იემენის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იემენის ეკონომიკა
San'a03 flickr.jpg
ვალუტა იმენური რიალი
სტატისტიკა
მშპ (მუპ) $54.85 მილიარდი (2012 წელი)
მშპ ზრდა −0.2% (2014 წელი)
მშპ ერთ სულზე $3,800 (2014 წელი)
მშპ სექტორით აგრარული: 15.8%, ინდუსტრიული: 32.1%, მომსახურება: 52.1% (2014 წელი)
ინფლაცია 17.2% (2013)[1]
მოსახლეობა
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
54% (2014)
Gini index 37.7 (2014)
შრომითი რესურსი 7.158 მილიონი (2012 წელი)
შრომითი რესურსი
საქმიანობით
მოსახლეობის უმეტესობა დასაქმებული აგრარულსა და სასაქონლე სფეროებში; მომსახურების, მშენებლობის, ინდუსტრიულ და კომერციული სფერო მოიცავს მთელი სამუშაო ძალის ერთ მეოთხედზე ნაკლებს.
უმუშევრობა 37% (2014 წელი)
მრეწველობის მთავარი დარგები ნავთობის მოპოვება და გადამუშავება; ბამბის ქსოვილების მცირე წარმოება და ტყავის პროდუქტები; საკვები პროდუქტების გადამუშავება; რეწვა; პატარა ალუმინის საწარმოო ქარხანა; ცემენტი; კომერციული გემების რემონტი
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $8.291 მილიარდი (2014 წელი)
საქონლის ექსპორტი ნედლი ნავთობი, ყავა, გამომშრალი და დამარილებული თევზი, თხევადი ბუნებრივი გაზი
ძირითადი პარტნიორები ჩინეთის დროშა ჩინეთი 28.3%
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთ კორეა 23%
ტაილანდის დროშა ტაილანდი 11.2%
ინდოეთის დროშა ინდოეთი 8.8%
იაპონიის დროშა იაპონია 8.1%
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები 5.3% (2013 წელი)[2]
იმპორტი $10.19 მილიარდი (2014 წელი)
საქონლის იმპორტი საკვები და ცოცხალი ცხოველები, დანადგარებეი და მოწყობილობები, ქიმიკატები
სავაჭრო პარტნიორები ჩინეთის დროშა ჩინეთი 15.9%
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები 14%
ინდოეთის დროშა ინდოეთი 9.6%
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 6.6%
ქუვეითის დროშა ქუვეითი 5%
თურქეთის დროშა თურქეთი 4.6% (2014 წელი)[3]
სახელმწიფოს შიდა ვალი მშპ-ს 42.5% (2012 წელი)
საზოგადოებრივი ფინანსები
სახელმწიფო ვალი $6.472 მილიარდი (31 დეკემბერი 2008 წელი)
შემოსავლები $7.83 მილიარდი (2012 წელი)
გასავლები $10.55 მილიარდი (2008 წელი)
ეკონომიკური დახმარება „მიმღები“: $ 2.3 მილიარდი (2003-07 წლებში გამოყოფილი)
Main data source: CIA World Factbook
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები

იემენი — აგრარული ეკონომიკის მქონე ქვეყანა. 1990-იან წლებში ეკონომიკის 68.4%-ს იკავებდა სოფლის მეურნეობა და სამთო მრეწველობა. ძირითადი ინდუსტრიები: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქსოვილი, საკვები და ცემენტი. არის არც ისე დიდი ალუმინის ქარხნები. ტრანსპორტის სახეობებიდან აღსანიშნავია საგზაო და საზღვაო ტრანსპორტი. ნავსადგურები: ადენი, ჰოდეიდა, მოჰა, სალიფი, მუკალა. ძირითადი აეროპორტები მდებარეობს სანასა და ჰორმაკსარეში (ადენთან ახლოს).

მაკრო-ეკონომიკური ტრენდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის ცხრილი იემენის მთლიანი შიდა პროდუქტის ტრენდი (გაერთიანების შემდეგ) საბაზრო ფასებებში დადგენილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ (ერთეულში მოიაზრება მილიონი იემენური რიალი).

წელი მთლიანი შიდა პროდუქტი აშშ დოლარიდან გაცვლილი ინფლაციის ინდექსი (2000=100)
1990 125,562 11.70 იემენური რიალი 5.10
1995 516,643 40.49 იემენური რიალი 51
2000 1,539,386 161.00 იემენური რიალი 100
2005 2,907,636 191.37 იემენური რიალი 175

გაცვლითი კურსის პარიტეტული შედარებისთვის, აშშ დოლარი იცვლებოდა დაახლოებით 150.11 იამენურ რიალში. საშუალო ხელფასი 2009 წელს იყო $1.06 ერთ საათში ერთ კაცზე.

ფული შემოედინება საზღვარგარეთ მომუშვე იემენელებისა და მრავალწლიანი სავაჭრო დეფიციტის გამო მიღებული უცხოური დახმარების მეშვეობით. იმენის საზოგადოებები არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, იემენის უახლოესი არაბეთის ნახევარკუნძულელი მეზობლების, ინდონეზიის, ინდოეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ჩათვლით. 1950-იანი წლების შუაში საბჭოთა კავშირმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დაიწყეს იემენის არაბთა რესპუბლიკის ფართომასშტაბიანი დახმარება. ეს მოიცავდა მშენებლობის მნიშვნელოვან პროექტებს, სტიპენდიებსა და განსაკუთრებულ სამხედრო დახმარებას.

ინდუსტრიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა და თევზაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა არის ძირითადი სფერო იემენის ეკონომიკაში, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს წარმოადგენს 1990 წლიდან (20.4%-ს 2005 წელს იემენის ცენტრალური ბანკის ინფორმაციაზე დაყრდნობით) და სწორედ ამ სფეროში არის დასაქმებული შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54.2% 2003 წლისთვის). თუმცა, 2005 წლისთვის აშშ-ს მთავრობის შეფასებით სექტორმა მხოლოდ 13.5% შეადგინა მშპ-სი. ბევრმა ეკოლოგიურმა პრობლემამ დააბრკოლა ზრდა ამ სექტორში - ნიადაგის ეროზია, ქვიშის დიუნების გაჩენა და ტყეების გაჩეხვა, მაგრამ უდიდესი პრობლემა ამ დრომდე არის წყლის ნაკლებობა. მცირე დონის ნალექების შედეგად სოფლის მეურნეობა იემენში ძლიერად არის დამყარებული მიწისქვეშა წყლებზე, რესურსზე, რომელიც იწურება. წლის დონე იემენში ეცემა დაახლოებით ორ მეტრზე წელიწადში და მოსალოდნელია, რომ სანას მიწისქვეშა წყლების მიწოდება ამოიწურებოდა 2008 წლისთვის. ირიგაციის გამოყენებამ ხილი და ბოსტნეული იემენში გახადა პირდაპირი საქონელი ნაღდი ფულისა. მორწული კულტურების რაოდენობის ზრდასთან ერთად წვიმის წყლით მკვებავი კულტურების, ისეთი, როგორიცაა მარცვლეული წარმოება შემცირდა. იემენის ცენტრალურ ბანკის თანახმად 2005 წლისთვის ხათის, სუსტი ნარკოტიკული და რთულად დამუშავებადი მცენარის, რომელიც ქმნის ბუნებრივ სტიუმელებს მისი ფოთლების დაღეჭვისას, წარმოება 6.7%-ით გაიზარდა და შეადგინა 5.8% მშპ-სი; მისი გამოყენება იემენში ფართოდ არის გავრცელებული. მსოფლიო ბანკისა და სხვა ეკონომისტების თანახმად, ამ მცენარის კულტივაცია თამაშობს დომინანტურ როლს იემენის აგრარულ ეკონომიკაში, შეადგენს რა 10%-ს მშპ-სი და ასაქმებს 150 000 ადამიანს, მაშინ როდესაც მოიხმარს დაახლოებით 30%-ს სარწყავი წყლისა და იკავებს ადგილს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საექსპორტო ყავის, ხილისა და ბოსტნეულისთვის[4].

ხათის კულტივაცია დასავლეთ იემენში, ატ-ტავილაში

ამასთანავე, იემენის ფართო ტეროტორიულ წყლებს და საზღვაო რესურსს აქვს პოტენციალი აწარმოოს 840 000 ტონა თევზი ყოველ წლიურად, სათევზაო ინდუსტრია არის შედარებით განუვითარებელი და ძირითადად შედგება პატარა ნავიანი ინდივიდუალური მეთევზეებისგან. ბოლო წლებში მთავრობამ გააუქმა თევზის ექსპორტზე შეზღუდვები და წარმოებამ მიაღწია შესაძლებლობის 1/4-ს, რაც არის შეფასებული 260 მილიონ აშშ დოლარად 2005 წლისთვის. თევზი და თევზის პროდუქტები შეადგენს იემენის მშპ-ს მხოლოდ 1.7%-ს, მაგრამ ექსპორტით არის მეორე ყველაზე დიდი ინდუსტრია. 2005 წლის დეკემბერში მსოფლიო ბანკმა თანხმობა განაცხადა 25 მილიონი აშშ დოლარის კრედიტზე სათევზაო მენეჯმენტისა და კონსერვაციის პროექტი იმპლემენტაციისათვის წითელი ზღვისა და ადენის ყურის სანაპიროს გასწვრივ მდებარე გუბერნიებში. ამ პროექტით მოსალოდნელია, რომ გააუმჯობესებს ამ სფეროს განვითარებას პროდუქციისა და მოწყობილობების კუთხით, აღსანიშნავია ყინულის ქარხნები თევზის შენახვისათვის. ეს კი იემენის თევზაობის სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს უფრო ეფექტური კვლევები, რესურსების მენეჯმენტი და სარეგულაციო აქტივობები აწარმოოს[4].

ნავთობი და აირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იემენი არის მცირე ნავთობის მწარმოებელი და არ ეკუთვნის ნავთობის ექპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC). რეგიონის სხვა ნავთობმწარმოებლებისგან განსხვავებით, ეყრდნობა ნავთობის უცხოურ კომპანიებს, რომელთაც აქვთ წარმოაბა-დაყოფის შთანხმება მთავრობასთან. შემოსავალი ნავთობის წარმოებიდან შეადგენს 70%-იდან 75%-მდე მთავრობის შემოსავლისა და 90%-ს ექსპორტერი. იემენს აქვს დადასტურებული ნედლი ნავთობის 4 მილიარდ ბარელზე (640 000 000 მ3) მეტი მარაგი, ამასთანავე მოსალოდნელია, რომ ეს რეზერვები არ გასტანს 9  წელზე მეტს და ქვეყნის უძველესი ჭაბურღილის წარმოების რაოდენობა მცირდება, რაც არის პრობლემა ქვეყნის ქსპორტში ნავთობის დიდი წილის გამო[5]. მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს, რომ იემენის ნავთობისა და გაზის შემოსავლები დაეცემა 2009 და 2010 წლების განმავლობაში, ხოლო ნოლს მიაღწევს 2017 წლისთვის , როდესაც მიწოდება შეწყდება და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი გაფრთხილებას ავრცელებს, რომ არასტაბილურობამ რეგიონში შეიძლება უკანონობობის ზონა გააფართოვოს ჩრდილოეთ კენიიდან საუდის არაბეთამდე, მაშინ, როდესაც იემენის დემოკრატიას აღწერს, როგორც „მყიფეს“ და ამით მიუთითებს შეიარაღებულ კონფლიქტზე მეამბოხე ისლამისტ ტომებზე. შესაბამისად დასავლელი და სხვა დიპლომატები და ლიდერები იღწვიან იემენში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის და უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებისთვის[5]. ენერგიის საინფორმაციო ადამიანისტრაციის გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნედლი ნავთობის რაოდენობა საშუალოდ არის 413 300 (65 710 მ3) ბარელი დღეში 2005 წელს. შემცირდა 423 700 ბარელიდან (67 360 მ3) დღეში 2004 წელს. 2006 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ნედლი ნავთობის წარმოება იყო ნორმალური, საშუალოდ 412 500 ბარელი (65 580 მ3) დღეში[4].

დიდი აღმოჩენის შემდეგ 1982 წელს სამხრეთში, ამერიკულმა კომპანიამ იპოვა ნავთობის აუზი მარიბის ახლოს 1984 წელს. 1995 წლისთვის იწარმოება მთლიანობაში 27 000 მ3 (170 000 ბარელი) ნავთობისა დღეში.1986 წელლს მარიბის რაიონში მუშაობა დაიწყო პატარა ნავთობის გადამამუშაველბელმა ქარხანამ. საბჭოთა აღმოჩენა სამხრეთ გუბერნია - შაბვში იყო შედარებით ნაკლებადწარმატებული, მას შემდეგაც კი რაც სხვა ჯგუფმა მოიპოვა მასზე კონტროლი. დასავლურმა კონსორციუმმა ნავთობის ექსპორტი მასილადან დაიწყო ჰადრამავთიში 1993 წელს და წარმოებამ აქ მიაღწია 67 000 მ3-ს (420 000 ბარელს) დღეში 1999 წლისთვის. 12-ზე მეტი სხვა კომპანია დარჩა ხელმოცარული ნავთობის კომერციული რაოდენობის ძებნისას. ჯანაჰსა (ფორმალურად ცნობილი როგორც - საერთო ნავთობის მოპოვების არეალი) და  აღმოსავლეთ შაბვშის ტეროტირაზე არის ახალი აღმოჩენები. იემენის ნავთობის ექსპორტმა 1995 წელს გამოიმუშავა 1 მილიარდი აშშ დოლარი.

მარიბის ნავთობი შეიცავს ბუნებრივ აირსაც.1995 წლის სექტემბერში იემენის მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც კომპანია „Total of France-ს“ ნიშნავდა ლიდერად თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტირების პროექტზე. 1997 წელს იემენის აირის კომპანია გაერთიანედა სხვადასხვა კერძო კომპანიებთან, რათა დაეარსებინათ იემენის თხევადი ნატურალური გაზის კომპანია. 2005 წლის აგვისტოსი მთავრობამ გასცა საბოლოო თანხმობა სამ თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმებაზე, რითაც საშუალება მისცა იემენის თხევადი ბუნებრივი აირის კომპანიას დაეჯოლდოებინა 2 მილიარდი დოლარის კონტრაქტით საერთაშორისო კონსორციუმი, რათა აეშენებინათ ქვეყნის პირველი გამთხევადებელი ქარხანა ბალჰატში არაბეთის ზღვის სანაპიროზე. პროექტი ითვალისწინებს 3.7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას 25 წლის განმავლობაში, დაახლოებით 6.7 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებისათვის ყოველწლიურად, გადაზიდვით აშშ-სა და სამხრეთ კორეაში. თხევადი ბუნებირივი აირის წარმოება დაიწყო 2009 წლის ოქტომბერში. იემენის მთავრობა მოელის, რომ თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის ბიუჯეტს დაემატება 350 მილიონი აშშ დოლარი და ეს საშუალებას მისცემს განვითაროს ნავთობქიმიური მრეწველობის ინდუსტრია[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.worldbank.org/en/country/yemen
  2. Export Partners of Yemen. CIA World Factbook (2013). წაკითხვის თარიღი: 14 April 2015.
  3. Import Partners of Yemen. CIA World Factbook (2013). წაკითხვის თარიღი: 14 April 2015.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Yemen country profileLibrary of Congress Federal Research Division (December 2006). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  5. 5.0 5.1 Martin Plaut (20 November 2008). "Yemen 'faces crisis as oil ends'". BBC News.