სინგაპურის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინგაპურის ცენტრალური ბიზნეს რაიონის ხედი

სინგაპურის ეკონომიკა მაღალგანვითარებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა დირიჯიზმის მახასიათებლებით.[1][2][3][4] სინგაპურს დაბალი საგადასახადო პოლიტიკა აქვს[5] და მსოფლიოში მეორე ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შესაბამისად). აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შტაბ-ბინა სინგაპურში მდებარეობს.

სინგაპური შუავაჭრობისა და Entrepôt კონცეფციებს ემყარება.[6][7] იგი ნედლეულს იძენს და რეფინირების შემდეგ რეექსპორტზე გააქვს ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაციის მაღალი დონის შენარჩუნებისთვის. სინგაპურს სტრატეგიული პორტი აქვს და ბევრ მეზობელ სახელმწიფოზე უფრო კონკურენტუნარიანია Entrepôt საქმიანობების განხორიცელების მხრივ. სინგაპური ერთ-ერთი მოწინავეა გლობალიზაციის ინდექსით, რომელიც 2020 წლისთვის 320%-ს უდრიდა.[8][9] სინგაპურის პორტი ტვირთის ტონაჟით მსოფლიოში მეორე ყველაზე დატვირტული პორტია.[10]

სექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დურიოს მაღაზია სინგაპურში

ბიოტექნოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგაპურში ვითარდება ბიოტექნოლოგიების მრეწველობა. ამ სექტორში მილიონობით დონარის ინვესტიცია ჩაიდო შესაბამისი ინფრასტრუქტურის ასაგებად, კვლევების დასაფინანსებლად და საერთაშორისო დონის მეცნიერების მოსაზიდად. სინგაპურში ისეთი მოწინავე ინსტიტუტების ქარხნებია განლაგებული, როგორებიცაა: GlaxoSmithKline (GSK), Pfizer და Merck & Co. 2006 წელს პედიატრიული ვაქცინების მწარმოებელი ქარხნის ასაგებად, რომელიც პირველი მსგავსი დაწესებულებაა აზიის მასშტაბით, GSK-მ 300 მილიონი სინგაპურული დოლარი გამოყო.[11] სინგაპურში მრეწველობის 8% ფარმაცევტული საშუალებების წარმოებაზე მოდის.[12] 2022 წელს სინგაპურის ბიოფარმულმა მრეწველობამ 18 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქცია აწარმოა, რაც ბოლო ორ ათწლეულში გასამმაგებული მაჩვენებელია.[13]

უძრავი ქონება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგაპურის მთავრობა ქვეყნის მიწის 90%-ს ფლობს, ისევე როგორც, საცხოვრებლებს, რომლებშიც სინგაპურს მოსახლეობის 80% ცხოვრობს.[14] 2022 წლის ივლისში Savills-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით სინგაპურსა და ნიუ-იორკში მდიდრული სახლების დაქირავება ყველაზე ძვირია.[15][16]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმი სინგაპურის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია.[17][18]

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგაპურის მთავარი საექსპორტო წერილები 2006 წელს

2014 წელს სინგაპურის ვაჭრობის ჯამური ღირებულება 982 მილიარდ სინგაპურულ დოლარს გაუტოლდა. მიუხედავად მცირე ზომისა, ამჟამად სინგაპური აშშ-ის მე-15 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.[19] 2014 წელს სინგაპურის იმპორტის მოცულობა 464 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 519 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. სინგაპურისთვის იმპორტის მთავარი წყარო, ისევე, როგორც მთავარი საექსპორტო ბაზარი, მალაიზიაა.[20]

სინგაპურის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი მალაიზიაა. 2012 წელს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის ღირებულება 91 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შიგნით ვაჭრობის მეხუთედზე მეტი იყო. 2012 წელს სინგაპურის ვაჭრობა ჩინეთთან, ინდონეზიასთან და სამხრეთ კორეასთან გაიზარდა, ხოლო ევროპის კავშირთან, აშშ-სთან, ჰონგ-კონგთან და იაპონიასთან შემცირდა. 2009 წლიდან სინგაპურიდან ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებელმა იმპორტის მაჩვენებელს გადაასწრო. 2006 წლიდან აშშ-დან იმპორტის მაჩვენებელი აღემატება სინგაპურიდან აშშ-ში ექსპორტის მაჩვენებელს.[21][22]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, სინგაპურს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის მეორე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის პირველ ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 64 041.4 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.42%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 4.6%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 3.8%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 0.7%-ია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით სინგაპური მხოლოდ ფინეთს ჩამორჩება: უსაფრთხოების დონით ქვეყანას მეორე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― მე-15, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 23-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 1-ელი, გამჭვირვალობით ― მე-3, საკუთრების უფლებებით ― მე-2, კორპორატიული მმართველობით ― მე-2, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― მე-8.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით სინგაპურს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის პირველ ადგილზეა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 1-ელი, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― მე-5. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით სინგაპური მე-5 ადგილს იკავებს. ქვეყანა მაკროეკონომიკურად საკმაოდ სტაბილურია, 38-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 0.5%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 99.5-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით სინგაპური მეორე ადგილზეა და მხოლოდ ჰონგ-კონგს ჩამორჩება: შიდა კონკურენციით მე-2 ადგილს იკავებს (ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჰონგ-კონგი უსწრებს), ხოლო ვაჭრობის ღიაობით პირველია.; შრომის ბაზრის მიხედვით სინგაპური მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს: მოქნილობის ინდექსით პირველია, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― მე-5.

სინგაპურში ძალიან კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა. ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჰონგ-კონგს ჩამორჩება: სიღრმით მე-2, ხოლო სტაბილურობით მე-3 ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 27-ე ადგილს იკავებს. სინგაპურში ძალიან კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (მე-14 ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით მე-19 ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― მე-16-ს.[23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Central Intelligence Agency. (6 August 2012) The World Factbook. cia.gov. ციტირების თარიღი: 13 August 2012
  2. Ministry of Trade and Industry Singapore. Free Market System. mti.gov.sg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 11 December 2018
  3. Huff, W.G. (1995-12-01). „What is the Singapore model of economic development?“. Cambridge Journal of Economics. doi:10.1093/oxfordjournals.cje.a035339. ISSN 1464-3545.
  4. Nolan, Peter (1990). „Assessing economic growth in the Asian NICs“. Journal of Contemporary Asia (ინგლისური). 20 (1): 41–63. doi:10.1080/00472339080000031. ISSN 0047-2336.
  5. Country Rankings. 2013 Index of Economic Freedom. The Heritage Foundation (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 18 April 2013
  6. Clare Lockhart. (31 January 2014) Singapore: The Evolution of an Entrepôt. Institute for State Effectiveness. ციტირების თარიღი: 30 April 2022
  7. Ken, Wong Lin (1978). „Singapore: Its Growth as an Entrepot Port, 1819-1941*“. Journal of Southeast Asian Studies. Cambridge University Press. 9: 50–84. doi:10.1017/S002246340000953X. S2CID 163088278. ციტირების თარიღი: 30 April 2022.
  8. WTO Trade Policy Review: Singapore. WTO. ციტირების თარიღი: 19 June 2013
  9. Trade (% of GDP). World Bank.
  10. madhukar. (2022-01-16) Singapore remains the world's busiest transshipment port - Maritime Gateway en-US. ციტირების თარიღი: 2022-05-18
  11. GlaxoSmithKline Vaccine Manufacturing Facility, Tuas, Singapore. pharmaceutical-technology.com. SPG Media Limited (2012). ციტირების თარიღი: 18 April 2013
  12. Economic Survey of Singapore. Singapore Ministry of Trade and Industry (2012). ციტირების თარიღი: 31 July 2019
  13. Joyce Teo. (20 April 2022) Pharma giant Sanofi breaks ground on $638m vaccine facility in S'pore. ციტირების თარიღი: 30 April 2022
  14. Bruenig, Matt. How Capitalist Is Singapore Really?. ციტირების თარიღი: 31 July 2019
  15. Singapore ties with New York for Highest Prime Rental Growth In 1H 2022 (29 July 2022). ციტირების თარიღი: 11 August 2022
  16. Mokhtar, Faris. (29 July 2022) Singapore, New York Tie for Highest First Half Rental Growth. ციტირების თარიღი: 11 August 2022
  17. SFA | The Food We Eat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-18. ციტირების თარიღი: 2022-05-18
  18. Agency, Singapore Government Singapore Food. Singapore tops 2019 Global Food Security Index en. ციტირების თარიღი: 2022-05-18
  19. Top Trading Partners – Total Trade, Exports, Imports. United States Census Bureau. United States Census Bureau (12 July 2011). ციტირების თარიღი: 18 April 2013
  20. A peek at the illicit trade in smuggled vegetables in Singapore en. ციტირების თარიღი: 24 March 2020
  21. Speeches by Prime Minister Lee Hsien Loong and Malaysian Prime Minister Najib Tun Razak at the official dinner at the Istana on 22 May 2009. ციტირების თარიღი: 26 October 2014
  22. Statistics Singapore - Trade with Major Trading Partners. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 13 October 2014
  23. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 366-369.