სან-ლორენსო დე ალმაგრო (საფეხბურთო კლუბი)
![]() | ||||
სრული სახელი |
Club Atlético San Lorenzo de Almagro კლუბ ატლეტიკო სან-ლორენსო დე ალმაგრო | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Los Santos (წმინდანები) Los Cuervos (ყვავები) | |||
დაარსდა | 1 აპრილი, 1908 | |||
სტადიონი |
ესტადიო პედრო ბიდეგაინი „ელ ნუევო გასომეტრო“ [1] ბუენოს-აირესი, არგენტინა (ტევადობა: 47 964 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი |
![]() | |||
მწვრთნელი |
![]() | |||
ლიგა | არგენტინის პრიმერა დივიზიონი | |||
2022 | მე-6 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|

სან-ლორენსო დე ალმაგრო ან უბრალოდ სან-ლორენსო (ესპ. Club Atlético San Lorenzo de Almagro) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბუენოს-აირესიდან. ჩამოყალიბდა 1908 წლის პირველ აპრილს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ძლიერ და პოპულარულ გუნდად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. „ბოკა ხუნიორსთან“,[2] „ინდეპენდიენტესთან“,[3][4] „რივერ პლეიტთან“[5] და „რასინგ კლუბთან“[6] ერთად შედის არგენტინული საფეხბურთო კლუბების დიდ ხუთეულში. არგენტინის თხუთმეტგზის ჩემპიონი და თექვსმეტგზის ვიცე-ჩემპიონი, მერკოსურის თასის (2001),[7] სამხრეთ ამერიკის თასის (2002),[8] ლიბერტადორესის თასისა (2014) და არგენტინის სუპერთასის (2015) მფლობელი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„სან-ლორენსო დე ალმაგროს“ ისტორია სათავეს 1908 წლის პირველი აპრილიდან იღებს. კლუბის სახელწოდება ერთი მხრივ წმ. ლავრენტის (ესპ. San Lorenzo Mártir)[9] სახელს, ხოლო მეორე მხრივ კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურის ლორენსო მასას (ესპ. Lorenzo Massa) სახელს უკავშირდება.[10] კლუბმა თამაში ბუენოს-აირესის რაიონ ალმაგროში (ესპ. Almagro) დაიწყო, რამაც ასევე ჰპოვა ასახვა კლუბის სახელწოდებაში. არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარების დაწყებიდან (1931) „სან-ლორენსო დე ალმაგრო“ დღემდე არგენტინის საფეხბურთო კლუბების საუკეთესო ხუთეულში შედის — „რივერ პლეიტთან“, „ბოკა ხუნიორსთან“, „რასინგ კლუბთან“ და „ინდეპენდიენტესთან“ ერთად.
1920-იან წლებში, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო პარალელურად ორი საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება: ერთი — არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (A.A.F.), ხოლო მეორე — არგენტინის სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (A.Am.F.) ეგიდით.[11] „სან-ლორენსო დე ალმაგრო“ ამ უკანასკნელის მიერ ორგანიზებული პირველობის ფარგლებში მონაწილეობს, რა დროსაც სამჯერ (1923, 1924, 1927) ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო ორჯერ (1925, 1926) ვიცე-ჩემპიონი ხდება. რაც შეეხება არგენტინის პროფესიონალურ საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებას — კლუბი მას პირველად 1933 წელს აღწევს.
1939–1943 წლებში მის შემადგენლობაში ცნობილი ბასკი თავდამსხმელი ისიდრო ლანგარა (ესპ. Isidro Lángara) გამოდიოდა.[12]
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩემპიონი (15): 1923,[13] 1924,[14] 1927,[15] 1933, 1936,[16] 1946, 1959, 1968, 1972, 1972, 1974, 1995,[17] 2001, [18] 2007,[19] 2013[20]
- ვიცე-ჩემპიონი (16): 1925,[21] 1926,[22] 1931, 1936,[23] 1936,[24] 1941, 1942, 1957, 1961, 1971, 1983, 1987/88, 1994,[25] 2003,[26] 2015, 2016
- თასის მფლობელი: 1923
- თასის მფლობელი: 1927
- თასის მფლობელი: 1943
- თასის მფლობელი: 2002
- თასის მფლობელი: 2001
- თასის მფლობელი: 2014
- ფინალისტი: 2014
- არგენტინის სუპერთასი
- თასის მფლობელი: 2015
ცნობილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალფრედო კარიკაბერი (1919–1930)
ლუის მონტი (1922–1930)
დიეგო გარსია (1925–1940)
კლოტარდო დენდი (1931)
ვალდემარ დე ბრიტო (1935–1937, 1939–1941)
ისიდრო ლანგარა (1939–1943)
ხოსე სანფილიპო (1953–1962, 1972)
ექტორ სკოტა (1971–1976)
ხორხე ოლგინი (1971–1979)
რიკარდო ლა ვოლპე (1975–1979)
ოსკარ ალბერტო ორტისი (1971–1976)
ხოსე ლუის ჩილავერტი (1984–1988)
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ El Nuevo Gasómetro — Estadio Pedro Bidegain. sanlorenzo.com.ar. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2020.
- ↑ „Club Atlético Boca Juniors (Sitio web oficial)“. bocajuniors.com.ar. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „VEl Clásico de Avellaneda, por Ricardo Ismael Gorosito“. javierbravo-linesman.blogspot.com. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Archetti, Eduardo P. (2005). „El deporte en Argentina (1914–1983)“ (PDF). unse.edu.ar. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020. ციტატა: „en la revista Trabajo y sociedad, Nº 7, vol. VI, junio-septiembre de 2005, Santiago del Estero, Argentina, ISSN 1514–6871, pag. 6.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „Club Atlético River Plate (Sitio web oficial)“. cariverplate.com.ar. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Palmares Spanish. Racing Club. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
- ↑ Copa Mercosur
- ↑ Copa Sudamericana
- ↑ ლათ. Laurentius, martyr et archidiaconus Romae, passus est die 10 Augusti 258.
- ↑ Lorenzo Bartolomé Massa (November 11, 1882 – October 31, 1949) was an Argentine Catholic priest, mostly notable for being one of the main founders of Club San Lorenzo de Almagro and scout group Don Bosco's Argentinian Explorers.
- ↑ Asociación Amateurs de Football
- ↑ El debut de Isidro Lángara. River Lujo y Pueblo. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2020.
- ↑ (AAmF)
- ↑ (AAmF)
- ↑ (AAmF)
- ↑ Copa de Honor
- ↑ კლაუსურა
- ↑ კლაუსურა
- ↑ კლაუსურა
- ↑ ინისიალი
- ↑ (AAmF)
- ↑ (AAmF)
- ↑ Copa Campeonato
- ↑ Copa de Oro
- ↑ აპერტურა
- ↑ აპერტურა
- ↑ El Campeonato de la República, también denominado Copa General de División Pedro Pablo Ramírez o Copa Pedro Pablo Ramírez, fue un torneo de fútbol oficial, organizado por la AFA entre 1943 y 1945.