ხანჯოუს დასავლეთის ტბის კულტურული ლანდშაფტი
ხანჯოუს დასავლეთის ტბის კულტურული ლანდშაფტი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | შერეული |
კრიტერიუმები | (ii)(iii)(vi) |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2011 (35-ე სესია) |
ნომერი | 1334 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1334 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ხანჯოუს დასავლეთის ტბის კულტურული ლანდშაფტი — არეალი ჩინეთში, რომელიც მოიცავს დასავლეთის ტბის შემოგარენს მისი სამი მხრიდან. ეს პეიზაჟი ჯერ კიდევ IX საუკუნიდან შთაგონების წყარო ოყო მრავალი პოეტის, მეცნიერისა თუ მხატვრისთვის. მოიცავს მრავალ ტაძარს, პაგოდას, პავილიონს, ბაღსა და ორნამენტულ ხეს, ისევე როგორც ქვაფენილებსა და ხელოვნურ კუნძულებს.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, მდინარე იანძის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხანჯოუს ლანდშაფტის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. დასავლეთის ტბა მრავალი საუკუნის განმავლობაში ახდენდა გავლენას ბაღების დაგეგმარებაზე დანარჩენ ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში. ამავე დროს წარმოადგენს ლანდშაფტის გადაკეთების გზით ადამიანისა და ბუნების ნამოქმედარის იდეალური შერწყმის კულტურული ტრადიციის განსაკუთრებულ მტკიცებულებას.
2011 წლის 24 ივნისს, ტერიტორია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ჩინეთში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აზიასა და ოკეანეთში
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძეგლის აღწერა იუნესკოს საიტზე
- ხანჯოუს ოფიციალური საიტი
- Hangzhou West Lake photo gallery დაარქივებული 2011-02-04 საიტზე Wayback Machine.
- Hangzhou West Lake Scenic Area დაარქივებული 2011-08-21 საიტზე Wayback Machine.