სალიჰა სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალიჰა სებქათი სულთანი
მშობლიური სახელი Saliha Sebcati Sultan
დაბადების სახელი ალექსანდრა
დაბადების თარიღი 1680
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1739
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) მუსტაფა II
შვილ(ებ)ი მაჰმუდ I

სალიჰა სებქათი სულთანი ( დ. 1680 — გ. 1739) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, მუსტაფა II-ის ხარჭა. სულთან მაჰმუდ I-ის დედა. ჰასეკი სულთანი, მოგვიანებით კი ვალიდე სულთანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალიჰა სულთანი დაიბადა სტამბოლში[1][2], თუმცა ის ბერძნული წარმოშობის იყო. 1696 წლის 2 აგვისტოს შეეძინა ოსმალეთის იმპერიის მომავალი სულთანი, შეჰზადე მაჰმუდი. 1730 წელს მაჰმუდი ოსმალეთის 24-ე სულთანი გახდა, ხოლო სალიჰამ კი ვალიდე სულთნის ტიტული დაიკავა. შვილის ოცდაოთხწლიანი მმართველობიდან მოხლოდ 8 წელი იცოცხლა. სალიჰა სებქათი სულთანი გარდაიცვალა 1739 წელს. დაკრძალულია თურჰან სულთნის სასაფლაოზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azapkapı Sebkati Valide Sultan Çeşmesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-04. ციტირების თარიღი: 2014-07-30.
  2. Padişah anneleri დაარქივებული 2012-01-12 საიტზე Wayback Machine. | Ibrahim Pazan

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]