უტაიშანი
| უტაიშანის მთა | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა[1] |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iii, iv, vi |
| რეგიონი | აზია-ოკეანეთი |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
| ნომერი | 1279 |
![]() | |
| http://www.wutaishan.cn | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1279 ინგლ. • რუს. • ფრ. |
უტაიშანი (ჩინ.: 五台山) — წმინდა მთა ჩინეთში, შანსის პროვინციაში. ჩინური ბუდიზმის ოთხი წმინდა მთიდან ერთ-ერთი. მთაზე განლაგებულია 53 უმნიშვნელოვანესი მონასტერი. სიმაღლე 3061 მ.
ოთხი წმინდა მთიდან თითოეული, მიჩნეულია ოთხი დიდი ბოდჰისატვას საცხოვრებელ ადგილად. უტაიშანი მიიჩნევა სიბრძნის ბოდჰისატვა მანჯუშრის საცხოვრებლად. ამ მთას მტკიცე ურთიერთობები აქვს ასევე ტიბეტურ ბუდიზმთან.
უტაიშანი პირველია ოთხი წმინდა მთიდან, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა და ხშირად იწოდება, როგორც „პირველი ოთხ დიდ მთას შორის". მისი იდენტიფიკაცია მოახდინა ავატამასკა სუტრამ, რომელმაც მრავალი ბოდჰისატვას საცხოვრებელი აღწერა. ის წერს, რომ მანჯუშრი ცხოვრობს „ნათელ, ცივ მთაზე" ჩრდილო-დასავლეთით. სწორედ ამ ჩანაწერების შედეგად მოხდა თითოეული მთის იდენტიფიკაცია.
მთაზე წარმოდგენილი არქიტექტურა ძირითადად ხისგანაა ნაგები. უმთავრესი ორი მონასტერი ახ. წ. 782–857 წლებში აშენდა და მხოლოდ 1937–1938 წლებში იქნა აღმოჩენილი.
2000 წელს, იუნესკომ უტაიშანის მთა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- China’s sacred Buddhist Mount Wutai inscribed on UNESCO’s World Heritage List. UNESCO World Heritage Centre
- უტაიშანის ტურისტული გზამკვლევი
