ჩინეთის დიდი კედელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩინეთის დიდი კედელი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Great Wall of China July 2006.JPG
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 40°25′00″ ჩ. გ. 116°05′00″ ა. გ. / 40.41667° ჩ. გ. 116.08333° ა. გ. / 40.41667; 116.08333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 438
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
რუკაზე გამოსახული კედლის მშენებლობის ისტორია
მდებარეობა რუკაზე.
GreatWall 2004 Summer 4.jpg
GreatWall 2004 Summer 1.jpg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 438
რუს.ინგლ.ფრ.

ჩინეთის დიდი კედელი (ჩინ. დამწ. 長城, упр. 长城, პინ-ინი: Chángchéng, სიტყვასიტყვით: «გრძელი კედელი» ან ჩინ. დამწ. 萬里長城, იეროგლ. 万里长城, პინ-ინი: Wànlǐ Chángchéng, სიტყვასიტყვით: «გრძელი კედელი 10 000 ლის») — ჩინური სამხედრო ნაგებობა, უდიდესი არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს ჩრდილოეთ ჩინეთში და მიუყვება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 8851,9 კმ-ის სიგრძეზე. გარკვეულ მანძილზე კედელი უახლოვდება პეკინს. სხვა მონაცემებით, კედლის სიგრძე თავიდან ბოლომდე ყოფილა 21 196 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი კედლის პირველი უბნების მშენებლობა დაიწყო ძვ.წ. III ს. იმპერატორ ცინ შიხუანდის მიერ მეომარ სამეფოთა პერიოდში ჩრდილოეთიდან მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან თავდასაცავად. მშენებლობა მიმდინარეობდა საუკუნეთა მანძილზე თითქმის მე-17 საუკუნემდე. მშენებლობაში მონაწილეობდა მაშინდელი ჩინეთის მოსახლეობის მეხუთედი ე.ი. დაახლოებით 2 მილიონმდე ადამიანი. კედელს მკაფიოდ უნდა დაეფიქსირებინა ჩინური ცივილიზაციის საზღვრები. იგი უნდა დახმარებოდა ახლადდაპყრობილი სამეფოების ერთიან იმპერიად კონსოლიდაციის პროცესს.

პირველი პერიოდის მშენებლობა გაგრძელდა 10 წელიწადი და მრავალრიცხოვან პრობლემას დაეჯახა. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა: არ იყო გზები, არ იყო საკმარისი რაოდენობით წყალი არც სამუშაოს დროულად საწარმოებლად და არც სასმელად მუშებისათვის. არ იყო საკმარისი საკვები.

მუშათა რიცხვი ერთდროულად 300 ათასს აღწევდა, ხოლო საერთო მონაცემებით ცინების პერიოდში მათმა რაოდენობამ 2 მილიონამდე მიაღწია.

მშენებლობისათვის იყენებდნენ მონებს, ჯარისკაცებს, გლეხებს. ეპიდემიებისა და მძიმე სამუშაო პირობებისაგან ათასობით ადამიანი იღუპებოდა. კედლის მშენებლობისათვის მოსახლეობის მობილიზაცია იწვევდა სახალხო აჯანყებებს, რაც ცინის დინასტიის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

თავად გარემო იყო მეტისმეტად რთული ასეთი გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობისათვის. კედელი მიუყვებოდა პირდაპირ მთიან ქედებს. ამასთან, მას უნდა დაეძლია როგორც სიმაღლეები, ასევე, ფრიად მნიშვნელოვანი და ღრმა ხეობები. თუმცა სწორედ ამან განაპირობა ნაგებობის თავისებური უნიკალურობა - უჩვეულოდ ბუნებრივად არის შერწყმული ლანდშაფტში და მასთან ერთად წარმოადგენს ერთ მთლიანობას.

კედლის დიდი ნაწილი აშენდა პრიმიტიული მასალებით, ძირითადად, დატკეპნილი მიწით. ფენებად ურევდნენ მასში ადგილობრივ მასალებს - თიხას, კენჭებს და სხვ. ასეთი მასალის დიდი ნაწილის მოპოვება ადგილზე შეიძლებოდა. ზოგჯერ იყენებდნე აგურს, მაგრამ არა გამომწვარს, არამედ, მზეზე გამომშრალს.

აშკარაა, სწორედ სამშენებლო მასალებიდან გამომდინარე უწოდეს კედელს ჩინური ხალხური სახელწოდება — „მიწის დარკონი“. ცინების პერიოდშივე ზოგიერთ უბანზე დაიწყეს ქვის ფილების გამოყენება. ისისნი განთავსებული იყო კომპაქტურად დატკეპნილი მიწის ფენებში. ქვის კონსტრუქციების ფართო გამოყენება ხდებოდა კედლის აღმოსავლეთის ნაწილზე, სადაც ბუნებრივი პირობები ამის სესაძლებლობას უფრო მეტად იძლეოდა.

ზომები და ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კედილის ზომები სხვადასხვა ადგილას განსხვავებულია. საუალო ზომები დაახლოებით ასეთია: სიმაღლე 7,5 მ, სიმაღლე ქონგურებით - 9მ, სიგანე თხემზე — 5,5 მ, ძირითადი სიგანე — 6,5 მ. კედლის გარენაწილზე განლაგებულ ქონგურებს გააჩნიათ მარტივი სწორკუთხოვანი ფორმა. კედლების ნაწილი წარმოადგენს კოშკებს. ზოგიერთი კოშკი, რომელიც ჯერ კიდევ კედლების აგებამდეა აშენებული კედლებში ჩაეშენა. ასეთი კოშკები ხშირად იმაზე ვიწროა, ვიდრე თავად კედელი და მათი განლაგების ადგილები შემთხვევითია. კედელთან ერთად აგებული კოშკები კი ერთმანეთის მიყოლებით 200 მ. მანძილითაა დაშორებული (ეს იყო ისრის სასროლი მანძილი). არის რამდენიმე სახეობის არქიტექტურულად განსხვავებული კოშკი. ყველაზე მეტად გავრცელებულია სწორკუთხოვან გეგმაში ორსართულიანი ტიპის კოშკები. ასეთ კოშკებს გააჩნდათ ზედა მოედანი, საიდანაც კარგად ჩანდა დაახლოებით 10 კმ. მანძილიდან ცეცხლის სასიგნალო კოშკები, რომელიც წარმოადგენდა სათვალთვალო კოშკებს და მტრის გამოჩენის შემთხვევაში ერთმანეტს გადასცემდნენ სიგნალებს.

დინასტიების დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანის დინასტიის მმართველობის დროს ძვ.წ. 206 — ახ.წ. 220 კედელი გაფართოვდა დასავლეთით დუნხუანამდე. აიგო, აგრეთვე, სადარაჯო კოშკები, რომლებიც უდაბნოს სიღრმემდე გადიოდა. მათი დანიშნულება იყო სავაჭრო ქარავნების დაცვა მომთაბარეთა თავდასხმებისაგან. არქეოლოგთა გადმოცემით, ხანის დინასტიამ აღადგინა და ააგო დაახლოებით 10 000 კმ. კედელი - ორჯერ უფრო დიდი კედელი, ვიდრე თავად ცინის დინასტიამ. ხოლო კიდევ უფრო გვიან ცზინის დინასტია მშენებლობას შეუდგა XII ს. ერთდროულად 750 000 ადამიანის მობილიზებით ამ საქმისათვის. ჩვენამდე შემონახული ჩინეთის დიდი კედლის უბნები აგებულია ძირითადად მინის დინასტიის დროს (1368—1644). ამ პერიოდისათვის უკვე ძირითად სამშენებლო მასალას წარმოადგენდა აგური და ქვის ბლოკები, რომლებმაც კონსტრუქცია უფრო საიმედო გახადა. მინის დინასტიის მმართველობის დროს კედელი გადაიჭიმა აღმოსავლეთიდან დასავლეთით შანხაივანის რეგიონიდან ყვითელ ზღვის ბოხაის ყურეზე იუმენგუანამდე (თანამედროვე პროვინცია განსუ) და სინცზიანამდე (უიგურის ავტონომიური რაიონი).

დამოკიდებულება დიდი კედლის მიმართ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუდმივმა მშენებლობებმა და დანგრეული კედლის აღდგენის ცდამ სახელმწიფო და ხალხი მთლიანად გამოფიტა. თუმცა მისი, როგორც თავდაცვითი ნაგებობის ღირებულებაც ეჭვს იწვევს. მტრები, სურვილის შემთხვევაში ადვილად პოულობდნენ კედლის სუსტ, გაუმაგრებელ ადგილებს ან უბრალოდ მცველებს ქრთამავდნენ, ზოგჯერ თავდასხმების დროს მცველები არ ტეხდნენ განგაშს და ჩუმად ატარებდნენ მტერს ქვეყნის სიღრმეში.

ჩინელი სწავლულებისთვის კედელი გახდა მინის დინასტიის სამხედრო სისუატის, მომდევნო ბარბაროსების წინაშე კაპიტულაციის სიმბოლო. მაგ: XVII საუკუნის პოეტი და ისტორიკოსი ვან სიტუნი წერდა, რომ ცინის ხალხი აგებდა დიდ კედელს ბარბაროსტაგან თავდასაცავად. დიდი კედელი იზრდებოდა სიმაღლეში, ხოლო იმპერია ეშვებოდა ქვევით. ადამიანები დღემდე იცინიან მასზე...

თანამედროვე ჩინურ კულტურაში კედელმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა. მიუხედავად მისი სამხედრო წარუმატებლობებისა ის გადაიქცა სიმტკიცის ხალხის შემოქმედებითი ძალის სიმბოლოდ. რესტავრირებული კედლის შესასვლელთან დატანილია მაო ძედუნის ფრაზა: ”თუ არ გინახავს ჩინეთის დიდი კედელი, შენ არ ყოფილხარ ნამდვილი ჩინელი”

დიდი კედლის დანგრევა და რესტავრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი კედელი. 1907 წლის ფოტოგრაფია
კედლის არარეკონსტრუირებული უბნები

მიუხედავად ჩინელთა მრავალწლიანი მცდელობისა, კედელი სისტემატიურად ინგრეოდა და ეცემოდა. ცინის დინასტიამ, რომელიც მანჯურიული წარმოშობის იყო (1644—1911), მხედართმთავარ უ სანგუის გულ-გრილობით და ღალატით გამოარღვია ჩინეთის დიდი კედელი და შემოიჭრა სამხრეთ ნაწილში.

ცინების მმართველობის სამი საუკუნის განმავლობაში კედელი დროის ზემოქმედებით თითქმის ჩამოინგრა. მხოლოდ მისი მცირე ნაწილი - ბადალინი იყო ერთგვარად მოწესრიგებული, რომელიც მდებარეობდა პეკინის სიახლოვეს. ის დედაქალაქის ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენდა. 1899 წელს ამერიკულ გაზეთებში გავრცელდა ჭორი, რომ კედელი იქნება საერთოდ დანგრეული და მის ადგილას გზატკეცილი აშენდებოდა.

1984 წელს სტრტი აიღო დენ სიაოპინის პროგრამამ, ჩინეთის დიდი კედლის აღდგენის შესახებ, რომელიც დაფინანსდება ჩინური სახელმწიფო ფინანსებით, აგრეთვე, უცხოური კომპანიებისა და კერძო პირების შემოწირულობებით. 1980-ანი წლების მიწურულს პეკინში ჩატარადა ხელოვნების მსხვილი აუქციონი, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა ერთდროულად პარიზში, ლონდონში და ნიუ-იორკში.

მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, ტურისტული ადგილებისაგან შორსმყოფი კედლები ამჟამადაც დანგრეულ მდგომარეობაშია, ერთი უბანი ინგრევა როგორც სამსენებლო მასალა, მეორე გზატკეცილის, სარკინიგზო ხაზის და სხვა ხელოვნური ობიექტების ასაშენებლად. ზოგიერთი უბნები დაზიანებულია ვანდალთა წარწერებისაგან.

ცნობილია, რომ განსუს პროვინცია მინცზინში, 70-კმ-იან უბანზე ქვეყანა ექვემდებარება აქტიურ ეროზიას. ამის მიზეზია 1950-ანი წლებიდან ჩინეთის სოფლის მეურნეობაში დაწყებული ინტენსიური მეთოდების გამოყენება, რომელმაც გამოიწვია მიწისქვეშა წყლების გაქრობა რეგიონში მძლავრი ქვიშის ქარიშხლების ცენტრი გახდა. 40 კმ-ზე მეტი კედელი უკვე გაქრა და მხოლოდ 10 კმ სიგრძის კედელია შემორჩენილი. ზოგიერთ უბანზე კედლის სიმაღლე მხოლოდ 2-5 მ-ის დარჩენილი.

2007 წელს ჩინეთ-მონღოლეთის საზღვარზე აღმოაჩინეს კედლის მნიშვნელოვანი უბანი, რომელიც მიაკუთვნეს ხანის დინასტიის მმართველობის პერიოდს. 2012 წელს ჰებეის პროვინციაში მდებარე 36 კმ-ზე გადაჭიმული კედელი ჩამოინგრა კოკისპირული წვიმების შედეგად. ნგრევისას არავინ დაშავებულა. ეს მოხდა 6 აგვისტოს, ხოლო ოფიციალურმა წყაროებმა გამოაცხადეს მხოლოდ 10 რიცხვში.

ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის დიდი კედლის ხილვადობა მთვარიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოსახულება თანამგზავრიდან

ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ცნობა დიდი კედლის მთვარიდან ხილვადობის შესახებ მითი, არის 1754 წელს ინგლისელი ანტიკვარიატის უილიამ სტიუკლის წერილში. სტიუკლი წერს: ამ უზარმაზარ კედელს - სიგრძით ოთხმოც მილს (საუბარია ადრიანეს კედელზე) აღემატება მხოლოდ მხოლოდ ჩინეთის კედელი, რომელიც გლობუსზე იმხელა ადგილს იკავებს, რომ მთვარიდანაც ჩანს. ამის შესახებ იხსენებს ჰენრი ნორმანიც -ინგლისელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. 1895 წელს ის გვატყობინებს, რომ გარდა ასაკისა, ეს კედელი არის ადამიანის ერთაერთი ქმნილება, რომელიც ჩანს მთვარიდან. მე-19 საუკუნის ბოლოს მუსირებდა თემა მარსიანული არხების შესახებ, რომელმაც, შესაძლოა, მიგვიყვანა იმ წარმოდგენამდე, რომ გრძელი და მსხვილი ობიექტები ჩანს შორეული კოსმოსიდან. ჩინეთის დიდი კედლის კოსმოსიდან ხილვადობის ამბავმა გაიჟღერა, აგრეთვე, 1932 წელს პოპულარულ ამერიკულ კომიქსებში - „Ripley's Believe It or Not!“ და ამერიკელი მოგზაურის რიჩარდ ჰოლიბორტონის წიგნში 1938 წელს «სასწაულების მეორე წიგნი» (Second Book of Marvels).

მითი დღემდე არსებობს. კედლის სიგანის მაქსიმალური ზომაა 9,1 მ. და ის ისეთივე ფერისაა, როგორც დედამიწა, რომელზედაც არის განლაგებული. შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შეუძლებელია მთვარიდან, რომელიც დედამიწიდან დაშორებულია დაახლოებით 384 393 კმ.-ით. თუ მას მთვარიდან დავინახავთ, ის იქნება ისეთი სიგანის, როგორც ადამიანის თმის ღერი. იმისათვის, რომ დავინახოთ კედელი შეუიარაღებელი თვალით უახლესი სამეცნიერო გათვლებით, ჩვენ გვჭირდება 17 000-ჯერ უფრო უკეთესი მხედველობა, ვიდრე ჩვეულებრივი. საკვირველია, რომ არცერთი ასტრონავტი, რომელიც მთვარეზეა ნამყოფი, არ გვაძლევს ინფორმაციას დიდი კედლის ნახვის შესახებ.

ჩინეთის დიდი კედლის ხილვადობა დედამიწის ორბიტიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფრო საკამათოა - რამდენად ჩანს დიდი კედელი დედამიწის ორბიტიდან. ეს არის დაახლოებით 160 კმ. დედამიწიდან. ნასას მტკიცებით, კედელი ძლივს ჩანს და ისიც მხოლოდ იდეალურ თანამგზავრულ პირობებში. ის ჩანს, არა უკეთესად ვიდრე სხვა ხელოვნური ნაგებობები. ზოგიერთი ავტორი ამტკიცებს, რომ ადამიანის თვალის განსაზღვრული ოპტიკური შესაძლებლობის და ბადურაზე ფოტორეცეპტორების დაშორების გამო, კედლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით უფრო დაბალი ორბიტიდანაც კი შეუძლებელია, ამისათვის საჭიროა 7,7-ჯერ უფრო მკვეთრი მხედველობა, ვიდრე ჩვეულებრივი.

ასტრონავტმა უილიამ პოუგმა თავდაპირველად იფიქრა, რომ ბორტ სკაილებიდან დაინახა კედელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩინეთის დიდი არხი პეკინის სიახლოვეს. კედლის დანახვა მან მხოლოდ ბინოკლის დახმარებით შეძლო და აღნიშნა, რომ ბინოკლის გარეშე კედელი შეუმჩნეველი იყო. ამერიკელი ასტრონავტი და სენატორი ედვინ გარნი ამტკიცებდა, რომ მან დაინახა ორბიტიდან კედელი შეუიარაღებელი თვალით 1985 წელს სპეის შატლის ბორტიდან, მაგრამ მისი სიტყვები რამდენიმე ასტონავტმა დააყენა ეჭვსქვეშ. იუჟინ სერნანმა ასევე განაცხადა, რომ დედამიწის ორბიტის დაახლოებით 160-320 კმ-ებს შორის მანძილზე ჩინეთის დიდი კედელი ნამდვილად ჩანს შეუიარაღებელი თვალით. ედვარდ ლუმ, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის წევრმა დაუმატა, რომ ის ჩანს ნაკლებად, ვიდრე სხვა ხელოვნური ნაგებობანი და თქვენ უნდა კარგად იცოდეთ, სად იყუროთ.

2001 წელს ნილ არმსტრონგმა განაცხადა მისი ყოფნის დროს აპოლო 11-ზე: - მე არ მჯერა, ყოველ შემთხვევაში რაც ჩემი თვალით ვნახე იქიდან, რომ არ არსებობს რაიმე ხელოვნური ობიექტი, რომელიც შეიძლება დამენახა. და მე არ ვიცნობ არავის, ვინც მეტყოდა, რომ ნახა ჩინეთის დიდი კედელი დედამიწის ორბიტიდან... მე ვკითხე უამრავ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც არაერთხელ გადაუფრენიათ ჩინეთის თავზე ადრე, და არავის არ უნახავს იგი.

2003 წლის ოქტომბერში ჩინელმა ასტრონავტმა იან ლი ვეიმ განაცხადა რომ მას არ უნახავს ჩინეთის დიდი კედელი. საპასუხოდ, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გამოსცა პრეს-რელიზი, რომ ჩანდა კედელი შეუიარაღებელი თვალით. ამ საკითხის ახსნის მცდელობისას ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გამოსცა ჩინეთის დიდი კედლის რამდენიმე ფოტო, რომელიც გადაღებული იყო კოსმოსიდან. მოკლედ, ერთი კვირის თავზე მან ბოდიში მოიხადა შეცდომისათვის (კედლის ნაცვლად ფოტოზე ერთ-ერთი მდინარე იყო გამოსახული).

ლეროი ჩიანომ, ამერიკელ-ჩინელმა ასტრონავტმა, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაუღო ფოტო დიდ კედელს. ის იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ ჩიანო თავად ეჭვობდა - გადაიღო თუ არა კედელი. ამრიგად, მიუხედვად ფოტოგრაფიული შესაძლებლობებისა, დღემდე სადავოა საკითხი, ჩანს თუ არა კოსმოსიდან ჩინეთის დიდი კედელი.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩინელები ქვის ბლოკების შესაწებებლად იყენებდნენ წებოვანი ბრინჯის ფაფის და კალციუმის ჰიდროქსიდის ნარევს.
  • ყოველწლიურად ჩინეთში იმართება პოპულარული მსუბუქი ათლეტიკური მარათონი ”დიდი კედელი”, რომელშიც სპორტსმენები დისტანციის გარკვეულ მონაკვეთს პირდაპირ დიდი კედლის ძირში დარბიან.
  • ჩინეთის დიდი კედელი ჩანს სატელიტურ ფოტოებზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აზრი - თითქოს მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია.
  • შანხაიგუანში არის ადგილი, სადაც ჩინეთის დიდი კედელი პირდაპირ ზღვას ეხება. მისი პოვნა რუკაზე შეიძლება კოორდინატებით 39°57'59.6"N 119°47'43.7"E.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Грицак Е. Н. Пекин и Великая Китайская стена. — М.: Вече, 2005. — 272 с. — (Памятники всемирного наследия). — 5000 экз. — ISBN 5-9533-0778-0. (в пер.)
  • Ловелл Дж. Великая Китайская стена = Julia Lovell. The Great Wall / Джулия Ловелл; Пер. с англ. А. Юрьева. — М.: АСТ; АСТ Москва, 2008. — 448, [12] с. — (Историческая библиотека). — 2000 экз. — ISBN 978-5-17-054851-4, ISBN 978-5-9713-9132-6. (в пер.)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: