კამბოჯის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კამბოჯის ეკონომიკა ღია საბაზრო ეკონომიკას მიეკუთვნება და უკანასკნელ ათწლეულში სწრაფად იზრდება.[1] 2018 წელს კამბოჯის მთლიანი შიდა პროდუქტი 24.57 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.[2] მიუხედავად სწრაფი ზრდისა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მცირეა. კამბოჯის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგები ტექსტილის წარმოება და ტურიზმია, თუმცა სასოფლო სივრცეებში მცხოვრები ბევრი კამბოჯელისთვის შემოსავლის მთავარი წყარო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაა.[3] მომსახურების სექტორი მეტწილად სავაჭრო საქმიანობასა და კვების სფეროსთან დაკავშირებულ სერვისებზეა კონცენტრირებული. ბოლო წლებში ქვეყნის ოფშორულ ნაწილში ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვები აღმოაჩინეს.[4]

1995 წელს კამბოჯის მშპ 2.92 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.[5] მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური სისტემის გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე ტრანზიცია დაიწყო.[6] ცვლილებების განხორციელების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვნებელი 7%-ს გაუტოოლდა. ინფლაციის მაჩვენებელი 1994 წლისთვის 26%-ს უდრიდა, ხოლო მომდევნო წელს 6% შეადგინა. უცხოური დახმარებების ზრდის გამო იმპორტის მაჩვენებლები გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდას ტანსაცმლის ინდუსტრიის განვითარებამ შეუწყო ხელი. მუდმივი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, 2016 წლისთვის ასეანის ქვეყნების ეკონომიკაში კამბოჯის წილი 0.71%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, ინდონეზიის წილი 37.62%-ს უტოლდებოდა.[7]

4 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 1997-1998 წლებში კამბოჯის ეკონომიკის ზრდა შენელდა, მეტწილად რეგიონული ეკონომიკური კრიზისის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო. ამ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ იკლო. აგრეთვე, 1998 წელს გვალვების გამო მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭდა, თუმცა 1999 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ს გაუტოლდა.

ამჟამად კამბოჯის საგარეო პოლიტიკა მეზობელ სახელმწიფოებთან (როგორებიცაა ტაილანდი და ვიეტნამი) მეგობრული ურთიერთობების დამყარებაზეა ორიენტირებულული, ისევე როგორც რეგიონულ (ასეანი) და გლობალურ (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) სავაჭრო სისტემებთან ინტეგრირებაზე. კამბოჯის ეკონომიკის გამოწვევებს შორისაა სუსტი საგანმანათლებლო სისტემა და კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, კამბოჯა უცხოელი ინვესტორებისთვის სასურველი ქვეყანაა დაბალი ხელფასების, აზიის მზა ნედლეულთან სიახლოვისა და მისაღები საგადასახადო პოლიტიკის გამო.[8]

უახლესი ეკონომიკური ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯელები ბრინჯის თესვის დროს (2004)

1953 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კამბოჯამ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ხუთი პერიოდი გაიარა: კამბოჯის პირველი სამეფო (1953-1970), ქმერის რესპუბლიკა (1970-1975), დემოკრატიული კამპუჩია (1975-1982) (1982-1993 წლებში გადასახლებაში დემოკრატიული კამპუჩიის კოალიციური მთავრობა), კამპუჩიის სახალხო რესპუბლიკა (1979-1989), შემდგომში კამბოჯის სახელმწიფო (1989-1993) და კამბოჯის მეორე სამეფო (1993 წლიდან დღემდე).

1989 წელს კამბოჯის სახელმწიფოს რეფორმების შედეგად კამბოჯის ეკონომიკური სისტემის ღია საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა დაიწყო.[9] ეკონომიკური რეფორმაციის შემდეგ კერძო საკუთრებაზე უფლებები იქნა დაშვებული, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზაცია დაიწყო. კამბოჯა რეგიონულ და საერთაშორისო ეკონომიკურ ბლოკებში ინტეგრაციაზე ფოკუსირდა, როგორებიცაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. რეფორმებმა ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი საშუალოდ 6.1%-ით იზრდებოდა შიდა არეულობებისა და რეგიონული ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდამდე (აზიის ფინანსური კრიზისი).[9] მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ კამბოჯის ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 6-8%-ით იზრდება.[10]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულ ცხრილში კამბოჯის მთავარი ეკონომიკური ინდიკატორებია განხილული 1986-2020 წლებისთვის.[11] 5%-ზე ნაკლები ინფლაციის მაჩვენებელი გამწვანებულია. წლიური უმუშევრობის დონე მსოფლიო ბანკის მონაცემებიდანაა აღებული, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი მათ არასაიმედოდ მიიჩნევს.[12]

წელი მშპ

(მლრდ აშშ $, მსყ. პარიტეტი)

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

(აშშ $, მუპ)

მშპ

(მლრდ აშშ$, ნომინალური)

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

(აშშ $, ნომინალური)

მშპ-ის ზრდა

(რეალური)

ინფლაციის დონე

(%)

უმუშევრობა[12]

(%)

სამთავრობო ვალი

(მშპ-ის %)

1986 n/a n/a 0.21 25.71 n/a n/a n/a n/a
1987 4.25 516.02 0.1 17.1 n/a -31.2% n/a n/a
1988 4.8 569.1 0.3 32.6 9.6% negative increase23.0% n/a n/a
1989 5.2 593.1 0.3 39.7 3.3% negative increase63.8% n/a n/a
1990 5.4 602.5 0.9 99.8 1.1% negative increase141.8% n/a n/a
1991 6.0 647.5 2.0 215.7 7.6% negative increase191.0% 0.7% n/a
1992 6.6 684.4 2.4 252.5 7.1% negative increase75.0% negative increase0.8% n/a
1993 7.0 703.6 2.4 242.5 4.0% negative increase114.3% 0.8% n/a
1994 7.8 745.9 2.8 265.1 8.2% negative increase10.4% negative increase1.3% n/a
1995 8.4 781.7 3.4 319.5 6.0% negative increase10.1% positive decrease0.8% n/a
1996 9.1 818.5 3.5 316.2 5.9% negative increase7.1% 0.8% 30.2%
1997 9.6 842.8 3.4 302.2 4.0% negative increase10.5% negative increase0.9% negative increase31.6%
1998 10.2 870.1 3.1 267.9 4.7% negative increase12.9% 0.9% negative increase37.2%
1999 11.6 971.9 3.5 293.7 12.7% 2.0% 0.9% positive decrease34.7%
2000 13.0 1,065.4 3.7 300.0 9.6% -0.8% negative increase1.0% negative increase35.2%
2001 14.4 1,158.3 4.0 320.0 8.6% -0.1% 1.0% positive decrease34.9%
2002 15.6 1,230.7 4.3 337.5 6.6% 0.0% negative increase1.1% negative increase39.7%
2003 17.3 1,336.5 4.7 360.7 8.5% 1.0% 1.1% negative increase43.1%
2004 19.6 1,489.6 5.3 405.6 10.3% 3.9% 1.1% positive decrease42.7%
2005 22.9 1,712.6 6.3 470.7 13.3% negative increase6.3% 1.1% positive decrease35.6%
2006 26.1 1,925.8 7.3 536.2 10.8% negative increase6.1% negative increase1.2% positive decrease30.7%
2007 29.5 2,149.0 8.6 627.8 10.2% negative increase7.7% negative increase1.3% positive decrease29.4%
2008 32.1 2,305.0 10.3 741.9 6.7% negative increase25.0% positive decrease0.8% positive decrease27.0%
2009 32.4 2,299.1 10.4 737.2 0.1% -0.7% positive decrease0.6% negative increase28.5%
2010 34.7 2,437.8 11.2 788.2 6.0% 4.0% negative increase0.8% negative increase28.7%
2011 38.0 2,635.9 12.8 889.8 7.1% negative increase5.5% positive decrease0.6% negative increase29.7%
2012 42.4 2,912.1 14.1 965.4 7.3% 2.9% positive decrease0.5% negative increase31.5%
2013 45.8 3,109.9 15.2 1,034.8 7.4% 3.0% positive decrease0.4% negative increase31.7%
2014 48.7 3,271.9 16.7 1,123.2 7.1% 3.9% negative increase0.7% negative increase31.9%
2015 52.6 3,500.6 18.1 1,203.5 7.0% 1.2% positive decrease0.4% positive decrease31.2%
2016 57.9 3,816.8 20.0 1,320.3 6.9% 3.0% negative increase0.7% positive decrease29.1%
2017 62.8 4,097.5 22.2 1,446.9 7.0% 2.9% positive decrease0.1% negative increase30.0%
2018 69.2 4,466.8 24.4 1,578.0 7.5% 2.4% 0.1% positive decrease28.6%
2019 75.4 4,832.7 26.7 1,713.3 7.0% 2.0% 0.1% negative increase29.0%
2020 73.6 4,695.1 26.0 1,655.4 -3.5% 2.9% negative increase0.3% negative increase31.6%
2021 78.1 4,930.0 27.2 1,720.2 4.2% 3.1% n/a negative increase33.4%
2022 84.6 5,289.9 29.1 1,820.9 6.0% 2.8% n/a negative increase35.4%
2023 92.0 5,693.4 31.3 1,938.2 6.3% 3.0% n/a negative increase38.0%
2024 100.1 6,136.5 33.8 2,072.1 6.6% 3.0% n/a negative increase41.0%
2025 108.9 6,610.2 36.5 2,217.5 6.7% 3.0% n/a negative increase43.9%
2026 118.5 7,119.0 39.5 2,375.3 6.8% 3.0% n/a negative increase46.7%

კონკურენტუნარიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით კამბოჯას მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 110-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 106-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1 508.8 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.05%-ია. უმუშევრობის დონე 1.0%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 64.9%-ია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით კამბოჯა 123-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 87-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 125-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 130-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 131-ე, გამჭვირვალობით ― 134-ე, საკუთრების უფლებებით ― 118-ე, კორპორატიული მმართველობით ― 107-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 102-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით კამბოჯას მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 106-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 96-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 107-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით კამბოჯა 71-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არც თუ ისე სტაბილურია. ვალების დინამიკის ინდექსი 49.9-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით კამბოჯა 113-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 107-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 115-ს; შრომის ბაზრის მიხედვით 65-ე ადგილზეა. მოქნილობის ინდექსით 94-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 57-ს.

კამბოჯაში არც თუ ისე კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (88-ე ადგილი): სიღრმით 82-ე, ხოლო სტაბილურობით მე-100 ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 84-ე ადგილს იკავებს. კამბოჯაში ცუდადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (127-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 134-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 76-ს.[13]

ეკონომიკის სექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგკორ-ვატი ― ქვეყნის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა

1960-იან წლებში კამბოჯა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში წამყვანი ტურისტული დანიშნულების სახელმწიფო იყო. შემდგომში გრძელვადიანი სამოქალაქო ომის, დაპირისპირებებისა და ქმერების დროს განხორციელებული გენოციდის გამო კამბოჯის ტურიზმის ინდუსტრია თითქმის სრულად მოიშალა. 1990-იანი წლებიდან ტურიზმი კამბოჯის მეორე უმსხვილესი ინდუსტრია გახდა ტანსაცმლის ინდუსტრიის შემდეგ.[14] 2006 წელს კამბოჯამ ტურიზმის სექტორიდან 1.594 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 16%-ს შეადგენდა.[14]

კამბოჯაში განსაკუთრებით პოპულარულია კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი. სიემ-რეაპის პროვინციაში მდებარე ინდუისტური ტაძრის, ანგკორ-ვატის სანახავად უამრავი უცხოელი ტურისტი ჩადის. სხვა ღირსშესანიშნაობებს შორისაა კამბოჯის სამეფო სასახლე (პნომპენი და ეკოტურისტული დანიშნულების ადგილები: ტონლესაპის ტბა და მდინარე მეკონგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lampert, David (12 January 2007). „Cambodia's woes and the perverse effects of foreign aid“. The Phnom Penh Post. ციტირების თარიღი: 8 January 2014.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Development and Its Discontent April 12, 2013 New York Times
  2. GDP (current US$) - Cambodia. World Bank. ციტირების თარიღი: 4 December 2019
  3. Weggel, Oskar (January 2006). „Cambodia in 2005: Year of Reassurance“. Asian Survey. 46 (1): 158. doi:10.1525/as.2006.46.1.155.
  4. Gronholt-Pedersen, Jacob (26 September 2012). „Cambodia Aims for Offshore Production Next Year“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 11 February 2013.
  5. Background Notes: Cambodia, January 1996. Bureau of East Asian and Pacific Affairs U.S. Department of State - Economy. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 14, 2022. ციტირების თარიღი: October 12, 2016
  6. Chheang, Vannarith (September 2008). „The Political Economy of Tourism in Cambodia“. Asia Pacific Journal of Tourism Research. 13 (3): 281–297. doi:10.1080/10941660802280414. S2CID 153876563.
  7. Yonn, Royel. "The effects of Cambodia economy on ASEAN economic moving forward." Journal of Management, Economics, and Industrial Organization 1.2 (2017): 1-16.
  8. Lee, Joosung J. (May–June 2011). „An Outlook for Cambodia's Garment Industry in the Post-Safeguard Policy Era“. Asian Survey. 51 (3): 559–580. doi:10.1525/as.2011.51.3.559. JSTOR 10.1525/as.2011.51.3.559.
  9. 9.0 9.1 Chheang, Vannarith (September 2008). „The Political Economy of Tourism in Cambodia“. Asia Pacific Journal of Tourism Research. 13 (3): 282. doi:10.1080/10941660802280414. S2CID 153876563.
  10. Un, Kheang (January 2012). „A Thin Veneer of Change“. Asian Survey. 52 (1): 202–209. doi:10.1525/as.2012.52.1.202. JSTOR 10.1525/as.2012.52.1.202.
  11. World Economic Outlook Database, April 2021 en. ციტირების თარიღი: 2022-02-26
  12. 12.0 12.1 Unemployment, total (% of total labor force) (modeled ILO estimate) - Cambodia | Data. ციტირების თარიღი: 2022-02-26
  13. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 130-133.
  14. 14.0 14.1 Chheang, Vannarith. „The Political Economy of Tourism in Cambodia“: 284. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)