ლეიკემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეიკემია
კლასიფიცირება და გარე წყაროები
დარგი ონკოლოგია, ჰემატოლოგია
DiseasesDB 7431
ICD-10 C91.-C95.
ICD-9 208.9
ICD-O: 9800-9940
MedlinePlus 001299
eMedicine article/1201870
MeSH D007938

ლეიკემიასიმსივნური დაავადებების ჯგუფი, რომელიც როგორც წესი ძვლის ტვინში იწყება და ანომალური ლეიკოციტების (თეთრი უჯრედების) დიდი რაოდენობით წარმოქმნას.[1] ეს ლეიკოციტები სრულად მომწიფებული არ არის და ბლასტების ან ლეიკემიური უჯრედების სახელითაა ცნობილი.[2] სიმპტომები გამოწვეულია სისხლის ნორმალური უჯრედების დეფიციტით და შეიძლება მოიცავდეს სისხლდენებსა და სისხლჩაქცევებს, დაღლილობის შეგრძნებას, ტემპერატურულ რეაქციას და ინფექციური პროცესების განვითარების მაღალი რისკს.[2] [2] დიაგნოზი ემყარება სისხლის ანალიზს და ძვლის ტვინის ბიოპსიას.[2]

ლეიკემიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ითვლება, რომ ლეიკემიის სხვადასხვა სახეები სხვადასხვა მიზეზთან არის დაკავშირებული. დაავადების განვითარებაში აქტუალურია როგორც გარემო, ასევე მემკვიდრული ფაქტორები.[3] რისკ-ფაქტორებში შედის მოწევა, მაიონებელი გამოსხივება, სხვადასხვა ქიმიკატები (მაგ. ბენზოლი), ქიომოთერაპია და დაუნის სინდრომი.[3][4] ლეიკემიის ოჯახური ისტორიით დატვირთულ პირებს ამ დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ.[4] ლეიკემიის 4 ძირითადი სახე არსებობს — მწვავე ლიმფობასტური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია — ასევე რამდენიმე ნაკლებად გავრცელებული სახე.[4] ლეიკემია და ლიმფომა სიმსივნური დაავადებების ფართო ჯგუფია, რომელიც აზიანებს სისხლს, ძვლის ტვინს და ლიმფურ სისტემას.[5][6]

სამკურნალოდ გამოიყენება ქიმიოთერაპიის, გამოსხივებითი თერაპიის, სამიზნე თერაპიისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ზოგიერთი კომბინაცია, დამატებით საჭიროებისამებრ მხარდამჭერი მკურნალობა და პალიატური მზრუნველობა.[4][4] მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია ლეიკემიის სახესა და პაციენტის ასაკზე. შედეგები უმჯობესდება განვითარებულ ქვეყნებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Leukemia. წაკითხვის თარიღი: 13 June 2014.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 What You Need To Know About™ Leukemia (2013-12-23). წაკითხვის თარიღი: 18 June 2014.
  3. 3.0 3.1 Hutter, JJ (Jun 2010). "Childhood leukemia.". Pediatrics in review / American Academy of Pediatrics 31 (6): 234–41. . PMID 20516235.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 A Snapshot of Leukemia. წაკითხვის თარიღი: 18 June 2014.
  5. Vardiman, JW; Thiele, J; Arber, DA; Brunning, RD; Borowitz, MJ; Porwit, A; Harris, NL; Le Beau, MM და სხვები. (Jul 30, 2009). "The 2008 revision of the World Health Organization (WHO) classification of myeloid neoplasms and acute leukemia: rationale and important changes.". Blood 114 (5): 937–51. . PMID 19357394.
  6. Cătoi, Alecsandru Ioan Baba, Cornel (2007) Comparative oncology. Bucharest: The Publishing House of the Romanian Academy, გვ. Chapter 17. ISBN 973-27-1457-3.