ჩრდილოეთი ბრაბანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩრდილოეთი ბრაბანტი
Noord-Brabant
2013-P10-NB-b.jpg
დროშა გერბი
North Brabant-Flag.svg Noord-Brabant wapen.svg

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
შიდა დაყოფა 's-Hertogenbosch, Aalburg, Alphen-Chaam, Asten, Baarle-Nassau, Bergeijk, Bergen op Zoom, Bernheze, Best, Bladel, Boekel, Boxmeer, Breda, Cranendonck, Cuijk, Deurne, Dongen, Drimmelen, Eersel, ეინდჰოვენი, Etten-Leur, Geertruidenberg, Geldrop-Mierlo, Gemert-Bakel, Gilze en Rijen, Goirle, Grave, Haaren, Halderberge, Heeze-Leende, Helmond, Heusden, Hilvarenbeek, Laarbeek, Landerd, Loon op Zand, Mill en Sint Hubert, Moerdijk, Nuenen, Gerwen en Nederwetten, Oirschot, Oisterwijk, Oosterhout, Oss, Reusel-De Mierden, Roosendaal, Rucphen, Schijndel, Sint Anthonis, Sint-Michielsgestel, Sint-Oedenrode, Someren, Son en Breugel, Steenbergen, ტილბურგი, Uden, Valkenswaard, Veghel, Veldhoven, Vught, Waalre, Waalwijk, Werkendam, Woensdrecht, Woudrichem, Zundert და Boxtel
ადმ. ცენტრი ჰერტოგენბოსი
მმართველი Wim van de Donk
დაარსდა 1815
ფართობი 4,919 კმ²
მოსახლეობა 2,415,946 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 490 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საავტომობილო კოდი N
ოფიციალური საიტი [www.brabant.nl www.brabant.nl]
Noord-Brabant in the Netherlands.svg

ჩრდილოეთი ბრაბანტი (ნიდერლ. Noord-Brabant) — პროვინცია სამხრეთ ნიდერლანდებში. სამხრეთით ესაზრვრება ბელგიის ლიმბურგის პროვინცია, აღმოსავლეთით ნიდერლანდების ლიმბურგის პროვინცია, დასავლეთით ზელანდიის პროვინცია, ჩრდილოეთით მდინარე მაასის ხეობა. დედაქალაქი ჰერტოგენბოსი, უდიდესი ქალაქია ეინდჰოვენი. ტერიტორია უმეტესად დაბლობია, თუმცა ზღვის დონიდან მაღლა მდებარეობს. 2006 წლის აღწერის მონაცემებით ჩრდილოეთი ბრაბანტის მოსახლეობა უდრიდა 2,415,946 ადამიანს.

ადრეულ დროში პროვინციის ტერიტორიაზე მდინარე მაასის გასწვრივ იყო რომაული ბანაკები. XVII საუკუნემდე დღევანდელ ფარგლებში ბრაბანტის საჰერცოგოს ნაწილს წარმოადგენდა, რომლის სამხრეთი მონაკვეთი ამჟამად ბელგიის ტერიტორიაზეა. XIV-XV საუკუნეებში რეგიონის ცხოვრება ოქროს ხანის პერიოდს დაემთხვა, განსაკუთრებით შეეხო ლევენს, ანტვერპენს, ბრედასა და ჰერტოგენბოსს. 1579 წელს უტრეხტის უნიაში გაწევრიანების შემდეგ, ბრაბანტი გახდა ბრძოლის ველი ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც სამხრეთი ნიდერლანდები ეკავა. ჩრდილოეთ ბრაბანტში პროტესტანტიზმის გავრცელება მთლიანობაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მაინც რეგიონი რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენის ქვეშ რჩებოდა. დიდი ხნის განმავლობაში იყო სამხედრო ბუფერული ზონა. 1815 წელს ბელგია და ნიდერლანდები გაერთიანდნენ ნიდერლანდების გაერთიანებულ სამეფოში და სამხრეთ ბრაბანტთან განსხვავებისთვის პროვინციას ჩრდილოეთი ბრაბანტი ეწოდა.

ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას. მოჰყავთ ხორბალი, შაქრის ჭარხალი; განვითარებულია მეძროხეობა და მეღორეობა. მრეწველობის მთავარი დარგია ავტომობილების, ტექსტილისა და ფეხსაცმლის წარმოება, ელექტონიკა. ეინდჰოვენი სარკინიგზო კვანძი და ნავსადგურია. ამუშვებენ ხე-ტყეს. XX საუკუნიდან ფართოდ მოიკიდა ფეხი ტურიზმმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]