თელათგორის სამაროვანი
იერსახე
თელათგორის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელათგორის ბოლოს, სამხრეთ-აღმოსავლეთით, თრიალეთის ქედის ჩრდილო განშტოებაზე. თარიღდება ადრინდელი რკინის ხანით. ადგილი ძალზე დახრამულია, ხშირია მეწყერიც, რომლის დროსაც ვლინდება ცალკეული ნივთები. სამარხში აღმოჩნდა თიხის ჯამი, ბრინჯაოს ორი ბოთლისებურთავიანი საკინძი, ბეჭედი და თიხის 4 ხელადა. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბარამიძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 162.