უზბეკეთის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უზბეკეთის ეკონომიკა
ვალუტა უზბეკური სუმი = 100 ტიინი
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები დსთ, ეთო; დამკვირვებელი მსო-ში.
სტატისტიკა
მშპ (ნომინალი) $170.3 მილიარდი (2014)
მშპ (მუპ) $170.3 მილიარდი (2014)
მშპ ზრდა 7% (2014)
მშპ ერთ სულზე $5,600 (2014)
მშპ სექტორით სოფლის მეურნეობა 18.5%, ინდუსტრია 32%, მომსახურება 49.5% (2014)
ინფლაცია 12.1% (2014)
მოსახლეობა
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
17% (2011)
Gini index 36.8 (2003)
შრომითი რესურსი 17.24 მილიონი (2014)
შრომითი რესურსი
საქმიანობით
სოფლის მეურნეობა 25.9%, ინდუსტრია 13.2%, მომსახურება 60.9% (2012)
უმუშევრობა 4.9% ოფიციალურად, პლუს კიდევ 20% უმუშევარი (2014)
მრეწველობის მთავარი დარგები ტექსტილი, საკვების გადამუშავება, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, სამთო, ქიმია
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $13.32 მილიარდი (2014)
საქონლის ექსპორტი ენერგეტიკული პროდუქცია, ბამბა, ოქრო, მინერალური სასუქები, შავი და ფერადი ლითონები, საკვები პროდუქტები, ავტომობილები
ძირითადი პარტნიორები შვეიცარიის დროშა შვეიცარია 25.8%
ჩინეთის დროშა ჩინეთი 17.6%
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 14.2%
თურქეთის დროშა თურქეთი 9.9%
რუსეთის დროშა რუსეთი 8.4%
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში 6.9% (2015)
იმპორტი $12.5 მილიარდი (2014)
საქონლის იმპორტი მანქანები და მოწყობილობები, კვების პროდუქტები, ქიმიკატები, შავი და ფერადი ლითონები
სავაჭრო პარტნიორები ჩინეთის დროშა ჩინეთი 20.8%
რუსეთის დროშა რუსეთი 20.8%
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა 12%
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 10.8%
თურქეთის დროშა თურქეთი 4.6%
გერმანიის დროშა გერმანია 4.4% (2015)
საზოგადოებრივი ფინანსები
სახელმწიფო ვალი $8.751 მილიარდი (31 დეკემბერი 2014)
შემოსავლები $18.67 მილიარდი (2014)
გასავლები $19.27 მილიარდი (2014)
ეკონომიკური დახმარება $172.3 მილიონი აშშ-სგან (2005)
Main data source: CIA World Factbook
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უზბეკეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის მზად არის, თანდათანობით გადავიდეს საბაზრო ეკონომიკაზე. ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმის პროგრესი იყო ფრთხილი, მაგრამ საერთო ჯამში, უზბეკეთმა აჩვენა დამაკმაყოფილებელი მიღწევები. მთავრობა წარმატებით ებრძვის, რომ აღმოფხვრას უფსკრული შავ ბაზარსა და გაცვლით კურსს შორის, ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის შემოღებით. მთავრობის შემაკავებელი სავაჭრო რეჟიმი და ზოგადად ინტერვენციონისტული პოლიტიკა, კვლავაც უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. არსებითი სტრუქტურული რეფორმა საჭიროა, განსაკუთრებით შემდეგ სფეროებში: საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება უცხოელი ინვესტორებისთვის, საბანკო სისტემის გაძლიერება და სოფლის მეურნეობის სექტორის განთავისუფლება სახელმწიფო კონტროლისგან. დარჩენილი შეზღუდვები, ვალუტის კონვერტაციის მოცულობის კონტროლი და მთავრობის სხვა ზომები, რომ გააკონტროლოს ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მძიმე შეზღუდვები იმპორტზე და სპონტანურად საზღვრების დახურვა უზბეკეთის მეზობელ ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან, გამოიწვია საერთაშორისო კრედიტორი ორგანიზაციების მიერ კრედიტების გაცემის შეჩერება.

სსფ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობით, მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინფლაციის შემცირებით და ბიუჯეტის დეფიციტის თავიდან აცილებით. 2003 წელს, ეროვნული ვალუტა კონვერტირებადი გახდა, როგორც ნაწილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნოლოგიით სტაბილიზაციის პროგრამის, თუმცა ზოგიერთი ადმინისტრაციული შეზღუდვები დღემდე რჩება. სოფლის მეურნეობას და წარმოების ინდუსტრიას თანაბარი შემოსავალი აქვს ეკონომიკაში, თითოეულზე მშპ-ს დაახლოებით 1/4 მოდის.[1] უზბეკეთი ბამბის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის მნიშვნელობა მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.[2] უზბეკეთი, ასევე ოქროს დიდი მწარმოებელია, უდიდესი ღია ოქროს მაღაროებით მსოფლიოში. ქვეყანას გააჩნია სპილენძის, სტრატეგიული მინერალების, ბუნებრივი აირის და ნავთობის არსებითი რესურსები.

მშპ და დასაქმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს სქემა ასახავს მშპ-ს ტენდენციას უზბეკეთში, მუდმივ ფასებში 1995 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მილიონ სუმში.[3] სქემა ასევე გვიჩვენებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს (სფი), როგორც ინფლაციის მაჩვენებლს იმავე წყაროდან და წლის ბოლოს აშშ-ის დოლარის გაცვლით კურსს, უზბეკეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით.[4] მსყიდველობითი შედარებისთვის, 2006 წელს ამერიკული დოლარი ღირდა 340 სუმი.[5]

წელი მშპ (მუდმივი ფასი) აშშ-ის დოლარი გაცვლა სფი (2000=100)
1992 330,042 1 som 0.07
1995 302,790 36 som 20
2000 356,325 325 som 100
2003 402,361 980 som 166
2006 497,525 1,240 som 226
უზბეკეთი: მშპ-ს ზრდა მუდმივ ფასებში 1992-2008 წლებში.[5]

უზბეკეთის მშპ, როგორც დსთ-ს ყველა ქვეყანის, უარყოფითი იყო გარდამავალი პერიოდის პირველ წლებში, დადებითი მნიშვნელობა 1995 წლის შემდეგ მიიღო, როდესაც იგრძნო პოლიტიკური რეფორმების ეფექტი. 1998-2003 წლებში მდგრადი მაჩვენებელი მშპ-ს ზრდის იყო 4% წელიწადში, ხოლო შემდეგ, ეს მაჩვენებელი მომდევნო წლების განმავლობაში გაიზარდა 7%-8% წელიწადში. 2011 წელს ზრდის მაჩვენებელი გამოვიდა 9%.

მზარდი ეკონომიკის გათვალისწინებით, საერთო დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 8.5 მილიონიდან (1995 წელს) 13.5 მილიონამდე (2011 წელს).[1] ეს ჯანსაღი ზრდა, თითქმის 25% მუშახელი, ჩამორჩებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისგან იმავე პერიოდში (64%, იხ. გრაფიკი), რაც გულისხმობს შრომის პროდუქტიულობის მნიშვნელოვან ზრდას. ოფიციალურად, უმუშევრობის დონე ძალიან დაბალია: 30,000 ნაკლები სამუშაოს მაძიებელი იყო რეგისტრირებული შრომის ბირჟებზე 2005-2006 წლებში (0.3% მუშახელისგან).[1] არასრულად დასაქმებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, სადაც 28% დასაქმებულთა ითვლება, ხოლო მათი უმეტესობა მუშაობენ ნახევარ განაკვეთზე. თუმცა, არ არსებობს სარწმუნო და ხელმისაწვდომი წყაროები ამის დასადასტურებლად, იმის გამო, რომ არ არსებობს სანდო კვლევები.

საარსებო მინიმუმი, საჯარო სექტორში ხელფასები და ასაკობრივი პენსია, ჩვეულებრივ იზრდებოდა წელიწადში ორჯერ, იმის დასადასტურებლად, რომ საბაზისო შემოსავალს არ ემუქრება ინფლაცია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სტატისტიკა საშუალო ხელფასის შესახებ უზბეკეთში, პენსიები, როგორც საშუალო ხელფასი, მნიშვნელოვნად გაიზარდა 1995-2006 წლებს შორის. ყოველთვიური პენსია, გაიზარდა თითქმის 5-ჯერ, 1995-2006 წლებში.[1] ყოველთვიური პენსიის ამერიკულ დოლარში იყო დაახლოებით $20-$25 2000 წლამდე, ხოლო დაეცა $15-$20 2001-2004 შორის, და ახლა არის $64. მინიმალური ხელფასი გაიზარდა $34,31-მდე 2011 წლის ნოემბერში.[6]

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის მიხედვით, უზბელეთის მშპ 2009 წელს, სავარაუდოდ 7% გაიზარდა.[7] ამასობაში, 2010 წელს უზბეკეთის მშპ სავარაუდოდ გაიზრდება 6,5%.[7]

შრომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლების დონე უზბეკეთში თითქმის მაღალია, მუშები, ზოგადად, კარგად განათლებულები და მომზადებული არიან თავიანთ სფეროებში. ადგილობრივი ტექნიკური და მენეჯერული სასწავლო ცენტრების უმრავლესობა არ აკმაყოფილებს საერთაშორისო ბიზნესის სტანდარტებს, მაგრამ უცხოური კომპანიები, რომლებსაც ადგილობრივი მუშები ჰყავთ დაქირავებული, მათ სწრაფად და ეფექტურად ასწავლიან მუშაობას. მთავრობა ხაზს უსვამს საგარეო განათლებას. ყოველწლიურად, დაახლოებით 50-მდე სტუდენტი სასწავლოდ შეერთებული შტატების, ევროპისა და იაპონიის უნივერსიტეტში იგზავნებიან, ხოლო დაბრუნების შემდეგ, ისინი ვალდებულები არიან 5 წელი მთავრობაზე იმუშაონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 60% სტუდენტების, რომლებიც სწავლობდნენ საზღვარგარეთ, აპირებენ დასაქმებას უცხოურ კომპანიებში მათი სწავლის დასრულების შემდეგ, მიუხედავად მათი 5 წლიანი ვალდებულებისა მთავრობის წინაშე. ზოგიერთი ამერიკული კომპანია, სთავაზობს თავის ადგილობრივ თანამშრომლებს, სპეციალურ სასწავლო პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გარდა ამისა, უზბეკეთი აფინანსებს ტაშკენტის უესტმინსტერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ კვლევებს, ეს უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ რამდენიმე დასავლური ინსტიტუტებისგან უზბეკეთში. 2002 წელს, „Istedod“ ფონდის ხელისუფლებამ (ადრე „Umid“ ფონდი), აფინანსებდა 98 სტუდენტს 155 სტუდენტისგან, რომლებიც სწავლობდნენ უესტმინსტერში. მომდევნო სასწავლო წელს უესტმინსტერი ელოდება, რომ 160 სტუდენტის სასწავლო საფასურს 360-დან, გადაიხდის „Istedod“ ფონდი. განათლების საფასური უესტმინსტერში ღირს $5,200 აკადემიური წლის განმავლობაში. 2008 წელს, ტაშკენტში გაიხსნა სინგაპურის მენეჯმენტის განვითარების ინსტიტუტი. ეს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებით და საერთაშორისო ხარისხით. 2012 წელს, სწავლის საფასური შეადგენდა $5000. 2009 წელს, ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი გაიხსნა. ეს არის ერთადერთი უნივერსიტეტი ცენტრალურ აზიაში, რომელიც ამზადებს მაღალი ხარისხის თანამშრომლებს მრეწველობისთვის. ბევრი უცხოური კომპანიების დახურვასთან ერთად, შედარებით ადვილი გახდა კვალიფიციური თანამშრომლების მოძებნა, თუმცა, ქვეყანაში ხელფასები ძალიან დაბალია დასავლური სტანდარტებთან მიმართებით.

უზბეკეთში შრომის ბაზრის რეგულირება ანალოგიურია იმისა, რაც იყო საბჭოთა კავშირში, რომელიც გულიხმობს ყველა უფლების გარანტიას, მაგრამ გარკვეული უფლებები შეუმჩნევია. უმუშევრობა ქვეყნის მზარდი პრობლემაა, ხოლო რაოდენობა ხალხის, რომელიც ეძებს დასაქმებას რუსეთში, ყაზახეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში, ყოველწლიურად იზრდება. უზბეკეთის შრომის სამინისტრო არ აქვეყნებს ინფორმაციას უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე, მაგრამ რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, რუსეთში 2,5 მილიონი უზბეკი შრომითი მიგრანტია. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ 1 მილიონამდე უზბეკი მიგრანტი უკანონოდ მუშაობს ყაზახეთში.[8] უზბეკეთის მიგრანტ მუშაკების რიცხვი შეიძლება ამით დაახლოებით 3,5-4 მილიონი ადამიანი იყოს, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის შემაძრწუნებელი 25% ან 14,8 მილიონ ადამიანს შეადგენს.[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ვარაუდობს, რომ სამიდან ხუთ მილიონამდე უზბეკეთის შრომისუნარიანი მოქალაქე ცხოვრობს საზღვარგარეთ.[9]

ფასები და მონეტარული პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზბეკეთმა განიცადა სწრაფი ინფლაცია დაახლოებით 1000%-ით წელიწადში, როგორც კი მოიპოვა დამოუკიდებლობა (1992-1994 წწ). საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობით, განხორციელებული აქტიური ძალისხმევა სწრაფად დამუხტა სიტუაცია და ინფლაციის დონე იყო დაყვანილი 50%-მდე 1997 წელს და შემდეგ 22%-მდე 2002 წელს. 2003 წლიდან, ინფლაციის წლიური მაჩვენებლები საშუალოდ 10%-ზე ნაკლებია.[5]

მძიმე ინფლაციური ზეწოლა ეკონომიკაზე, რომელიც დამახასიათებელი იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში, გამოიწვია ეროვნული ვალუტის დრამატული გაუფასურება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, უზბეკეთი იყენებდა სსრკ-სგან მემკვიდრეობით დარჩენილ რუბლს, რომელიც 1993 წლის ნოემბერში „სომის კუპონმა“ შეცვალა. 1994 წლის 1 ივლისს, კუპონი შეიცვალა მუდმივი ახალი უზბეკური სომით (UZS), თანაფარდობაში 1000:1, დაწყებითი გაცვლითი კურსი ახალი ეროვნული ვალუტის იყო 7 სომი/$. პირველი ექვსი თვის განმავლობაში, 1994 წლის ივლისიდან დეკემბრამდე, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა 25 სომი/$ და განაგრძო გაუფასურება 2002 წლის დეკემბრამდე, როდესაც გაცვლითმა კურსმა მიაღწია 969 სომი/$, ანუ 138-ჯერ ნაკლები დაწყებითი გაცვლითი კურსისგან.[4] ვალუტის გაუფასურება გაჩერდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიიღო სტაბილიზაციის პროგრამა, რომელიც ამავე დროს, მკვეთრად შეამცირა ინფლაციის მაჩვენებლები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 State Committee of the Republic of Uzbekistan on statistics 2006 (რუსული)
  2. Statistics on Cotton Production in 2010-2012, U.S. Department of Agriculture, 2012.
  3. http://www.imf.org/external/pubs/ft/weo/2006/01/data/dbcselm.cfm?G=2001
  4. 4.0 4.1 Central Bank of Uzbekistan database დაარქივებული 2008-04-16 საიტზე Wayback Machine. , February 2008 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "bank" defined multiple times with different content; $2
  5. 5.0 5.1 5.2 IMF World Economic Outlook Database, October 2007
  6. Ferghana.Ru Information Agency დაარქივებული 2020-05-10 საიტზე Wayback Machine. , October 24, 2007
  7. 7.0 7.1 Uzbekistan GDP forecast for 2009-2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-10. ციტირების თარიღი: 2016-11-03.
  8. International Crisis Group, Uzbekistan: Stagnation and Uncertainty დაარქივებული 2009-11-11 საიტზე Wayback Machine. , Asia Briefing N°67, 22 August 2007
  9. U.S. Department of State, Background Notes on Uzbekistan, March 2007