მუსლიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მუსლიმანები)
მუსლიმანთა ნამაზი

მუსლიმი, მუსლიმანი, მაჰმადიანი (არაბ. مسلم - მორჩილი, ერთგული, თავდადებული) — პიროვნება, რომელიც თავის რელიგიად აღიარებს ისლამს. ისლამის მიმდევრებს (მუსლიმებს) სწამთ ერთადერთი ღმერთის - ალაჰის, აგრეთვე სწამთ, ალაჰის მიერ გაჩენილი ანგელოზების, შუამავლების, რომელთა საშუალებით ალაჰმა კაცობრიობას თავისი მოძღვრება გადასცა, განკითხვის დღის, უფლის სამსჯავროს წინაშე წარსდგომისა და იმქვეყნიური ცხოვრების. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანის ბედ იღბალის სრული განმკარგავი ალაჰია.

მუსლიმანებს სწამთ შუამავლების – ადამის, ნოესი, აბრაამის, ისმაელის, ისააკის, იაკობის, იოსების, იობის, მოსესი, აარონის, დავითის, სოლომონის, ელიასი, იოანე ნათლისმცემელისა, ისა–იესოსა და მათი მიჩნევით ალაჰის უკანასკნელი შუამავლის, მუჰამედის, რომელსაც მუსლიმანთა მოსაზრებით, მთავარანგელოზ ჯებრაილის (გაბრიელის) საშუალებით, ალაჰმა თავისი მოძღვრება გადასცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]