ჰალიმე სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰალიმე სულთანი
حلیمه سلطان
ვალიდე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 22 ნოემბერი, 1617
მმართ. დასასრული: 26 თებერვალი, 1618
წინამორბედი: ჰანდან სულთანი
მემკვიდრე: მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი
ვალიდე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 19 მაისი, 1622
მმართ. დასასრული: 10 სექტემბერი, 1623
წინამორბედი: მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი
მემკვიდრე: ქიოსემ სულთანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1571
დაბ. ადგილი: აფხაზეთი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1623
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: მეჰმედ III
შვილები: შეჰზადე მაჰმუდი
მუსტაფა I
დილრუბა სულთანი
რელიგია: ისლამი

ჰალიმე სულთანი (დ. 1570 — გ. 1623) — ოსმალეთის სულთნის, მეჰმედ III-ის ხარჭა, სულთან მუსტაფა I-ის დედა და ვალიდე სულთანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰალიმე სულთანი დაიბადა 1570 წელს აფხაზეთში. მასსა და მეჰმედ III-ს შორის ქორწინების თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ამ პერიოდში ის მართავდა სარუჰანის, იგივე მანისის სანჯაყს. 1588 წელს შეეძინა ვაჟი მაჰმუდი. 1595 წელს, მურად III-ის გარდაცვალების შემდგომ, მეუღლესთან ერთად დაბრუნდა სტამბოლში. აქ, მისი შვილი მაჰმუდი, იანიჩრებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

1603 წლისთვის დედაქალაქში გავრცელდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ მაჰმუდი მამის ტახტიდან ჩამოგდებას და მის მოკვლას აპირებდა. იმპერიის ვეზირები ორად იყოფოდნენ — ზოგი მათგანი მაჰმუდს უჭერდა მხარს, ხოლო ზოგი — შეჰზადე აჰმედს. აგრეთვე, არსებობდა ვერსია, რომ თუ სულთან მეჰმედის მკვლელობის მცდელობა უშედეგოდ დასრულდებოდა, მაჰმუდს მალულად გაიყვანდნენ დედაქალაქიდან, სადაც უფრო გაუიოლდებოდა ჯარის შეკრება და ტახტისთვის ბრძოლა. ამ ყველაფერმა მეჰმედ III-ის ყურამდე მიაღწია. სულთანმა დაიჯერა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მაჰმუდის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. სავარაუდოდ, მისი გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ვალიდე სულთანმა, საფიემ მოახდინა, რომელსაც არ სურდა მაჰმუდის ტახტზე ასვლა.

მაჰმუდი 1603 წლის 7 ივნისს, ღამით, საკუთარ ოთახში ჯალათებმა დაახრჩეს, ხოლო მისი მხარდამჭერები ზღვაში გადაყარეს.

1603 წლის 22 დეკემბერს თავად მეჰმედ III-ც გარდაიცვალა. ტახტზე ჰანდან სულთნის ვაჟი აჰმედი ავიდა.

1617 წელს აჰმედი გარდაიცვალა. ტახტი მისმა ძმამ, მუსტაფამ დაიკავა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამაში დიდი როლი ითამაშა ქარა დავუდ-ფაშამ, რომელიც მათი სიძე იყო. მუსტაფას ქვეყანა არც უმართავს, მის მაგივრად გადაწყვეტილებებს ჰალიმე და დიდი ვეზირი დავუდ-ფაშა იღებდნენ.

1618 წელს ტახტზე აჰმედის ვაჟი, ოსმანი ადის და ჰალიმე, ქიოსემ სულთანთან ერთად ძველ სასახლეში მიემართება, სადაც ამ დროს ცხოვრობს საფიე სულთანი.

ოსმანის მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1622 წლის 19 მაისს იგი დავუდ ფაშამ ტახტიდან ჩამოაგდო და ჰალიმე მეორედ გახდა ვალიდე სულთანი. ტახტს მუსტაფა იკავებს.

არც ამ შემთხვევაში გაუმართლა ჰალიმეს. 1623 წლის 10 სექტემბერს მუსტაფა ტახტიდან ჩამოაგდეს და გამოკეტეს იედიყულეს ციხეში, სადაც გარდაიცვალა 1639 წლის 20 იანვარს.

ჰალიმეს გარდაცვალების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. გარდაიცვალა დაახლ. 1623 წელს, სტამბოლში ძველ სასახლეში. დაკრძალულია აია-სოფიაში, მუსტაფა I-ის მავზოლეუმში.

2015-2016 წლის ტელესერიალ „დიდებული საუკუნე: ქიოსემში“ ჰალიმე ვალიდე სულთანს განასახიერებს თურქი მსახიობი ასლიაჰან გურბუზი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]