ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერთ სულ მოსახლეზე მშპ ჩრდილოეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა გეგმიური ეკონომიკაა, რომელიც ჯუჩეს პრინციპებს ეფუძნება, სადაც ბაზრის დაყოფის სქემები შეზღუდულია და ბაზარს კონკურენტები შეთანხმებების შესაბამისად იყოფენ.[1][2] 2022 წლისთვის ჩრდილოეთი კორეა კვლავ ცენტრალიზებულ ეკონომიკას წარმოადგენს. 2016 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 28.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. 1990-იანი წლებიდან რაფორმალური ბაზარი უფრო გააქტიურდა.

1989-1992 წლებში აღმოსავლეთის ბლოკის, მეტწილად ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხარდამჭერის, საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ჩრდილოკორეული ეკონომიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვის, განსაკუთრებით სამხრეთ კორეასთან ეკონომიკური მიმოცვლის აუცილებლობა გაჩნდა. ჩრდილოეთ კორეის უდიდესი პარტნიორი ჩინეთია. ჯუჩეს იდეოლოგიის გატარების გამო ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გარემოდან გამომდინარე ქვეყანა ავტარქიისკენ მიისწრაფვის. ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკაში სახელმწიფო საკუთრებათი არსებული საწარმოები და კოლექტიური ფერმები დომინირებს, თუმცა უცხოური ინვესტიციებისა და კორპორატიული ავტონომიის მაჩვენებლები იზრდება.

კორეის ომის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ერთ სულ მოსახლეზე თითქმის თანაბარი მთლიანი შიდა პროდუქტი ჰქონდათ 1970-იან წლებამდე.[3][4] 1990-იან წლებსა და XXI საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 2 000 ამერიკულ დოლარზე ნაკლები იყო. 2018 წლისთვის სამხრეთკორეული კორეის ბანკის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის მშპ 4.1%-ით შემცირდა.[5] 2021 წელს კერძო სექტორმა პირველად გადააჭარბა საჯარო სექტორს.[2][6][7]

სექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობის კულტურები ჩრდილოეთ კორეაში

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კორეის კლიმატი, რელიეფი და ნიადაგი და მოსავლის მოყვანის შედარებით მოკლე პერიოდი არახელსაყრელია ფერმერობისთვის. ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 17%, დაახლოებით 20 000 კმ² გამოიყენება სახნავ-სათესებად. 14 000 კმ² მარცვლეულის კულტივაციისთვის გამოიყენება. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი გორაკ-ბორცვიანია.

კლიმატი ამინდის შესაბამისად მერყეობს და ნალექიანობის ნაკლებობა არანაყოფიერ ნიადაგთან ერთად 400 მეტრზე მაღლა სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უშლის. ეს ტერიტორიები მხოლოდ საძოვრებად გამოდგება. ნალექიანობა გეოგრაფიულად და სეზონურად არარეგულარულია და ქვეყნის უმეტეს ნაწილში ნალექების ნახევარი ზაფხულში მოდის. ბრინჯის მოყვანის მაჩვენებლები ერთ ჰექტარზე 5.3 ტონას უტოლდება, რაც საერთაშორისო ნორმასთან ახლოსაა.[8] 2005 წელს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ჩრდილოეთი კორეა ხილის წარმოების მხრივ მე-10,[9] ხოლო ვაშლის წარმოების მხრივ მე-19 ადგილზე დაასახელა.[10]

საგარეო ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის შედარებითი ანალიზი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეისთვის 1950-1977 წლებში

ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პარტნიორების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ, როგორებიც არიან: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრო.

1988-1990 წლებში საბჭოთა კავშირიდან საბრძოლო მასალის იმპორტი ჩრდილოეთ კორეის ჯამური იმპორტის 30%-ს შეადგენდა. 1981-1989 წლებში ჩრდილოეთ კორეამ საბრძოლო მასალის ექსპორტით 4 მილიარდი ამერიკული დოლარი მიიღო, რაც იმ პერიოდში ჩრდილოეთ კორეის ექსპორტის 30%-ს უტოლდებოდა. 1996 წლისთვის ჩრდილოეთ კორეიდან საბრძოლო მასალების ექსპორტის ნომინალური ღირებულება 50 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო ვაჭრობა 1990-იან წლებში გაუარესდა. 1998 წელს საგარეო ვაჭრობა 1.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, შემდეგ კი ნელ-ნელა გაუმჯობესდა. 2002 წელს საგარეო ვაჭრობამ 2.7 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 1988 წლის მაჩვენებლის 50%-ს უდრიდა. 2000-იან წლებში ვაჭრობის მაჩვენებლები გაუმჯობესდა და თითქმის გასამმაგდა 2007-2011 წლების შუალედში. ვაჭრობის ღირებულებამ 5.6 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მეტწილად ჩინეთთან ვაჭრობის ზრდით იყო გამოწვეული.[11] 2010 წელს საგარე ვაჭრობა 1990 წლის დონეს გაუტოლდა, ხოლო 2014 წლისთვის იმავე დონესთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. 2005 წელს ჩინეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი 50%-დან 2014 წლისთვის 90%-მდე გაიზარდა.[12] 2015 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ კორეის ჯამური ექსპორტის (2.83 მილიარდი ამერიკული დოლარი) 83% (2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი) ჩინეთთან ვაჭრობაზე მოდიოდა.[13]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია. ორმხრივი ვაჭრობა მკვეთრად გაიზარდა 2007 წლის შემდეგ. ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მოცულობა 2007 წელს 1.97 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. 2011 წლამდე ეს რიცხვი 5.6 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.[14] ჩრდილოეთ კორეის იმპორტის 57% და ექსპორტის 42% ჩინეთზე მოდის.

2013 წელს ჩინეთში ჩრდილოეთ კორეიდან ექსპორტმა დაახლოებით 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ხოლო იმპორტმა 3.6 მილიარდ $-ს მიაღწია.[11]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Frank, Ruediger (April 6, 2017). „Consumerism in North Korea: The Kwangbok Area Shopping Center“. 38 North. U.S.–Korea Institute, Johns Hopkins University School of Advanced International Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 11, 2017. ციტირების თარიღი: April 10, 2017.
  2. 2.0 2.1 „North Korea's private sector overtakes state for first time under Kim Jong-un“. The Independent (ინგლისური). December 16, 2021. ციტირების თარიღი: December 17, 2021.
  3. Perry, Mark J. (December 21, 2011) Institutions Matter: Real Per Capita GDP in North and South Korea დაარქივებული July 26, 2013, საიტზე Wayback Machine. Intellectual Takeout, Retrieved May 9, 2013
  4. Maddison, Angus "The World Economy A Millennial Perspective", OECD Development Studies Centre, ISBN 92-64-02261-9, (Published 2004), Table A3-c, also available on the Internet at Archived copy. ციტირების თარიღი: May 9, 2013 Retrieved May 8, 2013
  5. „Gross Domestic Product Estimates* for North Korea in 2018“ (PDF). Bank of Korea. July 26, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — June 8, 2020. ციტირების თარიღი: May 15, 2020.
  6. Private sector overtakes state as North Korea's top economic actor under Kim – S.Korea en. ციტირების თარიღი: December 17, 2021
  7. Shin, Hyonhee. (December 16, 2021) Private sector grows in North Korea en-AU. ციტირების თარიღი: December 17, 2021
  8. Randall Ireson (December 18, 2013). „The State of North Korean Farming: New Information from the UN Crop Assessment Report“. 38 North. U.S.–Korea Institute, Johns Hopkins University School of Advanced International Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 10, 2014. ციტირების თარიღი: January 7, 2014.
  9. Major Food and Agricultural Commodities and Producer: Countries by commodity. Food and Agriculture Organization (2005). ციტირების თარიღი: April 8, 2022
  10. Major Food and Agricultural Commodities and Producer: Countries by commodity. Food and Agriculture Organization (2005). ციტირების თარიღი: April 8, 2022
  11. 11.0 11.1 Aidan Foster-Carter (February 20, 2014). „South Korea has lost the North to China“. Financial Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 6, 2014. ციტირების თარიღი: April 1, 2014.
  12. Ruediger Frank (October 22, 2015). „North Korea's Foreign Trade“. 38 North. U.S.–Korea Institute, Johns Hopkins University School of Advanced International Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 25, 2015. ციტირების თარიღი: October 27, 2015.
  13. Ryall, Julian (February 23, 2018). „From paper to fuel, North Koreans endure widespread shortages as sanctions take their toll“. The Daily Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 12, 2022. ციტირების თარიღი: February 23, 2018.
  14. „N. Korea's China trade nearly triples in 4 years“. China Post. December 28, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 7, 2014. ციტირების თარიღი: January 7, 2014.