შინაარსზე გადასვლა

უდანშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უდანშანის მთების ძველ შენობათა ანსამბლი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ჩინეთის დროშა ჩინეთი | ქვეყნის დროშა2 | name = ჩინეთის დროშა ჩინეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, vi
რეგიონი აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 705
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 705
705 ინგლ.705 რუს.705 ფრ.

უდანშანი (ჩინ. 武當山) — მთათა სისტემა ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ქალაქ შიიანის სამხრეთით.

ეს ტერიტორია მიიჩნევა დაოსისტური სამხედრო ხელოვნების ერთ-ერთ აკვნად, რომელიც აქ XVIII საუკუნის დასაწყისში განვითარდა. მთებში მრავალი დაოსისტური მონასტერი მდებარეობს, რომლებსაც უამრავი მნახველი სტუმრობს. ეს წარმოადგენს მედიტაციის შესწავლისა და შესრულების ცენტრებს, ასევე ტრადიციული ჩინური მედიცინისა და დაოსისტური ხელოვნების განვითარების უმნიშვნელოვანეს ცენტრს.

მონასტრების უმრავლესობა იუანისა და ცინის დინასტიების ეპოქაში აშენდა. 1956 წელს აქ აღმოჩენილ იქნა ბრინჯაოს მრავალი ქანდაკება. 1964 - 1978 წლებში ჩინეთში მიმდინარე კულტურული რევოლუციის დროს, მონასტრები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ბოლო წლებში კვლავ საკმაოდ პოპულარული გახდა ჩინელ და უცხოელ ტურისტებში, რომლებსაც აქ ისტორიული ღირებულებები და შესანიშნავი ლანდშაფტი იზიდავს.

კულტურული რევოლუციისას დაოსიზმის ბევრმა ლიდერმა ტაივანს შეაფარა თავი, რომლებმაც აქ დაბრუნება მხოლოდ 2005 წელს შეძლეს.

1994 წელს, იუნესკომ მონასტრები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა სახლით „უდანშანის მთების ძველ შენობათა ანსამბლი".

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: