სამხრეთ კორეის ეკონომიკა
სამხრეთ კორეის ეკონომიკა მაღალგანვითარებული შერეული ეკონომიკაა.[1][2][3] ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით სამხრეთი კორეა აზიის მასშტაბით მე-4, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მე-10 ადგილზეა. სამხრეთი კორეა ცნობილია, როგორც მცირე პერიოდში დაბალგანვითარებული სახელმწიფოდან განვითარებულ, მაღალშემოსავლიან სახელმწიფოდ გარდაქმნის მაგალითი. სამხრეთ კორეის ამ ეკონომიკურ ზრდას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „სასწაული მდინარე ჰანგანზე“.[4] სამხრეთი კორეა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის წევრია. სამხრეთი კორეა დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი განვითარებული ეკონომიკაა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ. იგი ერთ-ერთია Next Eleven-ის ქვეყნებიდან, რომელთაც XXI საუკუნის შუა ხანებში გლობალურ ეკონომიკაში დომინანტური როლის მიღების პოტენციალი აქვთ.[5]
სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო სისტემა ხელს უწყობს მოტივირებული და განათლებული მოსახლეობის ყოლას, რომელთა წყალობითიაც ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიების ბუმია.[6] ეკონომიკური წარმატებისთვის სამხრეთ კორეამ ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა. 2019 წელს სამხრეთი კორეა მსოფლიოში მერვე უმსხვილესი ექსპორტიორი და მერვე უმსხვილესი იმპორტიორი იყო. კორეის ბანკი და კორეის განვითარების ინსტიტუტი პერიოდულად აქვეყნებენ სამხრეთ კორეის მთავარ ეკონომიკურ ინდიკატორებსა და ეკონომიკურ ტრენდებს.[7][8]
მიუხედავად სამხრეთ კორეის ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და სტრუქტურული სტაბილურობისა, სამხრედრო კრიზისების დროს ჩრდილოეთი კორეის გამო ქვეყანა საფონდო ბირჟებზე გამოწვევების წინაშე დგება. მიმდინარე კონფლიქტი ქვეყნის ეკონომიკის ფინანსურ ბაზრებზე ახდენს გავლენას.[9][10][11][12][13]
სექტორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გემთმშენებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970-1980-იან წლებში სამხრეთ კორეა გემების მოწინავე მწარმოებელი გახდა, მათ შორის ნავთობის სუპერტანკერებისა და ნავთობმოპოვებლი პლატფორმებისა. ქვეყნის მთავარი გემთმშენებელი ჰიუნდაი იყო. 1980-იან წლებში გემთმშენებლობის მრეწველობას Daewoo შეუერთდა. 1980-იანი წლების შუა ხანებში გემთმშენებლობის მასშტბაბეი შემცირდა, რაც მსოფლიო რეცესიით იყო გამოწვუელი. 1990-იან წლებში სამხრეთ კორეაში გემთმშენებლობა კვლავ გაიზარდა, რაც ძველი გემების შეკეთებითა და შეცვლის აუცილებლობით იყო გამოწვეული.[14] 2008 წლისთვის სამხრეთი კორეა მსოფლიოში მოწინავე გემთმშენებელი გახდა, რომელზეც მსოფლიო მასსთაბით გემთმშენებლობის 50.6% მოდიოდა. მთავარი გემთმშენებელი კომპანიები არიან: Hyundai Heavy Industries, Samsung Heavy Industries, Daewoo hipbuilding & Marine Engineering და ამჟამად გაკოტრებული STX Offshore & Shipbuilding.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წელს სამხრეთ კორეას 11.1 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მონახულებად სახელმწიფოთა შორის მეოცე ადგილზე იყო, ხოლო აზიის ქვეყნებს შორის - მეექვსე ადგილზე.[15][16]უკანასკნელ ხანებში სამხრეთ კორეის კულტურისადმი გაზრდილმა ინტერესმა, რომელიც ხშირად კორეულ ტალღად მოიხსენიება, ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.[17] ვიზიტორთათვის ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი სეულია. სეულის გარეთ მდებარე პოპულარულ ტურისტულ დანიშნულების ადგილებს შორისაა: სეორაკსანის ეროვნული პარკი, ისტორიული ქალაქი ჩიონცუ და სუბტროპიკული ჯეჯუს კუნძული.[18]
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ კორეას მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის მე-15 ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-13 ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 31 345.6 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 1.58%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 3%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 3.8%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 2.7%-ია. ჯინის კოეფიციენტი 31.6-ის ტოლია.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით სამხრეთი კორეა 26-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 32-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 78-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 43-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 31-ე, გამჭვირვალობით ― 42-ე, საკუთრების უფლებებით ― 26-ე, კორპორატიული მმართველობით ― 21-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― მე-16.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით სამხრეთ კორეას მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-6 ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-5, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 22-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით სამხრეთი კორეა პირველ ადგილზეა მთელ მსოფლიოში. ქვეყანა მაკროეკონომიკურად ძალიან სტაბილურია. სხვა 32 სახელმწიფოსთან ერთად პირველ ადგილს იკავებს: ინფლაციის დონე 1.7%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 100-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით სამხრეთი კორეა 59-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 66-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 67-ეს; შრომის ბაზრის მიხედვით ―51-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 97-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 25-ეს.
სამხრეთ კორეაში ძალიან კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (მე-18 ადგილი): სიღრმით მე-16, ხოლო სტაბილურობით 41-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა მე-14 ადგილს იკავებს. სამხრეთ კორეაში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (25-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 55-ეს.[19]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Koh, Jae Myong (2018) Green Infrastructure Financing: Institutional Investors, PPPs and Bankable Projects, London: Palgrave Macmillan. ISBN 978-3-319-71769-2.
- (2007) რედ. Lee-Jay Cho: Institutional and Policy Reforms to Enhance Corporate Efficiency in Korea. Seoul: Korea Development Institute. ISBN 978-89-8063-305-0.
- (2003) რედ. Stephan Haggard: Economic Crisis and Corporate Restructuring in Korea. Cambridge, UK: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-82363-0.
- O. Yul Kwon (2010). The Korean Economy in Transition: An Institutional Perspective. Northampton, MA: Edward Elgar. ISBN 978-1-84064-268-1.
- (2010) რედ. T. Youn-Ja Shim: Korean Entrepreneurship: The Foundation of the Korean Economy. New York: Palgrave Macmillan. ISBN 978-0-230-10707-6. Essays on such topics as American-educated technocrats in the 1960s and their role in South Korea's economic growth, and entrepreneurial family companies in South Korea, as well as China and Japan.
- Byung-Nak Song (2003). The Rise of the Korean Economy, 3rd, New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-592827-3.
- Sang Chul Suh (1978). Growth and Structural Changes in the Korean Economy, 1910-1940, Harvard East Asian Monographs. Cambridge: Harvard University Press. ISBN 978-0-674-36439-4.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Statistics Korea
- Ministry of Economy and Finance (South Korea)
- Korea Customs Service
- Bank Of Korea დაარქივებული 2017-06-17 საიტზე Wayback Machine.
- World Bank Summary Trade Statistics South Korea
- South Korea – OECD
- South Korea profile at the CIA World Factbook
- South Korea profile at The World Bank
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ South Korea: Introduction >> globalEDGE: Your source for Global Business Knowledge. ციტირების თარიღი: 2 August 2016
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 2 August 2016
- ↑ Kerr, Anne; Wright, Edmund (1 January 2015) A Dictionary of World History. Oxford University Press. ISBN 9780199685691.
- ↑ (2001) Korea, A Century of Change. ISBN 978-981-02-4657-0.
- ↑ Chapter Thirteen - Beyond the BRICs: a Look at The 'Next 11'. Goldman Sachs, გვ. 161. დაარქივებული 17 December 2020[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ High performance, high pressure in South Korea's education system. ICEF (23 January 2014). ციტირების თარიღი: 19 January 2015
- ↑ Economic Statistics System. bok.or.kr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 22 September 2012
- ↑ KDI Korea Development Institute > Publications. kdi.re.kr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 22 September 2012
- ↑ „Moody's Raises Korea's Credit Range“. Chosun Ilbo. 2 August 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 August 2016. ციტირების თარიღი: 14 August 2010.
- ↑ Financial markets unstable in S.Korea following Cheonan sinking. Hankyeoreh (26 May 2010). ციტირების თარიღი: 14 August 2010
- ↑ BTI 2016 South Korea Country Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 30 July 2016
- ↑ Development of Competition Laws in Korea. ციტირების თარიღი: 30 July 2016
- ↑ Korea's Competition Law and Policies in Perspective Symposium on Competition Law and Policy in Developing Countries. ციტირების თარიღი: 30 July 2016
- ↑ South Korea: Shipbuilding. Library of Congress. ციტირების თარიღი: 14 August 2010
- ↑ UNTWO. (June 2008) UNTWO World Tourism Barometer, Vol.5 No.2 (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-19. ციტირების თარიღი: 2008-10-15.
- ↑ Kolesnikov-Jessop, Sonia (2010-11-11). „South Korea Sets Its Sights on Foreign Tourists“. nytimes.com.
- ↑ Korea Monthly Statistics.
- ↑ Statistics Korea: Resort island of Jeju is booming.
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 322-325.
|