ლაოსის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიენტიანილაოსის დედაქალაქი და ეკონომიკური ცენტრი

ლაოსის ეკონომიკა ქვედა საშუალო შემოსავლების განვითარებად ეკონომიკას მიეკუთვნება. ლაოსი ერთ-ერთი სოციალისტური სახელმწიფოა (ჩინეთთან, კუბასთან, ვიეტნამთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად) და მისი ეკონომიკური მოდელი ჩინური სოციალისტური ბაზრისა და ვიეტნამური სოციალისტურად ორიენტირებული ბაზრის ეკონომიკის მსგავსია. ლაოსის ეკონომიკაში სახელმწიფოს მფლობელობის მაღალი დონე უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისადმი ღიაობასთან და კერძო მფლობელობასთანაა შერწყმული მეტწილად საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში.[1][2]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლაოსში საბჭოური ტიპის გეგმიური ეკონომიკა ჩამოყალიბდა. 1986 წელს ეკონომიკური რეკონსტრუქციის ფარგლებში, რომელიც ლაოსის მსოფლიო ბაზართან ინტეგრაციას ისახავდა მიზნად, ქვეყანაში რეფორმები გატარდა, რომელსაც ახალი ეკონომიკური მექანიზმი ეწოდა, რაც მთავრობის კონტროლის დეცენტრალიზებასა და სახელმწიფო საწარმოებთან ერთად კერძო მეწარმეობის ხელშეწყობას გულისხმობდა.[3] ლაოსი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე სახემწიფოა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ წლიურად 8%-ით იზრდება.[4]

მიუხედავად ეკონომიკის სწრაფი ზრდისა, ლაოსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბ სახელმიწფოდ რჩება. ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმიწფოს განუვითარებელი ინფრასტრუქტურა აქვს და არაკვალიფიციური მუშხელი ჰყავს. მიუხედავად ამისა, ლაოსი უცხოური ინვესტიციებისთვის მაინც მიმზიდველია, რადგანაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია, ახალგაზრდა მუშხელი ჰყავს და საგადასახადო პოლიტიკას მისაღები აქვს.

ლაოსს მნიშვნელოვანი ჰიდროელექტრო რესურსები აქვს. ლაოსის მასშტაბით დიდი ზომის ჰიდროელექტროსადგურებია გავცელებული და ქვეყანას მცირე ზომის და ჰიდრო- და მზის სისტემების განვითარების პოტენციალიც აქვს.[5] ჰიდროელექტროენერგიის ჭარბი წარმოების წყალობით, ლაოსს იგი სხვა ქვეყნებში გააქვს, თუმცა ელექტროენერგიის წარმოების პროცესში ნახშირზეა დამოკიდებული.[6]

სექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრინჯის დათესვა ჩამპასაკის პროვინციაში. ბრინჯი ლაოსის სოფლის მეურნეობის პროდუქციის 80%-ზე მეტს შეადგენს.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით ბრინჯის ფერმები დომინირებს. სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის დაახლოებით 85%-ია დასაქმებული და ამ სექტორზე მთლიანი შიდა პროდუქტის 51% მოდის. დანაზოგების რაოდენობა დაბალია, რის გამოც ლაოსი საგარეო მხარდაჭერასა და შეღავათიან სესხებზეა დამოკიდებული.

სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს შორისაა ტკბილი კარტოფილი, ბოსტნეული, სიმინდი, ყავა, შაქრის ლერწამი, თამბაქო, ჩაი, არაქისი, ბრინჯი და ა.შ. 2012 წლის შუა ხანებში ლაოსის მთავრობამ ახალ სამთამადნო პროექტებზე ოთხწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. დასახელებულ მიზეზებს შორის იყო სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები.[7]

2019 წელს ლაოსმა აწარმოა: ბრინჯი (3.4 მლნ ტონა), მანიოკი (2.2 მლნ ტონა), შაქრის ლერწამი (1.9 მლნ ტონა), ბოსტნეული (1.5 მლნ ტონა), ბანანი (1 მლნ ტონა), სიმინდი (717 ათასი ტონა), საზამთრო (196 ათასი ტონა), ყავა (165 ათასი ტონა), ტარო (154 ათასი ტონა), ბატატი (114 ათასი ტონა), არაქისი (53 ათასი ტონა), ფორთოხალი (46 ათასი ტონა), ანანასი (43 ათასი ტონა), პაპაია (23 ათასი ტონა), ჩაი (8.6 ათასი ტონა)[8] და მცირე მოცულობით სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები.[8]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოსის ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი ტურიზმია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ლაოსში მოგზაურობა მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი 1990-იან წლებში გახდა, რის შემდეგაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტურისტებს შორის პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა.[9]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყავის მოსავლის აღება ლაოსში

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ლაოსს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 112-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 113-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2 720.3 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.04%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 6.5%-ს უტოლდება. უმუშევრობის დონე 0.6%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 59.3%-ია. ლაოში ჯინის კოეფიციენტი 36.4-ს უტოლდება.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით ლაოსი 119-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 73-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 138-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 125-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 118-ე, გამჭვირვალობით ― 111-ე, საკუთრების უფლებებით ― 99-ე, კორპორატიული მმართველობით ― 136-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 113-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ლაოსს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 93-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 87-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 97-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ლაოსი 102-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად ძალიან არასტაბილურია, 113-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 1.4%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 39.4ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით ლაოსი 77-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 94-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 59-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 87-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 112-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 74-ს.

ლაოსში არც თუ ისე კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (97-ე ადგილი): სიღრმით 93-ე, ხოლო სტაბილურობით 95-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 102-ე ადგილს იკავებს. ლაოსში ძალიან ცუდადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (137-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 139-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 78-ს.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Laos - Market Overview (July 15, 2019). ციტატა: „Laos is one of the world’s five remaining communist countries. The Lao economic model bears some resemblance to its Chinese and Vietnamese counterparts, in that it has implemented market-based economic practices while maintaining a high degree of state control and welcoming foreign direct investment (FDI). Laos is politically stable.“ ციტირების თარიღი: September 25, 2019
  2. Chapter II: The Socio-Economic Regime. Constitute (2003). ციტატა: „All types of enterprises are equal before the laws and operate according to the principle of the market economy, competing and cooperating with each other to expand production and business while regulated by the State in the direction of socialism.“ ციტირების თარიღი: September 25, 2019
  3. "Laos".
  4. The World Factbook — Central Intelligence Agency en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-01. ციტირების თარიღი: 2017-02-11
  5. Vakulchuk, Roman; Kresnawan, Muhammad Rizki; Merdekawati, Monika; Overland, Indra; Sagbakken, Haakon Fossum; Suryadi, Beni; Yurnaidi, Zulfikar (2020). „Lao PDR: How to Attract More Investment in Small-Scale Renewable Energy?“. doi:10.13140/RG.2.2.31192.72966. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  6. Overland, Indra; Sagbakken, Haakon Fossum; Chan, Hoy-Yen; Merdekawati, Monika; Suryadi, Beni; Utama, Nuki Agya; Vakulchuk, Roman (December 2021). „The ASEAN climate and energy paradox“. Energy and Climate Change. 2: 100019. doi:10.1016/j.egycc.2020.100019. hdl:11250/2734506.
  7. „Vietnam leads investment in Laos“. Investvine.com. 2013-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-26. ციტირების თარიღი: 2013-04-03.
  8. 8.0 8.1 Lao production in 2019, by FAO
  9. Slade, Maria (9 January 2011). „Stray-ing into Laos“. The New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 11 September 2011.
  10. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 334-337.