კოპაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოპაძეები — ადრეფეოდალური პერიოდის ერთ-ერთი ქართული საგვარეულო. ჯაყელთა მარჯვენები და მედროშენი, დღეს დღეობით გავრცელებულია მესხეთში, იმერეთსა და ქართლში. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები მესხი კოპაძეები იყვნენ, რომლებიც ფლობდნენ ვრცელ მამულებს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კოპის ციხეს. მესხეთის შტოს კოპაძეები დღეს ძირითადად განსახლებულები არიან დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, უმეტესად იმერეთში. სახელწოდება. შეიცავს საკუთარ სახელს „კოპა“, შედარებითი ფორმაა „კოპალე“. ისტორიულ დოკუმენტებში დაცულია „კოპაძეთა მოსახსენიებელნი“. ამავე ძირისაა: კოპეიშვილი, კოპელაშვილი, კოპილაშვილი, კოპლატაძე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოპაძეებში არსებობს ორი ძირითადი შტო: ქართლის კოპაძეები-სოფ არაშენდა და მისი მიდამოების აზნაურები და ძირძველი და ყველაზე დიდებული შტო მესხეთის კოპაძეები, რომლებიც XIII საუკუნიდან გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე.

ქართლის კოპაძეები ძირითადად აზნაურის ტიტულს ატარებდნენ, ისინი ქართლ-კახეთის მეფეების ქვეშემრდომები იყვნენ. ეს შტო პოლიტიკურ ასპარეზზე შედარებით გვიან გამოდის ვიდრე მესხი კოპაძეები.

მესხი კოპაძეები XII საუკინიდან XVI საუკუნის ბოლოდე იყვნენ აქტიური პოლიტიკური პროცესების მონაწილეები. მათ ჰქონდათ დიდი მამულები ტაოში. ფლობდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან კოპის ციხეს. საკმაოდ დიდ ხანს ისინი იყვნენ სამცხის ათაბაგების ჯაყელების უახლოესი დასაყრდენები, ომში კი სამცხის არმიის მედროშეები „წინამავალნი“. სამცხის საათაბაგოს ოსმალეთთან საბოლოოდ მიერთების და ადგილმამულთა სანჯაყებად გადაქცევის შემდეგ მესხი კოპაძეები სამფლობელოებიდან აიყარდნენ. მათი დიდი ნაწილი იმერეთში გადასახლდა ძირითადად დღევანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მას შემდეგ ისინი იმერეთის მეფის კარზე მსახურობდნენ.

რაც შეეხება ქართლელ კოპაძეებს მათი წარჩნებული ნაწილის ძირითადი სამფლობელოები წვრილ გლეხობას და სოფლებს წარმოადგენდა მესხი კოპაძეების შტოს დაკნინების შემდეგ გვარის წარმმართველ ძალად დღემდე რჩებიან ქართლის კოპაძეები.

დღეს საქართველოში ორი ათასზე მეტი კოპაძე ცხოვრობს, მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოშია განსახლებული. მესხი კოპაძეების რიცხვი კი ხუთასამდე მერყეობს. ძირითადად განსახლებულები არიან: კასპის მუნიციპალიტეტში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გორის მუნიციპალიტეტში, ქარელის მუნიციპალიტეტში, თბილისსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]