სასხორის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოშკის ხედი სამხრეთიდან

სასხორის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხეობაში, სოფ. ნიჩბისისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს.

კოშკი ოთხსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი მეორე სართულზეა, სამხრეთ-დასავლეთით, კიბეები კედელშია დატანილი. პირველსა და მეორე სართულებს ხის გადახურვა ჰქონია, მესამე სართული აგურის კამარითაა გადახურული. სათოფურები ყველა სართულზეა, სარკმლები — მხოლოდ მესამე სართულზე. მეორე სართულზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში ნიშებია, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთისაში — საპირფარეშო. მესამე სართულზე, ჩრდილო-დასავლეთით, აივანზეგასასვლელი კარია (ამჟამად ჩანგრეულია), ჩრდილო-აღმოსავლეთით ბუხარი. გარედან საბრძოლო ხვრელობები გადახურულია ქვის ზღუდარებით. მხოლოდ მესამე სართულის ორ სარკმელს აქვს აგურის თაღი. დღესდღეობით კოშკი დაზიანებულია.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]