იორდანიული დინარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იორდანიული დინარი
دينار أردني
0,5 Dinar Jordanien.png
კოდი ISO 4217 JOD
ქვეყანა იორდანია
ოფიციალური
მომხმარებლები
იორდანია
არაოფიციალური
მომხმარებლები
მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი
სიმბოლო د.أ
მონეტები ½, 1, 2½, 5, 10 ქირში; ¼, ½, 1 დინარი
ბანკნოტები 1, 5, 10, 20, 50 დინარი
ცენტრალური ბანკი იორდანიის ცენტრალური ბანკი
საიტი [1]

იორდანიური დინარი ( არაბ. دينار أردني  ; კოდი : JOD ; არაოფიციალურად შემოკლებით JD) — იორდანიის ვალუტა 1950 წლიდანი. ვალუტს ოფიციალური სიმბოლო ,,د.أ"-ს წარმოადგენს. ვალუტის ISO 4217-ის ოფიციალური კოდია JOD .

იორდანიის დინარი ასევე ფართოდ გამოიყენება მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ვალუტა შეკელთან ერთად.[1][2] დინარი იყოფა 10 დირჰამად, 100 ქირშად ან 1000 ფულუდ. ვალუტა ოფიციალურად დამოკიდებულია აშშ დოლარზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წლიდან 1950 წლამდე პალესტინის სავალუტო საბჭო აწარმოებდა პალესტინის ფუნტს, როგორც ოფიციალური ვალუტას. ის გამოიყენებოდა პალესტინის სამთავროსა და ტრანსიორდანიის საამიროში. მას შემდეგ, რაც 1946 წლის 25 მაისს იორდანია დამოუკიდებელი სამეფო გახდა, ეროვნული ვალუტის შექმნის იდეა გაჩნდა, რასაც 1949 წლის No35 დროებითი კანონის მიღებას მოჰყვა. ამ კანონის თანახმად, შეიქმნა იორდანიის სავალუტო საბჭო, რომელიც გახდა ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო იორდანიის სამეფოში, რომელსაც ვალუტის გამოშვების უფლება ჰქონდა. ლონდონში დაფუძნებული სუბიექტი შედგებოდა პრეზიდენტისა და ოთხი წევრისგან.

1950 წლის 1 ივლისიდან იორდანიის დინარი გახდა სამეფოს ოფიციალური ვალუტა და პალესტინის ფუნტის გამოყენება ოფიციალურად შეწყდა სამეფოში 1950 წლის 30 სექტემბერს. მიუხედავად იმისა, რომ გაცემულია იორდანიის სავალუტო საბჭოს მიერ, კუპიურებზე დატანილია ქვეყნის ოფიციალური სახელი ,,იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო". [3]

1950 წელს იორდანიის მიერ დასავლეთი სანაპიროს ანექსიის შემდეგ, იორდანიის დინარი იქცა კანონიერ ვალუტად და პალესტინური გირვანქა მთლიანად ჩაანაცვლა.

1992 წლამდე მონეტები დენომინირებული იყო არაბულის გამოყენებით. ინგლისური გამოყენებული იყო მხოლოდ ფილსებსა და დინარებზე. 1992 წლიდან, ფილსები და დირჰამი აღარ არის აღნიშნული არაბულ ენაზე, ხოლო ინგლისურ დასახელებები შეიცვალა და გახდა დიანრი, ქირში და პიასტრები.

მონეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონეტები შემოიღეს 1949 წელს 1, 5, 10, 20, 50 და 100 ფილსის ნომინალებში. 1 ფილის პირველი გამოცემა შეცდომით მოჭრეს, მასზე სახელწოდება ეწერა როგორც ,,1 ფილ". 20 ფილსის მონეტები მოიჭრა 1965 წლამდე, 25 ფილსი შეიქმნა 1968 წელს და 1/4 დინარის მონეტები მოიჭრა 1970 წელს. 1 ფილსის ღირებულების მონეტა ბოლოს 1985 წელს დაამზადეს. 1996 წელს, 1/4 დინარის მონეტები შეიქმნა. ასევე მიმოქცევაში შევიდა 1/2 და 1 დინარის ღირებულების მონეტებიც.

მნიშვნელობა დიამეტრი წონა კომპოზიცია პირას ავერსი რევერსი პირველი მოჭრილი წელი
1 ქირში 25 მმ 5,5 გ სპილენძის მოოქროვილი ფოლადი სადა აბდულა II-ს მარჯვენა პროფილი ლატის დიზაინი; ღირებულებააღმოსავლეთ არაბული ციფრებით 2000 წელი
5 პიასტრი (ქირში) 26 მმ 5 გრ ნიკელის მოოქროვილი ფოლადი დახაზული აბდულა II-ს მარჯვენა პროფილი ლატის დიზაინი, ღირებულება აღმოსავლეთ არაბული ციფრებით 2000 წელი
10 პიასტრი (ქირში) 28 მმ 8 გ ლატის დიზაინი, ღირებულება არაბული ციფრებით
1/4 დინარი 26.5 მმ

ჰეპტაგონალური
7,4 გ თითბერი სადა აბდულა II -ს მარჯვენა პროფილი ფოთლისმაგვარი დიზაინი, ღირებულება არაბული ციფრებით 2004 წ
1/2 დინარი 29 მმ
ჰეპტაგონალური
9,6 გ ბეჭედი: ალუმინის ბრინჯაო
ცენტრი:

სპილებძი და ნიკელი

სადა აბდულა II -ს მარჯვენა პროფილი ფოთლის დიზაინი, ღირებულება არაბული ციფრებით 2000 წელი

ბანკნოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს, მთავრობის განკარგულებით გამოიცა 1/2, 1, 5, 10 და 50 დინარის ღირებულების ბანკნოტები. 1959 წლიდან იორდანიის ცენტრალურმა ბანკმა აიღო პასუხისმგებლობა ბანკნოტების წარმოება. 20 დინარის კუპიურა დაბეჭდეს 1977 წელს, რასაც 1999 წელს 50 დინარიანის დაბეჭდვა მოჰყვა. 1/2 დინარის ღირებულების ბანკნოტები 1999 წელს მონეტებით ჩანაცვლდა.

იორდანიის ცენტრალური ბანკის მეოთხე სერია [4]
მნიშვნელობა ზომები მთავარი ფერი ავერსი უკუ დაბეჭდილი თარიღი გაცემის თარიღი წყლის ნიშანი
1 დინარი 133 × 74 მმ ცაცხვი და მწვანე ჰუსეინ ბინ ალი დიდი არაბული აჯანყება 2002 წ



</br> ჰიჯრა 1423 წ
2003 წლის 30 მარტი შარიფ ჰუსეინ ბინ ალი
5 დინარი 137 × 74 მმ აგურისფერი ნარინჯისფერი აბდულა ბინ ალ-ჰუსეინი I მაანის სასახლე 2002 წლის 22 დეკემბერი აბდულა I ბინ ალ-ჰუსეინი
10 დინარი 141 74 მმ ლურჯი თალალ ბინ აბდულაჰი იორდანიის პირველი პარლამენტის შენობა თალალ ბინ აბდულაჰი
20 დინარი 145 × 74 მმ ცისფერი ჰუსეინ ბინ თალალი კლდის გუმბათი 2003 წლის 2 თებერვალი ჰუსეინ ბინ თალალი
50 დინარი 149 × 74 მმ ვარდისფერი და ყავისფერი აბდულა ბინ ალ-ჰუსეინი II რაგდანის სასახლე აბდულა II ბინ ალ-ჰუსეინი

ფიქსირებული გაცვლითი კურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლის 23 ოქტომბრიდან დინარი ოფიციალურად იყო დაკავშირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალურ უფლებებთან (SDR), ხოლო პრაქტიკაში იგი უმეტესად 1 აშშ დოლარისთვის კურსად 0,709 დინარს ადგენდა. შესაბამისად 1 დინარი 1,41044 ამერიკულ დოლარის ტოლი იყო.[5][6]ცენტრალური ბანკის ოფიციალური კურსია: 1 აშშ დოლარის შესაძენად საჭიროა 0.708 იორდანიული დინარი, ხოლო ერთი დინარის შესაძენად 0.710 აშშ დოლარი. [7]

იორდანიის დინარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში:

1980 წელს - 0,29 დინარი

1985 წელს - 0.39 დინარი

1990 წელს - 0.66 დინარი

1995 წელს - 0.75 დიანარი

2020 წელს - 0.71 დინარი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zacharia, Janine (2010-05-31). "Palestinian officials think about replacing Palestinian shekel with Palestine pound". ISSN 0190-8286. Retrieved 2018-08-22
  2. Cobham, David (2004-09-15). "Alternative currency arrangements for a new Palestinian state". In David Cobham (ed.). The Economics of Palestine: Economic Policy and Institutional Reform for a Viable Palestine State (PDF). London: Routledge. ISBN 9780415327619. Retrieved 2018-08-22.
  3. Linzmayer, Owen (2012) "Jordan", The Banknote Book. San Francisco, CA: www.BanknoteNews.com. 
  4. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-03-11. ციტირების თარიღი: 2005-09-11.
  5. Exchange Rate Fluctuations, Programme Management Unit დაარქივებული 2004-07-19 საიტზე Wayback Machine.
  6. Tables of modern monetary history: Asia დაარქივებული 2007-02-19 საიტზე Wayback Machine.
  7. Report of the Working Party on the Accession of the Hashemite Kingdom of Jordan to the World Trade Organization დაარქივებული 2008-06-25 საიტზე Wayback Machine.