ალაის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალაის ქედი
ალაის ქედი
ალაის ქედი
კოორდინატები: 39°40′ ჩ. გ. 72°00′ ა. გ. / 39.667° ჩ. გ. 72.000° ა. გ. / 39.667; 72.000
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
უმაღლესი წერტილი თანდიყოლის პიკი
სიმაღლე 5539 
სიგრძე 580 კმ
ალაის ქედი — ყირგიზეთი
ალაის ქედი

ალაის ქედი — ქედი პამირ-ალაის მთათა სისტემაში, ყირგიზეთსა და ნაწილობრივ ტაჯიკეთში. სიმაღლე 5539 მ-მდე (თანდიყოლის პიკი). დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 580 კმ-ზე. სამხრეთით შემოსაზღვრავს ფერღანის ველს. დამახასიათებელია მაღალმთიანი ალპური რელიეფი. აგებულია ქვიშა-თიხოვანი ქანებითა და კრისტალური ფიქლებით. ჩრდილოეთი კალთები დამრეცია და შეიცავს რიგ გასწვრივ ხეობას. სამხრეთი კალთები ციცაბოდ ეშვება ალაის ხეობისკენ. თხემურ ზოლში, განსაკუთრებით დასავლეთ ნაწილში ჭარბობს თოვლი და მყინვარები. გამყინვარების საერთო ფართობია 568 კმ². მთისწინეთში ნახევარუდაბნოს მცენარეულობაა; ფერდობებზე 2000-3000 მ-მდე მშრალი სტეპები და მდელო-სტეპის მცენარეულობაა, უფრო მაღლა ალპური მდელოებია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]