ლიბანის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლიბანის ეკონომიკა
Beirut Downtown Seafront C.jpg
ვალუტა ლიბანური გირვანქა
სტატისტიკა
ინფლაცია 4.4% (2012)
შრომითი რესურსი 1,5 მლნ. (2005)
უმუშევრობა 18.77% (2012)
მრეწველობის მთავარი დარგები საბანკო საქმე, ტურიზმი, მეღვინეობა, მეტალურგია
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $5.65 მილიარდი (2012) [1]
იმპორტი $5.65 მილიარდი (2012) [2]
საზოგადოებრივი ფინანსები
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები

ლიბანის ეკონომიკა წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკას, კერძო სექტორს, რომელიც აკმაყოფილებს მთლიანი მოთხოვნილების 75% და საბანკო სექტორს, რომელიც მხარს უჭერს ამ მოთხოვნილებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ლიბანის მშპ-ს ზრდას 7%-ით ელოდა 2010-2011 წლებში. 2009 წელს ეს რიცხვი 9%, ხოლო 2008 წელს 8,5% წარმოადგენდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით ლიბანი 54 ადგილზეა[3].

ქვეყანაში ძირითად ინდუსტრიულ დარგებს წარმოადგენს: ლითონის დამუშავება და ლითონის პროდუქციის შექმნა, სოფლის მეურნეობა, საბანკო საქმე, ქიმიური მრეწველობა და სატრანსპორტო ტექნიკის შექმნა. ლიბანში არის თავისუფალი ბაზრის კომერციული ტრადიციები. ლიბანის ეკონომიკა სერვისებზეა ორიენტირებულია; ძირითადი სექტორები კი ბანკი და ტურიზმია. იქ სავალუტო ოპერაციების ან კაპიტალის გადაადგილების შეზღუდვა არ არსებობს.

შრომითი ანაზღაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 15 ოქტომბრის პროფკავშირული გაერთიანებების გაფიცვების შემდეგ ანაზღაურების მინიმუმი 40%-ით გაიზარდა. გაფიცვაში მონაწილეობდნენ მასწავლებელთა კავშირის, პროფკავშირების და სხვა გენერალური კავშირების წარმომადგენლები.

2011 წლის მსოფლიო ბანკის ცხოვრების ხარისხის ინდექსის მიხედვით:

  • ლიბანის მოსახლეობის 8% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (წელიწადში 2,500 აშშ დოლარი)
  • 54% ეკუთვნის ზომიერ საშუალო კლასს (წელიწადში 9000 აშშ დოლარს). Increase2.svg 12% 1998 წლიდან
  • 22% ეკუთვნის ზედა საშუალო კლასს ($ 15,000 - $ 27,000 წელიწადში). Decrease2.svg 19% 1998 წლიდან
  • 4% ეკუთვნის მდიდარ ზედა კლასს ($ 30,000 და მეტი, წელიზადში). Increase2.svg 1% 1998 წლიდან

რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბანის რეფორმების ამჟამინდელი პროგრამა სამ ძირითად პრინციპზეა დამყარებული:

  • ეკონომიკური აღდგენა და მდგრადი ზრდა, კერძო სექტორის ჩართულობის მოზიდვა;
  • საბიუჯეტო კონსოლიდაცია და სტრუქტურული გაუმჯობესება საჯარო ფინანსურ სექტორში;
  • ვალუტა, ფინანსური და ფასების სტაბილურობა.

2017 წელს, საარსებო მინიმუმი თვეში 675,000 გირვანქაა, რაც 450 აშშ დოლარს შეადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2012 Exports figures of Lebanon (2012 est). წაკითხვის თარიღი: 2013-06-20.
  2. 2012 Exports figures of Lebanon (2012 est). წაკითხვის თარიღი: 2013-06-20.
  3. Middle East economic growth to rebound to 3.7% in 2010, says World Bank - Business Intelligence Middle East - bi-me.com - News, analysis, reports