ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმება (ინგლ. General Agreement on Tariffs and Trade, შემოკლებით „GATT“) — 1947 წელს დადებული საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკის აღდგენასა და აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 50 წლის განმავლობაში იგი ფაქტობრივად ასრულებდა საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნქციებს და უკვე 1995 წელს ჩამოყალიბდა, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

გენერალური შეთანხმების ძირითადი მიზანი მდგომარეობდა შემდეგში — საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული ბარიერების აღმოფხვრა, რაც მიიღწეოდა ტარიფების შემცირების, რაოდენობრივი შეზღუდვებისა (საიმპორტო კვოტა) და სუბსიდიების მეშვეობით. „GATT“ — წარმოადგენს ხელშეკრულებას და არა ორგანიზაციას. თავდაპირველად შეთანხმება მოიაზრებოდა, როგორც მომავალი სრულფასოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა მაგალითად, მსოფლიო ბანკი, თუმცა იგი არ იქნა რატიფიცირებული და დარჩა როგორც შეთანხმება. „GATT“-ის ფუნქციები გადაეცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას[1].

ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმების ისტორიას პირობითად ყოფენ 3 ნაწილად:

  • 1947 წლიდან — 1951 წლამდე (ტარიფების დარეგულირების შესახებ საკითხების მოწესრიგება);
  • 1959 წლიდან — 1979 წლამდე (ტარიფების დაწევა);
  • 1986 წლიდან — 1994 წლამდე (GATT-ის მოქმედების არეალში ინტელექტუალური საკუთრების მოქცევა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაარსება).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]