იორდანიის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი აბდალი, ამანი, იორდანია

იორდანიის ეკონომიკა გარდამავალ საბაზრო ეკონომიკას მიეკუთვნება. 1970-იან წლებში იორდანიის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 351%-ით გაიზარდა, 1980-იან წლებში 30%-ით შემცირდა და 1990-იან წლებში კვლავ გაიზარდა 36%-ით.[1] 1999 წელს მეფე აბდულა II-ის ტახტზე ასვლის შემდეგ ქვეყანაში ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გატარდა. 1999 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში იორდანიის ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 8%-ით იზრდებოდა. 2011 წლის არაბული გაზაფხულის შემდეგ ეკონომიკური ზრდა 2%-მდე დავიდა. მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ, ეკონომიკური ზრდის შენელებამ და სამთავრობო ვალის ზრდამ ქვეყანაში სიღარიბესა და უმუშევრობას შეუწყო ხელი. 2019 წლისთვის იორდანიის მთლიანი შიდა პროდუქტი 44.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და მსოფლიოს მასშტაბით 89-ე ადგილზე იყო.[2]

იორდანიას თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს დადებული აშშ-სთან, კანადასთან, სინგაპურთან, მალაიზიასთან, ევროპის კავშირთან, ტუნისთან, ალჟირთან, თურქეთთან, ლიბიასთან[3] და სირიასთან. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დადება იგეგმება ერაყთან, პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან, ლიბანთან და პაკისტანთან. იორდანია დიდი არაბული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების, ევრო-ხმელთაშუაზღვიური თავისუფალი სავაჭრო ზონისა და აგადირის შეთანხმების წევრია.[4]

ვალუტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იორდანიის ცენტრალურმა ბანკმა საქმიანობა 1964 წელს დაიწყო და იგი იორდანიის ოფიციალური ვალუტის, იორდანიული დინარის ერთადერთი ემისორია, რომელიც ამერიკულ დოლართანაა მიბმული. ქვემოთ მოცემულ ცხრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული იორდანიის მთლიანი შიდა პროდუქტია მოცემული საბაზრო ფასების შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში.[5] მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შესაბამისად, იორდანიული დინარის ამერიკულ დოლართან მიმართება 0.359-ის ტოლია.

წელი მშპ
(მლნ იორდ. დინარი)
$აშშ გაცვლა ინფლაციის ინდექსი
(2000=100)
1980 1,165 0.29 (იორდანიული დინარი) 35
1985 1,971 0.39 (იორდანიული დინარი) 45
1990 2,761 0.66 (იორდანიული დინარი) 70
1995 4,715 0.70 (იორდანიული დინარი) 87
2005 9,118 0.70 (იორდანიული დინარი) 112

ეკონომიკური მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადამამუშვებელი წარმოება ამანის მახლობლად

მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით იორდანია „ზედა საშუალო შემოსავლების სახელმწიფოს“ მიეკუთვნება. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით იორდანია მესამე ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში, ჩამორჩება რა ბაჰრეინსა და კატარს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 32-ე ადგილს იკავებს.[6]

იორდანიის ოფიციალური ვალუტა იორდანიული დინარია, რომელიც 100 ქირშს (ასევე ცნობილია როგორც პიასტრი) ან 1000 ფილსს მოიცავს. პრაქტიკაში 1 დინარი 1.41044 ამერიკულ დონარს უტოლდება.[7][8] ცენტრალური ბანკი ამერიკულ დოლარს 0.708 დინარად ყიდულობს, ხოლო ამერიკულ დოლარს 0.7125 დინარად ყიდის.[9]

იორდანიის ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე არაბულ ბაზრად მიიჩნევა სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიღმა.[10] გლობალური საცალო განვითარების ინდექსის 2012 წლის მონაცემებით იორდანია მე-18 ადგილზეა. აღნიშნულ ინდექსში მსოფლიოში 30 საუკეთესო საცალო ბაზარია მოცემული.[11] 2010 წლისთვის იორდანია საცხოვრებლად ყველაზე ძვირ ქვეყნებს შორის მე-19 ადგილას დასახელდა მსოფლიოს მასშტაბით.[12]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იორდანიის ექსპორტის რუკა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, იორდანია მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 73-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 70-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 278.3 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოს მშპ-ის 0.07%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდს მაჩვენებელი 2.2%-ს უდრის. უმუშევრობის დონე 15%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.6, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 3.2%-ია. იორდანიაში ჯინის კოეფიციენტი 33.7-ის ტოლია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით იორდანია 46-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 31-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ―79-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 33-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 64-ე, გამჭვირვალობით ― 52-ე, საკუთრების უფლებებით ― 33-ე, კორპორატიული მმართველობით ― 92-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 44-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით იორდანია მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 74-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-80, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 62-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით იორდანია 82-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, 111-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 3.9%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 39.7-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით იორდანია 61-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით მე-40 ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 98-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 84-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 26-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 116-ს.

იორდანიაში კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (33-ე ადგილი): იგი როგორც სიღრმით, ისე სტაბილურობით 39-ე ადგილს იკავებს. ბაზრის ზომით ქვეყანა მე-80 ადგილს იკავებს. იორდანიაში არც თუ ისე კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (88-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 112-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 46-ს.[13]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brand, Laurie. Jordan’s Inter-Arab Relations: The Political Economy of Alliance Making. New York: Columbia University Press, 1994.
  • Country Profile: Jordan 1995-96. London: The Economist Intelligence Unit, 1995.
  • International Monetary Fund Jordan Page
  • Jeffreys, Andrew ed. Emerging Jordan 2003. London: The Oxford Business Group, 2002.
  • Maciejewski, Edouard and Ahsan Mansur eds. Jordan: Strategy for Adjustment and Growth. Washington, D.C.: International Monetary Fund, 1996.
  • Piro, Timothy. The Political Economy of Market Reform in Jordan. Lanham, Maryland: Rowman & Littlefield Publishers, 1998.
  • Prados, Alfred and Jeremy Sharp. Congressional Research Service. Report for Congress. Jordan: U.S. Relations and Bilateral Issues. Washington, D.C.: Library of Congress, 2006.
  • Robins, Philip. Jordan to 1990: Coping with Change. London: The Economist Intelligence Unit, 1986.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. What We Do. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 3 March 2015
  2. World GDP Ranking 2015. ციტირების თარიღი: 8 May 2016
  3. 'Jordan and Turkey strengthening historical bonds' - Jordan - Zawya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 28 October 2010
  4. Jordan obtains 'advanced status' with EU | Jordan Times. ციტირების თარიღი: 2010-12-22
  5. Select Country or Country Groups. ციტირების თარიღი: 26 May 2006
  6. Country Rankings: World & Global Economy Rankings on Economic Freedom. Heritage.org (31 October 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 18 December 2012
  7. Exchange Rate Fluctuations. Programme Management Unit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2004. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი 2022.
  8. Tables of modern monetary history: Asia (24 February 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 თებერვალი 2007. ციტირების თარიღი: 7 January 2013
  9. Report of the Working Party on the Accession of the Hashemite Kingdom of Jordan to the World Trade Organization დაარქივებული 25 June 2008 საიტზე Wayback Machine.
  10. Jordan's accession to GCC garners mixed reactions in Qatar. Al-Shorfa. ციტირების თარიღი: 26 July 2012
  11. Global Retail Expansion: Keeps on Moving. A.T. Kearney. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 7 January 2013
  12. Most Expensive Countries to Live in. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 22 December 2010
  13. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 110-113.