მკვდარი ზღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მკვდარი ზღვა
ებრ. ים המלח
არაბ. البَحْر المَيّت‎‎
მკვდარი ზღვა
მკვდარი ზღვა
კოორდინატები: 31°29′27″ ჩ. გ. 35°28′47″ ა. გ. / 31.49083° ჩ. გ. 35.47972° ა. გ. / 31.49083; 35.47972
მდებარეობა ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე
სიმაღლე ზღვის დონიდან -423 
სიგრძე 67 კმ
სიგანე 18 კმ
ფართობი 810 კმ²
მოცულობა 78,2 ათასი კმ³
მაქსიმალური სიღრმე 377 
საშუალო სიღრმე 118 
მარილიანობა 260-300 
ჩამდინარე მდინარეები იორდანე
მკვდარი ზღვა (ისრაელი)
Blue pog.svg
მკვდარი ზღვა (იორდანია)
Blue pog.svg
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

მკვდარი ზღვა (ებრ. ים המלח, იამ ჰა-მელახ - „მარილის ტბა“; არაბ. البَحْر المَيّت‎‎, ’ალ-ბაჰრ ალ მაჰიით - „მკვდარი ზღვა“) — გაუდინარი მლაშე ტბა, რომელიც მდებარეობს ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე. ფართობი 810 კმ², სიგრძე 67 კმ, სიგანე 18 კმ. უკავია გჰორის ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დაბალი ნაწილი. მკვდარი ზღვა წარმოადგენს ხმელეთის ყველაზე ღრმა დეპრესიას დედამიწაზე, რომლის წყლის დონე ზღვის დონიდან — 423 მ-ზე მდებარეობს.[1] მაღალია მარილის შემცველობა (33.7%).

აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირები ციცაბო და კლდოვანია, ჩრდილოეთით და სამხრეთით ეკვრის სააპირო ვაკე. უმთავრესად საზრდოობს მდინარე იორდანეს წყლით. ჰავა ცხელია, მშრალი. ნალექები 50-100 მმ წელიწადში. აორთქლება ინტენსიურია.

მაღალი მარილიანობის გამო ტბა მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს.

ბიბლიის მიხედვით, მკვდარი ზღვის ტერიტორიაზე არსებობდა რამდენიმე ქალაქი, რომელთაგანაც საყოველთაოდაა ცნობილი სოდომი და გომორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Long-Term Changes in the Dead Sea. Israel Marine Data Center (ISRAMAR).