იაპონიის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოკიოიაპონიის ფინანსური ცენტრი

იაპონიის ეკონომიკა მაღალგანვითარებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა.[1] ნომინალური მშპ-ის მიხედვით იგი მსოფლიოში მესამე უდიდესი, ხოლო მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მეოთხე უმსხვილესი ეკონომიკაა.[2][3] იგი მსოფლიოში მეორე უდიდესი განვითარებული ეკონომიკაა. იაპონია დიდი შვიდიანისა და დიდი ოცეულის წევრია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 40 193$-ს შეადგენდა.[4] ვალუტის გაცვლის კურსის არასტაბილურობის გამო, დოლარებში განსაზღვრული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად მერყეობს. ამ რყევებისგან თავის დასაზღვევად, ატლასის მეთოდით განსაზღვრისას იაპონიის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 39 048$-ს უტოლდება. იაპონიის ბანკი ყოველკვარტალურად აქვეყნებს იაპონიის ეკონომიკის წინასწარ პროგნოზს ტანკანის გამოკითხვის მეშვეობით.[5] Nikkei 225 ყოველთვიურად წარუდგენს მოხსენებებს იაპონიის საბირჟო ჯგფუს, რომელიც მეხუთე უდიდესი საფონდო ბირჟაა მსოფლიოში საბაზრო კაპიტალიზაციის დონის მიხედვით.[6][7] 2018 წელს იაპონია მსოფლიოში მეოთხე უდიდესი იმპორტიორი და მეოთხე უდიდესი ექსპორტიორი სახელმწიფო იყო.[8] იაპონიას მსოფლიოში სიდიდით მეორე უცხოური გაცვლითი რეზერვები აქვს, რომელთა ღირებულება 1.4 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.[9] გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, იაპონია მეექვსე, ხოლო ეკონომიკური კომპლექსურობის ინდექსის მიედვით პირველ ადგილზეა.[10] იაპონია მსოფლიოში სიდიდით მეოთხე სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს.[11]

იაპონია მეორე უდიდესი ავტომწარმოებელი სახელმწიფოა მსოფლიოში.[12] ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან მზარდი კონკურენციის პირობებში, იაპონიაში წარმოება ამჟამად მაღალ ტექნოლოგიებსა და ძვირფას საქონელზე ფოკუსირდება,[13] როგორიცაა ინტეგრირებული მიკროსქემები, ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებები და რობოტექნიკა.[14] გარდა კანტოს რეგიონისა,[15][16][17][18] კანსაის რეგიონიც ერთ-ერთი წამყვანი სამრეწველო კლასტერი და სამრეწველო ცენტრია იაპონიაში.[19] ამომავალი მზის ქვეყანა მსოფლიოში უმსხვილესი კრედიტორი სახელმწიფოა.[20][21][22] ქვეყანას ძირითადად დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს და მნიშვნელოვნად აჭარბებს საერთაშორისო ინვესტიციებსაც. იაპონია მსოფლიოში მესამე ადგილზეა ფინანსური აქტივების მოცულობის მიხედვით. 2020 წელს ფინანსურმა აქტივებმა 12 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.6%-ს შეადგენდა..[23][24] 2017 წელს Fortune Global 500-ის კომპანიებიდან 51 იაპონიაში იყო დაფუძნებული, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 11-ით ნაკლებია.[25][26] საერთო სიმდიდრის მიხედვით, იაპონია მსოფლიოში მესამე სახელმწიფოა. წარსულში იგი მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო აქტივებისა და სიმდიდრის მიხედვით და მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა, თუმცა 2015 წლის შემდეგ მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გადაუსწრო.[27][28]

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინკანსენი N700 სერიის მატარებელი

2018 წელს იაპონიამ მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკის ინდექსის მიხედვით მე-5,[29] ხოლო ინფრასტრუქტურის კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა.[30] 2005 წელს იაპონიის ენერგიის ნახევარი საწვავზე მოდიოდა, მეხუთედი — ნახშირზე, ხოლო 14% — ბუნებრივ აირზე.[31] ატომური ენერგია იაპონიაში ელექტროენერგიის 25%-ს შეადგენდა, თუმცა ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ იაპონიაში ბირთვული პროგრამის შეჩერების ბევრი მოსურნე გამოჩნდა. 2013 წლის სექტემბერისთვის იაპონიაში უკანასკნელი 50 ატომური სადგური დაიხურა და ქვეყანა ბირთვული ენერგიისგან გათავისუფლდა.[32]

იაპონიაში დიდი თანხა იხარჯება გზებზე.[33] 1.2 მილიონი კმ-ის სიგრძის დაგებული გზა ტრანსპორტირების მთავარი საშუალებაა.[34] იაპონიაში მართვა გზის მარცხენა მხარესაა დაშვებული.[35] ახალი და მეორადი მანქანები არ არის ძვირი, თუმცა იაპონიის მთავრობა ხალხს ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების შეძენისკენ მოუწოდებს.[36] მანქანის მფლობელობისა და საწვავზე გადასახადები ენერგოეფექტურობის გასაზრდელადაა შემუშავებული.[36]

იაპონიაში 98 სამგზავრო და საერთო ჯამში 175 აეროპორტია. თვითმფრინავით მგზავრობა პოპულარულია ქვეყნის მასშტაბით.[37][38] უდიდესი ადგილობრივი აეროპორტი ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც აზიის მასშტაბით მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია.[39] უდიდესი საერთაშორისო აეროპორტებია ნარიტას საერთაშორისო აეროპორტი (ტოკიოს ტერიტორია), კანსაის საერთაშორისო აეროპორტი (ოსაკა/კობე/კიოტოს ტერიტორია) და ტიუბუს საერთაშორისო აეროპორტი (ნაგოიის ტერიტორია).[40] იაპონიის უდიდესი პორტებია: ნაგოიის პორტი, ტოკიოს პორტი, იოკოჰამის პორტი და კობეს პორტი.[41]

იაპონიაში ენერგიის 84% იმპორტირებულია.[42][43] ქვეყანას გათხევადებული ბუნებრივი აირის უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოში, მეორე ადგილზეა ნახშირის იმპორტით და მესამეზეა ნავთობის იმპორტით.[44] იმპორტირებულ ენერგიაზე დიდი დამოკიდებულების გამო, იაპონია მისი წყაროების დივერსიფიცირებას ისახავს მიზნად.[45] 1970-იან წლებში ნავთობის შოკების შემდეგ იაპონიამ მასზე, როგორც ენერგიის წყაროზე, დამოკიდებულბა შეამცირა. აღნიშნული მაჩვენებელი 1973 წელს 77.4%-ს უტოლდებოდა, ხოლო 2010 წელს 43.7% შეადგინა. შედეგად გაიზარდა ბუნებრივ აირსა და ატომურ ენერგიაზე დამოკიდებულება.[46]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმუშევრობის დონე იაპონიაში[47] წითელი ხაზი დიდი შვიდიანის საშუალო მაჩვენებელს შეესაბამება.
ვიწრო ხაზი 15-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის უმუშევრობის დონეს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, იაპონიას მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის მე-5 ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-6 ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 39 305.8 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 4.14%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 1.2%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 2.4%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 6.3%-ია. ჯინის კოეფიციენტი 32.1-ს უტოლდება.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით, იაპონია მე-6 ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას მე-19 ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 98-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 21-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― მე-13, გამჭვირვალობით ― მე-18, საკუთრების უფლებებით ― მე-7, კორპორატიული მმართველობით ― 41-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ―მე-17.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით, იაპონია მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-5 ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-4, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― მე-11. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით იაპონია მე-6 ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად საკმაოდ სტაბილურია, 42-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 0.7%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 89.8-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით იაპონია მე-6 ადგილზეა: შიდა კონკურენციით მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― მე-8-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― მე-16 ადგილზეა: მოქნილობის ინდექსით მე-11 ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 21-ს.

იაპონიაში ძალიან კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (მე-12 ადგილი): სიღრმით მე-6, ხოლო სტაბილურობით 70-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა მე-4 ადგილს იკავებს. იაპონიაში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (მე-17 ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 35-ე ადგილზეა.[48]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lechevalier, Sébastien (2014). The Great Transformation of Japanese Capitalism. Routledge, გვ. 204. ISBN 9781317974963. 
  2. World Economic Outlook Database, April 2016 – Report for Selected Countries and Subjects. International Monetary Fund (IMF). ციტირების თარიღი: 6 October 2015
  3. Kyung Lah (14 February 2011). „Japan: Economy slips to Third in world“. CNN.
  4. (2017) Japan: 2017 Article IV Consultation : Press Release ; Staff Report ; and Statement by the Executive Director for Japan., International Monetary Fund. Asia and Pacific Department, Washington, D.C.: International Monetary Fund. ISBN 9781484313497. OCLC 1009601181. 
  5. TANKAN :日本銀行 Bank of Japan. Bank of Japan. Boj.or.jp. ციტირების თარიღი: 1 February 2013
  6. Monthly Reports - World Federation of Exchanges. WFE.
  7. Nikkei Indexes.
  8. World Trade Statistical Review 2019. World Trade Organization. ციტირების თარიღი: 31 May 2019
  9. HOME > International Policy > Statistics > International Reserves/Foreign Currency Liquidity. Ministry of Finance Japan.
  10. OEC - Economic Complexity Ranking of Countries (2013-2017) en. ციტირების თარიღი: 16 March 2020
  11. Household final consumption expenditure (current US$) | Data en-us. ციტირების თარიღი: 7 April 2018
  12. 2013 Production Statistics – First 6 Months. OICA. ციტირების თარიღი: 16 October 2013
  13. Morris, Ben (12 April 2012). „What does the future hold for Japan's electronics firms?“. BBC News. ციტირების თარიღი: 16 October 2013.
  14. Japan (JPN) Exports, Imports, and Trade Partners | OEC en. ციტირების თარიღი: 2022-03-05
  15. Iwadare, Yoshihiko. (1 April 2004) Strengthening the Competitiveness of Local Industries: The Case of an Industrial Cluster Formed by Three Tokai Prefecters. Nomura Research Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 16 February 2014
  16. Kodama, Toshihiro. (1 July 2002) Case study of regional university-industry partnership in practice. Institute for International Studies and Training. ციტირების თარიღი: 16 February 2014
  17. Kajikawa, Yuya; Sakata, Ichiro. Evaluating the Impacts of Regional Cluster Policies using Network Analysis. International Association for Management of Technology (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 16 February 2014
  18. Schlunze, Rolf D.. Location and Role of Foreign Firms in Regional Innovation Systems in Japan. Ritsumeikan University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 16 February 2014
  19. Profile of Osaka/Kansai. Japan External Trade Organization Osaka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 16 February 2014
  20. „Japan, savings superpower of the world“. The Japan Times. 2 September 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 August 2020. ციტირების თარიღი: 12 September 2020.
  21. Chandler, Marc (19 August 2011). „The yen is a safe haven as Japan is the world's largest creditor“. Credit Writedowns. ციტირების თარიღი: 19 June 2013.
  22. Obe, Mitsuru (28 May 2013). „Japan World's Largest Creditor Nation for 22nd Straight Year“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 14 October 2013.
  23. Allianz Global Wealth Report 2021. ციტირების თარიღი: 2022-03-05
  24. Allianz Global Wealth Report 2015. Allianz (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 24 March 2016
  25. Global 500 (updated). Fortune (magazine).
  26. „Global 500 2013“. Fortune (magazine).
  27. Allianz Global Wealth Report 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 10 February 2016
  28. Global wealth report en. ციტირების თარიღი: 16 March 2020
  29. Global Rankings 2018 | Logistics Performance Index. ციტირების თარიღი: 18 March 2020
  30. Global Rankings 2018 | Logistics Performance Index. ციტირების თარიღი: 18 March 2020
  31. Chapter 7 Energy დაარქივებული 5 January 2013 საიტზე Wayback Machine. , Statistical Handbook of Japan 2007
  32. „Japan goes nuclear-free indefinitely“. CBC News. 15 September 2013. ციტირების თარიღი: 9 November 2013.
  33. Pollack, Andrew (1 March 1997). „Japan's Road to Deep Deficit Is Paved With Public Works“. The New York Times. ციტირების თარიღი: 15 November 2013.
  34. Chapter 9 Transport დაარქივებული 27 April 2011 საიტზე Wayback Machine. , Statistical Handbook of Japan
  35. Why Does Japan Drive On The Left?. 2pass. ციტირების თარიღი: 11 November 2013
  36. 36.0 36.1 „Prius No. 1 in Japan sales as green interest grows“. USA Today. 8 January 2013. ციტირების თარიღი: 9 November 2013.
  37. Aoki, Mizuho. (7 February 2013) Bubble era's aviation legacy: Too many airports, all ailing. The Japan Times. ციტირების თარიღი: 11 November 2013
  38. Mastny, Lisa. (December 2001) Traveling Light New Paths for International Tourism. Worldwatch Paper. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 11 November 2013
  39. Year to date Passenger Traffic. Airports Council International (8 November 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 11 November 2013
  40. Narita airport prepares for battle with Asian hubs. The Japan Times (25 October 2013). ციტირების თარიღი: 12 November 2013
  41. The JOC Top 50 World Container Ports. JOC Group Inc.. ციტირების თარიღი: 11 November 2013
  42. Nuclear Power in Japan. World Nuclear Association (November 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 15 November 2013
  43. Japan's Energy Supply Situation and Basic Policy. FEPC. ციტირების თარიღი: 15 November 2013
  44. Japan. Energy Information Administration. ციტირების თარიღი: 15 November 2013
  45. Iwata, Mari (12 November 2013). „Fukushima Watch: Some Power Companies in Black without Nuclear Restarts“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 15 November 2013.
  46. A lesson in energy diversification. The Japan Times (1 November 2013). ციტირების თარიღი: 15 November 2013
  47. OECD Labour Force Statistics 2020, OECD Labour Force Statistics, OECD, 2020, , ISBN 9789264687714
  48. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 306-309.