ბანგლადეშის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაკაბანგლადეშის ფინანსური ცენტრი

ბანგლადეშის ეკონომიკა განვითარებადი საბაზრო ეკონომიკით ხასიათდება.[1] იგი მსოფლიოში სიდიდით 41-ე ეკონომიკაა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ხოლო 30-ე ადგილზეა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. მიეკუთვნება საშუალო კლასის ეკონომიკებს და ჯიმ ო'ნილის კლასიფიკაციით შემდეგი თერთმეტი (Next Eleven) სახელმწიფოს ნაწილია. 2019 წლის პირველ კვარტალში ბანგლადეში მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო იყო როგორც რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის, ისე მუდმივ ფასებში მოცემული მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და წლიური ზრდის მაჩვენებელი 8.3%-ს უტოლდებოდა.[2] ქვეყნის ფინანსური ცენტრები დაკა და ჩიტაგონგია, სადაც დაკის საფონდო ბირჟა და ჩიტაგონგის საფონდო ბირჟაა განთავსებული. ბანგლადეშის ფინანსური სექტორი მეორე ადგილზეა ინდოეთის სუბკონტინენტზე. ბანგლადეში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა როგორც სამხრეთ აზიაში, ისე მთელს მსოფლიოში.

2004 წლის შემდეგ ათწლეულში ბანგლადეშის მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 4.5%-ით იზრდებოდა. აღნიშნული ზრდა მეტწილად ტექსტილის ნაწამის ექსპორტით, ფულადი გზავნილებითა და სოფლის მეურნეობის სექტორით იყო განპირობებული. ქვეყანა ექსპორტზე ორიენტირებულ ინდუსტრიალიზაციაზე აკეთებს აქცენტს. ექსპორტის წამყვანი სექტორებია ტექსტილი, გემთმშენებლობა, ზღვის პროდუქტები, ტყავის საქონელი და ჯუთი. ბანგლადეშში ეროვნულ დონეზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საკმარისადაა განვითარებული ფარმაცევტული, ლითონებისა და კვების ინდუსტრია. ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა ბანგლადეშის ტელეკომუნიკაციების მრეწველობა და უცხოური კომპანიებიდან დიდი რაოდენობით ინვესტიციები მოიზიდა. ბანგლადეშს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი რეზერვები აქვს და აზიის მასშტაბით მეშვიდე ადგილზეა ბუნებრივი აირის წარმოების მხრივ. ბენგალის ყურეში, ბანგლადეშის საზღვაო ტერიტორიაზე იზრდება ბუნებრივი აირის ოფშორული მოპოვების მასშტაბები. ქვეყანას კირქვის დიდი რაოდენობით დეპოზიტებიც აქვს.[3] ქვეყნის მასშტაბით ზრდადი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორია განვითარებისთვის ქვეყანა ციფრული ბანგლადეშის სქემის დანერგვას უჭერს მხარს.

ბანგლადეში ნეპალისააბჰუტანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოა. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ამ სახელმწიფოებისთვის ზღვაზე წვდომას ბანგლადეშის საზღვაო პორტები უზრუნველყოფენ.[4][5][6] ბანგლადეში პოტენციური გასასვლელია ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისთვისაც, მათ შორის ტიბეტის, სიჩუანისა და იუნანისთვის.

ბანგლადეში D-8 ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ინფრასტრუქტურის ინვესტიციების აზიური ბანკის წევრია.

ეკონომიკის სექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანგლადეშის ტერიტორიები, სადაც სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტები მოჰყავთ

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა ბანგლადეშში დასაქმების უდიდეს სექტორს წარმოადგენს. 2017 წელს ბანგლადეშის მთლიანი შიდა პროდუქტის 14.2% სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა და ამ სექტორში სამუშო ძალის 42.7% იყო დასაქმებული.[7] ამ სექტორის საქმიანობას ძალიან დიდი გავლენა აქვს მთავარ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე, როგორებიცაა დასაქმება, უმუშევრობის შემცირება, ადამიანური რესურსების განვითარება, საკვებით უზრუნველყოფით უსაფრთხოება და სხვა ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლები. ბანგლადეშელთა დიდი ნაწილის საარსებო წყარო სოფლის მეურნეობაა. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, მიუხედავად არასათანადო პირობებისა, ბანგლადეშში ინტენსიური სოფლის მეურნეობა სტაბილურად ვითარდება.[8] გაუმჯობესდა წყალდიდობის კონტროლი და ირიგაცია, უფრო ეფექტურად გამოიყენება სასუქები და განაწილებისა და სასოფლო კრედიტების ქსელიც განვითარდა.[8]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჯეკის ხეობა ― ბანგლადეშის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა

მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს 2013 წლის მოხსენების მიხედვით, ბანგლადეშში მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში 2012 წელს პირდაპირ 1 281 500 სამუშაო ადგილი იყო შექმნილი, რაც ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის მთლიანი ნაწილის 1.8%-ს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით ბანგლადეში მსოფლიო მასშტაბით 178 ქვეყნიდან 157-ე ადგილზე იმყოფებოდა.[9] პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილების რაოდენობა 2 714 500 იყო, რაც ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის 3,7%-ს შეადგენს.[9] 2012 წლისთვის მთლიან შიდა პროდუქტში მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროდან პირდაპირი შემოსავლების პროცენტული მაჩვენებლით ბანგლადეში მსოფლიოს 176 ქყვეყანას შორის 142-ე ადგილზე იმყოფებოდა.[9] მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო 2023 წლისთვის ბანგლადეშში ტურიზმის სფეროში 1 785 000 სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს, ხოლო საერთო ჯამში ― 3 891 000 სამუშაო ადგილის, რაც ქვეყნის დასაქმებულთა დაახლოებით 4.2%-ს უტოლდება.

მაკროეკონომიკური ტრენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარება 1950 წლიდან

ქვემოთ მოცემულია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები ბანგლადეშისთვის მიახლოებული საბაზრო ფასებით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა მოცემული ბანგლადეშურ ტაკაში. ცხრილში მხოლოდ ფორმალური სექტორის მაჩვენებლებია ასახული.

წელი მშპ (მლნ ტაკა) აშშ $ გაცვლითი კურსი ინფლაციის ინდექსი
(2000=100)
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი
(აშშ-ის %-ის სახით)
1980 250,300 16.10 ტაკა 20 1.79
1985 597,318 31.00 ტაკა 36 1.19
1990 1,054,234 35.79 ტაკა 58 1.16
1995 1,594,210 40.27 ტაკა 78 1.12
2000 2,453,160 52.14 ტაკა 100 0.97
2005 3,913,334 63.92 ტაკა 126 0.95
2008 5,003,438 68.65 ტაკა 147
2015 17,295,665 78.15 ტაკა 196 2.48
2019 26,604,164 84.55 ტაკა 2.91

2009 წლისთვის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 0.58 $-ს უდრიდა.

ქვემოთ მოცემულია მთავარი ეკონომიკური ინდიკატორები 1980–2019 წლებისთვის. 5%-ზე ნაკლები ინფლაცია მწვანედაა ნაჩვენები.[10][11]

წელი მშპ
(მლრდ $ (მუპ))
ერთ სულ მოსახლეზე მშპ
(აშშ$ (მუპ))
მშპ-ის ზრდა
(რეალური)
ინფლაციის დონე
(%)
უმუშევრობის დონე

(%)

სამთავრობო ვალი
(მშპ-ის %)
ინვესტიციების ჯამი

(მშპ-ის %)

1980 41.2 500 3.1 % negative increase15.4 % n/a n/a 14.44 %
1981 47.4 560 5.6 % negative increase14.5 % n/a n/a 17.16 %
1982 52.0 597 3.2 % negative increase12.9 % n/a n/a 17.36%
1983 56.5 633 4.6 % negative increase9.5 % n/a n/a 16.56 %
1984 61.0 664 4.2 % negative increase10.4 % n/a n/a 16.48 %
1985 65.3 693 3.7 % negative increase10.5 % n/a n/a 15.83 %
1986 69.3 715 4.0 % negative increase10.2 % n/a n/a 16.18 %
1987 73.1 735 2.9 % negative increase10.8 % n/a n/a 15.47 %
1988 77.5 759 2.4 % negative increase9.7 % n/a n/a 15.74 %
1989 84.0 801 4.3 % negative increase8.7 % n/a n/a 16.12 %
1990 91.1 848 4.6 % negative increase10.5 % n/a n/a 16.46 %
1991 98.1 892 4.2 % negative increase8.3 % 2.20 % n/a 16.90 %
1992 105.1 935 4.8 % 3.6 % negative increase2.25 % n/a 17.31 %
1993 112.3 977 4.3 % 3.0 % negative increase2.37 % n/a 17.95 %
1994 119.9 1,021 4.5 % negative increase6.2 % negative increase2.44 % n/a 18.40 %
1995 128.2 1,069 4.8 % negative increase10.1 % negative increase2.48 % n/a 19.12 %
1996 137.1 1,120 5.0 % 2.5 % negative increase2.51 % n/a 20.73 %
1997 146.8 1,175 5.3 % 5.0 % negative increase2.69 % n/a 21.82 %
1998 155.9 1,223 5.0 % negative increase8.6 % negative increase2.83 % n/a 22.12 %
1999 166.9 1,284 5.4 % negative increase6.2 % negative increase3.10 % n/a 22.72 %
2000 180.2 1,361 5.6 % 2.5 % negative increase3.27 % n/a 23.81 %
2001 193.2 1,434 4.8 % 1.9 % negative increase3.55 % n/a 24.17 %
2002 205.7 1,501 4.8 % 3.7 % negative increase3.96 % n/a 24.34 %
2003 221.9 1,594 5.8 % negative increase5.4 % negative increase4.32 % 44.3 % 24.68 %
2004 241.9 1,713 6.1 % negative increase6.1 % positive decrease4.30 % positive decrease43.5 % 24.99 %
2005 265.5 1,855 6.3 % negative increase7.0 % positive decrease4.25 % positive decrease42.3 % 25.83 %
2006 292.4 2,018 6.9 % negative increase6.8 % positive decrease3.59 % 42.3 % 26.14 %
2007 319.7 2,183 6.5 % negative increase9.1 % negative increase3.77 % positive decrease41.9 % 26.18 %
2008 344.0 2,325 5.5 % negative increase8.9 % negative increase4.07 % positive decrease40.6 % 26.20 %
2009 365.0 2,441 5.3 % 4.9 % negative increase5.00 % positive decrease39.5 % 26.21 %
2010 391.7 2,592 6.0 % negative increase9.4 % positive decrease3.37 % positive decrease35.5 % 26.25 %
2011 425.8 2,785 6.5 % negative increase11.5 % negative increase3.71 % negative increase36.6 % 27.42 %
2012 460.8 2,979 6.3 % negative increase6.2 % negative increase4.04 % positive decrease36.2 % 28.26 %
2013 496.5 3,171 6.0 % negative increase7.5 % negative increase4.43 % positive decrease35.8 % 28.39 %
2014 537.3 3,396 6.3 % negative increase7.0 % positive decrease4.41 % positive decrease35.3 % 28.58 %
2015 581.6 3,638 6.8 % negative increase6.2 % negative increase4.42 % positive decrease33.6 % 28.89 %
2016 629.9 3,900 7.2 % negative increase5.7 % positive decrease4.35 % positive decrease33.3 % 29.65 %
2017 710.5 4,331 7.6 % negative increase5.6 % negative increase4.37 % positive decrease32.6 % 30.51 %
2018 785.9 4,730 7.3 % negative increase5.6 % positive decrease4.30 % negative increase34.0 % 31.23 %
2019 869.4 5,228 7.9% negative increase5.5% positive decrease4.29 % positive decrease33.5% 31.60 %
2020 890.0 5800.0 5.2% negative increase5.6 %
2021 1007.0 6,380 6.8% negative increase5.5% negative increase40.7 %

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ბანგლადეშს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 103-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 105-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1 744.5 აშშ დოლარს შეადგენს. ბანგლადეშის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.56%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 5.9%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 4.3%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 34.7%-ია. ჯინის კოეფიციენტი 32.4-ს უტოლდება.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით, ბანგლადეში 109-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 101-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 96-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 107-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 62-ე, გამჭვირვალობით ― 125-ე, საკუთრების უფლებებით ― 126-ე, კორპორატიული მმართველობით ― 102-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 103-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით, ბანგლადეშს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 114-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-100, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 103-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ბანგლადეში 108-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არც თუ ისე სტაბილურია, 95-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 5.6%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 50-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით ბანგლადეში 119-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 113-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 119-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 121-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 121-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 109-ს.

ბანგლადეშში ცუდადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (106-ე ადგილი): სიღრმით 90-ე, ხოლო სტაბილურობით 129-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 36-ე ადგილს იკავებს. ბანგლადეშში ცუდადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (121-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 118-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 114-ს.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Riaz, Ali; Rahman, Mohammad Sajjadur (2016) Routledge Handbook of Contemporary Bangladesh. Routledge, გვ. 165. ISBN 978-1-317-30876-8. 
    Thorp, John P. (1986). „Bangladesh, Bangladesh!—A Review Article“. The Journal of Asian Studies. Cambridge University Press. 45 (4): 789–796. doi:10.2307/2056087. JSTOR 2056087. S2CID 159085593.
    —Siddiqi, Dina M. “Miracle Worker or Womanmachine? Tracking (Trans)National Realities in Bangladeshi Factories.” Economic and Political Weekly, vol. 35, no. 21/22, Economic and Political Weekly, 2000, pp. L11–17.
    —Paksha Paul, B. (2010), "Does corruption foster growth in Bangladesh?", International Journal of Development Issues, Vol. 9 No. 3, pp. 246-262. doi:10.1108/14468951011073325
    —Chowdhury, M.S. (2007), "Overcoming entrepreneurship development constraints: the case of Bangladesh", Journal of Enterprising Communities: People and Places in the Global Economy, Vol. 1 No. 3, pp. 240-251. doi:10.1108/17506200710779549
    —Bashar, Omar K. M. R., and Habibullah Khan. “Liberalisation and Growth in Bangladesh: An Empirical Investigation.” The Bangladesh Development Studies, vol. 32, no. 1, Bangladesh Institute of Development Studies, 2009, pp. 61–76.
    —Ahamed, Md Mostak. “Market Structure and Performance of Bangladesh Banking Industry: A Panel Data Analysis.” The Bangladesh Development Studies, vol. 35, no. 3, Bangladesh Institute of Development Studies, 2012, pp. 1–18.
    —Abdin, MD. Joynal, The Nature and Evolution of Capitalism in Bangladesh (March 16, 2016). Abdin, M.J. (2016). The Nature and Evolution of Capitalism in Bangladesh, “The Nature and Evolution of Capitalism in All World”, March 16, 2016.
  2. Real GDP Growth: Annual Percent Change. ციტირების თარიღი: 3 October 2019
  3. „Largest limestone reserve discovered“. The Daily Star. 4 June 2012.
  4. Rahmatullah, M (20 March 2013). „Regional Transport Connectivity: Its current state“. The Daily Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2022.
  5. Chowdhury, Kamran Reza (19 May 2013). „Mongla seaport to get railway link in 4 years“. Dhaka Tribune.
  6. „Sub-regional connectivity in South Asia: Prospects and challenges“. The Financial Express. 13 July 2013.
  7. CIA – The World Factbook. Central Intelligence Agency. ციტირების თარიღი: 5 December 2019
  8. 8.0 8.1 Background Note: Bangladesh (March 2008). ციტირების თარიღი: 11 June 2008 This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  9. 9.0 9.1 9.2 Travel & Tourism Economic Impact 2013: Bangladesh. World Travel and Tourism Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2018.
  10. Report for Selected Countries and Subjects. ციტირების თარიღი: 11 September 2018
  11. Report for Selected Countries and Subjects. ციტირების თარიღი: 25 December 2019
  12. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 82-85.