შანდუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შანდუ*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზიაოკეანეთი
კოორდინატები 42°21′28″ ჩ. გ. 116°11′06″ ა. გ. / 42.35778° ჩ. გ. 116.18500° ა. გ. / 42.35778; 116.18500
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2012  (36-ე სესია)
ნომერი 1389
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1389
რუს.ინგლ.ფრ.

შანდუ — ისტორიული ქალაქი ჩინეთში. XII საუკუნეში წარმოადგენადა იუანის სახელმწიფოს დამაარსებლის, ყუბილაი ყაენის საზაფხულო დედაქალაქს. შანდუს არქეოლოგიური ადგილები მდებარეობს პეკინიდან ჩრდილოეთით 275 კმ-ში.

ქალაქი დაარსდა 1256 წელს კაიპინის სახელწოდებით თუმცა მალევე უწოდეს შანდუ. 1275 წელს ქალაქს სტუმრობდა მარკო პოლო. 1358 წელს ქალაქი დაიპყრეს წითელჩალმიანებმა. დამპყრობლებმა გადაწვეს საიმპერატორო სასახლე. 1368 წელს იუანის უკანასკნელი იმპერატორი ტოგონ-თემური გაიქცა პეკინიდან და დაიკავა შანდუ. 1369 წელს შეტევაზე გადავიდა მინის დინასტია და დაიკავა ქალაქი. მინის დინასტიის მმართველობის პერიოდში ქალაქმა დაკარგა დედაქალაქის სტატუსი და უწოდეს კაიპინი.

2012 წელს იუნესკომ შანდუს ისტორიული ადგილები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შანდუ&oldid=2499341“-დან