ნაგებობები წრიული ან მართკუთხა ფორმისაა და 3-5 სართულისაგან შედგება, განკუთვნილია 80 ოჯახის საცხოვრებლად. პირველი შენობები ჰაკას ეთნიკური ჯგუფის მიერ აშენდა, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთ ჩინეთიდან გადმოსახლდნენ. ადგილობრივები მათ არამეგობრულად შეხვდნენ და ამით აიხსნება მათ მიერ ამგვარი დახურული შენობების აგება.

მრგვალი შენობების დიამეტრი 50 - 90 მეტრია, გარე კედლების სისქე 1-2 მეტრია. ზედა ნაწილში, გასდევს ვიწრო ჭრილები. მინიმალურია ჭიშკრების რაოდენობა. ზოგიერთი მათგანი გრანიტითაა ნაგები, ხოლო უმრავლესობა თიხის, ქვიშისა და კირის ნარევით. შენობების საერთო რიცხვი 46-ია.

1987 წელს, იუნესკომ ნაგებობები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც „უნიკალური მაგალითი განსხვავებული არქიტექტურისა და თავდაცვის მიზნით ადამიანთა საერთო, ჰარმონიული თანაცხოვრებისა".

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. http://dtdj.cchicc.org.cn/#/stateprotect
  2. 中华人民共和国国务院 国务院关于公布第四批全国重点文物保护单位的通知 — 1996.
  3. https://www.gov.cn/gongbao/content/2001/content_60955.htm — 2001.
  4. 国家文物局全国文物地理信息平台
  5. 中华人民共和国国务院 http://www.gov.cn/zhengce/content/2008-03/28/content_5910.htm — 2006.
  6. Joseph Needham, Science and civilisation in China V4 pt3. p133-134, 1971 Cambridge University Press
  7. Fujian Tulou. UNESCO World Heritage Centre