შინაარსზე გადასვლა

ისააკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისააკი
დაიბადა არაუადრეს ძვ. წ. 2066 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1851
გარდაიცვალა არაუადრეს ძვ. წ. 1970 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1544
ქანაანი
დასაფლავებულია პატრიარქების მღვიმე
ხსენების დღე 25 მარტი
მოღვაწეობა herder
ენა Canaanite
ეროვნება Hebrews
მეუღლე რებეკა
შვილ(ებ)ი იაკობი[1] და ესავი[2]

ისააკი, ბიბლიური პერსონაჟი, აბრაამისა და სარას ძე. ებრაელთა ერთ-ერთი მითიური მამამთავარი. იაჰვეს ბრძანებით, აბრაამს ისააკი უნდა შეეწირა მსხვერპლად, მაგრამ მსხვერპლშეწირვის დროს ღმერთმა ისააკის ნაცვლად მას სამსხვერპლო ვერძი მიუვლინა (დაბადება, თ. 22). ისააკის თქმულება განეკუთვნება ბიბლიური პატრიარქების ლეგენდათა ციკლს. თავდაპირველად ისააკი სავარაუდოდ ისრაელთა ერთ-ერთი ტომის „წინაპარ-ღმერთად“ ითვლებოდა. პირმშო ძის მსხვერპლად შეწირვა გამოძახილია პირველყოფილი რელიგიის კულტებისათვის დამახასიათებელი წესისა. მსხვერპლშეწირვის სცენა აისახა ხელოვნებაშიც (დონატელოს რელიეფი, რემბრანდტის სურათი და სხვა).

  • შანიძე მ., ქსე, ტ. 5, გვ. 226, თბ., 1984